ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სტიქია
ჟანრი: პოეზია
9 თებერვალი, 2014


ზამთარი და ქალბატონი

ცამ მოაწყო ფანტელების მარათონი,
ხელებს ითბობს მოყუჟული აკაცია,
ფიფქთა თვლაში მონავარდე ქალბატონი,
გულქვა ქარმა ცივ ყინულზე წააქცია.

თოშიანი ორთქლი ასდით ქვის რიკულებს,
მე ცხელ გულზე სუსხი ვეღარ შემეხება,
მზერა ვიგრძენ ქალბატონი მე მიყურებს,
და გავბედე კიდევ ტრფობით შემეხედა.

თეთრი ყინვით მოლიპულა ფილაქნები,
ზამთარს ვეტრფი შემოქმედის მენტალობით,
ნისლებს მთებზე გაუშლიათ იალქნები,
სუსხი ყინავს, ცივი ზამთრის ეტალონი.

დამსკდარ ღრუბლებს ფანტელები გამოეცრა,
ზედა სივრცე უკავია ფერთა ციალს,
და ზეიმობს საახალწლო თეთრი ზეცა,
ქარი არ წყვეტს გისოსებში წრეთა წრიალს.

ცივ კისერზე შემოვირტყი თბილი კაშნე,
ნაძვთა ტოტებს ყინვა ამტვრევს წიწვებიანს,
ქარი იქნევს უმოწყალოდ სუსხის დაშნებს,
ჩემს გულში, კი ნაკვერჩხლები იწვებიან.

დეკემბერი უნატიფეს გულში მიკრავს,
ჩემკენ მოდის ქალი უნდა გამიხარდეს,
მისი სითბო სიახლოვის წამზე მიყვარს,
მსწრაფლ შეხებით მე სიცივე გავიხადე.

მუქი ციდან ფიფქთა დასი დიდხანს თოვდა,
ძლივს გავუძელ სიმარტოვეს საღამომდის,
ზამთრულ ფონზე ბევრი ფიქრი დამიგროვდა,
ის მზე ქალი გონებიდან არ ამომდის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები