*** ღამეა რთული, გადაყლაპა ღრუბლებმა მთვარე, სარკმელთან ურცხვად აიტუზა შპიონი ქარი, ქუჩაში ერთხმად გაეფიცა ფოთლები ჭადრებს, სიჩუმემ შეთხზა მარტოობის მემორიალი.
სიბნელე მთრგუნავს და განწყობაც იფერებს მის ფერს, დავხუჭავ თვალებს, ვითვლი წამებს, გავახელ, იქნებ... ვათენებინებ მერამდენედ საათის ისრებს, საათის ისრებს მერამდენედ ვათენებინებ...
გონება თითებს ჩასჩურჩულებს აბსურდულ ფრაზებს, ფურცელზე მკრთალად გაგიჟების ანაბეჭდს ვტოვებ, გეყოფა! მორჩი, მაგ ცინიკურ ღიმილებს მთვარევ, არა ვარ გიჟი, გეფიცები, ღმერთია მოწმე.
მე სუნთქვა მიჭირს, მაჯისცემაც განულდა თითქოს, კედლებსაც ვატყობ განუძრახავთ დახრჩობა ჩემი, ამ ბოლო სუნთქვით ვამელნისფრებ ფერმიხდილ სტრიქონს, ღამის ტყვე მზისგან გულუბრყვილოდ შენდობას ველი.
*** უიმედო ნაბიჯები, ფორიაქი, ნაკვალევით გადაღლილი ბილიკები, რესტორანი ერთი ბოთლი კონიაკი, ცივ სახეზე გარდაცვლილის მიმიკები. შორს ზეცაში ჭორიკანა წეროები, ბოლო გვერდი ფოთოლცვენის მემუარის, საფეთქელთან მიტანილი რევოლვერი, უღრუბლო ცა, სისხლისფერი ტროტუარი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. და არა მარტო ირინკას, ყველას მადლობა. და არა მარტო ირინკას, ყველას მადლობა.
14. მადლობა ირინკა. მადლობა ირინკა.
13. იყო აქ კარგი მომენტები, მაგრამ... წარმატებები ავტორს:) იყო აქ კარგი მომენტები, მაგრამ... წარმატებები ავტორს:)
12. კარგი ხარ! წარმატებები :) ++ კარგი ხარ! წარმატებები :) ++
11. პირველი კარგი იყო...უფრო კი დასაწყისი...:-* +3 პირველი კარგი იყო...უფრო კი დასაწყისი...:-* +3
10. მე პირადად კომენტარებში შენიშვნებს იმიტომ არ ვწერ, რომ მადლობა მითხრას ვინმემ... მხოლოდ მოწონება-არმოწონებისთვის არ არის ეს ფუნქცია. თუ არ გაითვალისწინებთ, საპირისპირო არგუმენტი მაინც უნდა მოიყვანოთ, თორემ ეკარგება აზრი გამოქვეყნებასაც და შეფასებასაც :)
ეს მხოლოდ ამ კონკრეტულ ავტორს არ ეხება.
მე პირადად კომენტარებში შენიშვნებს იმიტომ არ ვწერ, რომ მადლობა მითხრას ვინმემ... მხოლოდ მოწონება-არმოწონებისთვის არ არის ეს ფუნქცია. თუ არ გაითვალისწინებთ, საპირისპირო არგუმენტი მაინც უნდა მოიყვანოთ, თორემ ეკარგება აზრი გამოქვეყნებასაც და შეფასებასაც :)
ეს მხოლოდ ამ კონკრეტულ ავტორს არ ეხება.
9. გმადლობთ მეგობრებო. გმადლობთ მეგობრებო.
8. ვათენებინებ მერამდენედ საათის ისრებს, საათის ისრებს მერამდენედ ვათენებინებ... მომწონს ასეთი რამეები, მე მეორე უფრო მომეწონა ისე : ))
წარმატებები : ) ვათენებინებ მერამდენედ საათის ისრებს, საათის ისრებს მერამდენედ ვათენებინებ... მომწონს ასეთი რამეები, მე მეორე უფრო მომეწონა ისე : ))
წარმატებები : )
7. პირველი უფრო მომეწონა. მეორეც კარგია, მაგრამ "გარდაცვლილის მიმიკები" აშკარად შესაცვლელია.
ზემოთ - "მემორიალი შექმნა" აჯობებს და არა - "შეთხზა". "განუძრახავთ" კორექტურაა - ძ-ზ
პირველი უფრო მომეწონა. მეორეც კარგია, მაგრამ "გარდაცვლილის მიმიკები" აშკარად შესაცვლელია.
ზემოთ - "მემორიალი შექმნა" აჯობებს და არა - "შეთხზა". "განუძრახავთ" კორექტურაა - ძ-ზ
6. დიდი მადლობა ყველას. ვერ დაგეთანხმებით ნემეზიდა ნემე. შეგიძლიათ გადაამოწმოთ გუგლის საძიებო სისტემით. შპიონი შპიონ-ი [გერმ. Spion < ფრანგ.] – (მოძვ.). ჯაშუში. Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კიდევ ერთხელ მადლობა კომენტარებისთვის. დიდი მადლობა ყველას. ვერ დაგეთანხმებით ნემეზიდა ნემე. შეგიძლიათ გადაამოწმოთ გუგლის საძიებო სისტემით. შპიონი შპიონ-ი [გერმ. Spion < ფრანგ.] – (მოძვ.). ჯაშუში. Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კიდევ ერთხელ მადლობა კომენტარებისთვის.
5. ,,შპიონი ქარი”_არა,ბარბარიზმია _ჯაშუში ქარი-ასე უნდა იყოს.
წარმატებები +
,,შპიონი ქარი”_არა,ბარბარიზმია _ჯაშუში ქარი-ასე უნდა იყოს.
წარმატებები +
4. არა ვარ გიჟი, გეფიცები, ღმერთია მოწმე.++
ვამელნისფრებ თუ ვამელნისფერებ? არა ვარ გიჟი, გეფიცები, ღმერთია მოწმე.++
ვამელნისფრებ თუ ვამელნისფერებ?
3. კარგებია!წარმატებები და ++ :) კარგებია!წარმატებები და ++ :)
2. მეორე უფრო მომეწონა.
პირველში, პირველ სტროფში მთვარე ღრუბელმა გადაყლაპა და მესამე სტროფში მთვარის მიმიკებს ხედავ, ისე რომ ღრუბელის წასვლა ლექსში არ ჩანს, ეს გასასწორებელია ჩემი აზრით + მეორე უფრო მომეწონა.
პირველში, პირველ სტროფში მთვარე ღრუბელმა გადაყლაპა და მესამე სტროფში მთვარის მიმიკებს ხედავ, ისე რომ ღრუბელის წასვლა ლექსში არ ჩანს, ეს გასასწორებელია ჩემი აზრით +
1. ,,სიჩუმემ შეთხზა მარტოობის მემორიალი." მომეწონა. ++
,,სიჩუმემ შეთხზა მარტოობის მემორიალი." მომეწონა. ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|