ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2014


^^^

დროდადრო დღეებიც რუხდებიან,
ჰგვანან ვადაგასულ შოკოლადებს...
ქალაქს ერთფეროვნად შეუხამეს
ძველი, გასაწმენდი ვიტრინები;
რადგან უადგილოდ წუხდებიან
ახლა ბოჰემური აკოლადით,
ღმერთიც, პარიზიც და შუაღამეც
ისე შესაშურად იტრუნება,
როგორც არსებითის შეძულება
ანდა უარესი-უქონელის...
როგორც გენიოსის სიმარტოვე,
როგორც აქსიომა-საკამათო,
ქოხი-სეიშელის კუნძულებთან,
რქოსან-ჩლიქოსანი საქონელით,
სადაც არსებობას ვამარტივებ,
სადაც ბრინჯიანი საკე მათრობს,
თქვენთვის უცხოა და მემეტება,
თუმცა შეუცნობად პარადიგმებს
მე ვერ შეგასწავლით ვერასძალით,
რადგან თავთავებიც ფუყდებიან,
როგორც ვერმოჭრილი მონეტები,
ანდა მოჭრილი და ფარატინა
რადგან ვერ მიგებენ ეროსულად,
როდის გამოძვრებით მუყაოდან,
სადაც ერთადერთი სამყოფელი
ვითომ ღია ცის ქვეშ დაიგულეთ,
ქალაქს ერთფეროვნად შეუხამეს
ძველი, გასაწმენდი ვიტრინები...
ერთხელ მოგადგები კმაყოფილად
კართან, კესანების თაიგულით,
ღმერთიც, პარიზიც და შუაღამეც,
სადაც შესაშურად იტრუნება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები