ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დალილა
ჟანრი: საბავშვო
12 მარტი, 2014


მზრუნველი ვერა

აფაცურდა-დაფაცურდა
პაწაწინა ვერა;
-დედას საქმე დარჩენია
ახლა უნდა შველა.

წინსაფარი აიფარა
არ დასვარა კაბა,
გულით თუ არ იმუშავა
რა გამოვა აბა?

იქვე ჩვარი გამოძებნა,
გადაწმინდა მტვერი,
გამოხვეტა,მერე ტილო
გამოუსვა სველი.

უთოსაც არ შეუშინდა,
თუმცა იყო ცხელი,
აუთოვა კაბები და
არ დაეწვა ხელი.

თქვენ გგონიათ დიდი არის?
ჯერ ექვსისაც კი არა,
მაგრამ ნახეთ,ჯამ-ჭურჭელი
როგორ დააწკრიალა.

დაიღალა?დაისვენებს,
ეს სულ არ ენაღვლება.
მთავარია დაღლილ დედას
გულით გაეხარდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები