 | ავტორი: სოლე ჟანრი: პროზა 5 თებერვალი, 2018 |
-უუუჰ!-ღრმად ამოისუნთქა.-ასე რომ გაგიჭირდება მანქანის დასაყენებლად ადგილის პოვნა, ტაქსით სჯობს სიარული! ძრავი გამორთო.ერთი სული ჰქონდა, როდის მიიღებდა შხაპს და დივანზე მოიკალათებდა. სიამოვნებისგან ჟრუანტელმა დაუარა - "ცცცცც" ლუდის გახსნის ხმა წარმოიდგინა. ოჯახი რომ ჰყოლოდა მისი ძილისწინა რიტუალი ალბათ სხვა იქნებოდა, მაგალითად, მძინარე შვილის ან შვილების შუბლზე კოცნა ანდა მეუღლესთან განვლილ დღეზე საუბარი, მაგრამ რადგან არასოდეს უგრძვნია ამის აუცილებლობა, ლუდი და საყვარელი ფილმის ყურება ყველაფერს ერჩივნა. განსაკუთრებით, როცა დღევანდელივით მძიმე დღე ჰქონდა. დღის საუკეთესო ნაწილი ღამეაო, იტყოდა ხოლმე. იცოდა რა ფილმს ჩართავდა ამაღამ,-"ჩიტი მავთულზე"- "გოლდითერაპიას" საჭიროებდა.გოლდი ჰოუნის დანახვაზე სულ კარგ ხასიათზე დგებოდა. გადმოვიდა მანქანიდან და ის იყო კარი უნდა ჩაეკეტა და მანქანის სახურავზე რაღაც წითელი დაინახა. არა, ახლოდან წითელი, წითელი არ ეთქმოდა- მწიფე ალუბლისფერი, აბრეშუმის, სალუქი "ტანგა" იყო. ჯერ გაიფიქრა თანამშრომლები თუ გამეხუმრნენო, თუმცა მანქანაში ჩაჯდომისას არაფერი შეუმჩნევია. -ააა, ალბათ, აღმართზე რომ ამოვდიოდი ნელი სვლით, მაშინ ჩამოუვარდა ვინმეს აივნიდან-გაიფიქრა და ნათლად აღიდგინა გონებაში, ერთერთი სახლის მეორე თუ მესამე სართულის აივანზე, ვიღაც სარეცხს რომ ფენდა თუ ხსნიდა.ჰო,ჰო მეორე სართული იყო. მანქანის უკანა კარი გამოაღო და ტანგა სკამზე მიაგდო დაუდევრად, თითქოს ხელს სწვავდა. ერთი წამით შეყოყმანდა, დაიხარა, ისევ აიღო და ჯიბეში ჩაიჩურთა. ძალიან დაღლილი იყო, ლუდმაც იმოქმედა და ძილ-ღვიძილში უყურებდა ფილმს. გოლდი და მელი გარბიან, გოლდი კედელზე მიდგმულ კიბეზე ადის მელი უკან მისდევს გოლდის მოკლე კაბა უფრიალებს და ტანგა უჩანს, მელი ეხუმრება, როდის აქეთ დაიწყე საცვლების ტარებაო... გონებაში მწიფე ალუბლისფერი, აბრეშუმის ტანგა ამოუტივტივდა. რა ლამაზია ქალის საცვლები-გაიფიქრა. ეს ტანგაც ძალიან ლამაზია. ახლა ისე ეფერებოდა ხელით, თითქოს სწვავდა კიარა, სასურველ ქალს ეცვა. ნეტა როგორია მისი პატრონი? არ შეიძლება ასეთი კოხტა ტანგა უშნო ქალს ეკუთვნოდეს!ვინ იცის იქნებ გოლდისაც კი ჰგავს. ალბათ ქერა გრძელი თმა აქვს, მწვანე წყლიანი თვალები, გრძელი ფეხები პუტკუნა რბილი ტუჩები...ნეტა მარტოხელაა?აი, ხვალ მივუტან, ვეტყვი, თუ არ მეშლება, თქვენი აივნიდან ჩამოვარდა ჩემი მანქანის სახურავზე და გვიან შევამჩნიე-თქო. შინ შემიპატიჟებს, ფინჯან ყავაზე...-ფანტაზია თავისით ჩაირთო, ფილმის გამორთვა თვითონ მოახერხა... რა სიმპათიურია, რა ლამაზი და ღრმა მწვანე თვალები აქვს-გაიფიქრა და ლეპტოპი დახურა.გულს ვერაფერს უდებდა. რად უნდა ნეტა ის ლამაზი თვალები?!-ბრაზი მოერია. ერთხელ მაინც შემოეხედა.სამჯერ ხომ მაინც ჩავუარე გუშინ ცხვირწინ? შენც არ მომიკვდე!თითქოს უჩინარი ვიყო.არც ჩემი სუნამო უგრძვნია, არც მოკლე კაბამ იმოქმედა. ლიას ხომ კარგად გაუღიმა ლუდის ფულს რომ აწვდიდა!?ისე, ლუდი ძალიან უყვარს ეტყობა, ისე არ გავა მაღაზიიდან, ხელს რომ არ გააყოლოს. რა ვქნა პირდაპირ ხომ არ მივახლი- "გამარჯობა, მე ლიკა ვარ და ძალიან მომწონხარ"? უცებ, თვალები გაუბრწყინდა-დღეს და ხვალ ხომ არ მიწევს მუშაობა, ჰოდა აივანზე ჩავუსაფრდები, რომ ამოივლის, რაიმეს ჩავაგდებ (ვითომ შემთხვევით ჩამივარდა).ზედ ხომ არ გადაუვლის?იმედია, დაამუხრუჭებს, მეც ჩავირბენ, მოვუბოდიშებ...ნეტა რა მოხდება ხვალ რომ ტორტზე და ყავაზე დავპატიჟო?მოვა?ვეტყვი იუბილარი ვარ და უარს არ მივიღებ-თქო.-ფართოდ გაუღიმა საკუთარ ანარეკლს სარკეში.იდეაც მოეწონა და თავისი თავიც. მეორე დღეს სამსახურიდან რომ ბრუნდებოდა მანქანა სახლიდან შორს გააჩერა და ფეხით აუყვა აღმართს.იმ კორპუსის წინ, გუშინ რომ ვიღაც სარეცხს ფენდა, პატარა სკვერში სკამზე ჩამოჯდა და სიგარეტს მოუკიდა.ალბათ ნახევარი საათი იქნებოდა გასული, აივნის კარი გაიღო და ორმოციოდე წლის მამაკაცი გამოვიდა სიგარეტის მოსაწევად.ცოტა ხანში ახალგაზრდა ქალიც დაინახა მის გვერდით.ისინი ვერ ხედავდნენ, ხე ეფარებოდა, თვითონ კი კარგად გაარჩია მაღალი, გრძელი, ქერა თმა... დანარჩენი წარმოიდგინა...უკვე თითქმის ბნელოდა. ორმა მოტომ საშინელი ხმაურით და სისწრაფით აიარა აღმართი . - ლიკა მამიდა, მამა აღარ შემოდიხართ? ტორტი გვინდა!-ზუსტად ამ დროს თავი გამოჰყო ნათიამ -მოვდივაააართ! -წაუმღერა ლიკამ და ღია კარში ჯერ თვითონ შევიდა და მერე ძმაც მიჰყვა. -რა ლამაზი დღეაა...-ყველა ამღერდა, ლიკამ გაიღიმა და კარისკენ გააპარა თვალი, თითქოს ვიღაცას ელოდებოდა. არა, ძალიან მსუბუქია ტანგა. ვერ მოვზომე, ცოტა ადრე რომ ჩამეგდო მანქანის კაპოტზე დავარდებოდა ან მინაზე და გეგმა არ ჩამეშლებოდა. ისე, მანქანიდან რომ გადმოვიდოდა ვერ შეამჩნევდა ნეტა?იქნებ კიდევაც შეემჩნია, მაგრამ რას მიხვდებოდა საიდან გაჩნდა?ან, სულაც იქნებ გზაში ჩამოვარდა და დაიკარგა.სხვა რამე უნდა მოვიფიქრო... სურვილი ჩაიფიქრა და სანთლებს სული შეუბერა. -ოცდათექვსმეტი სანთლის ჩაქრობა არც ისე ადვილი ყოფილა!-გაიხუმრა. -სამაგიეროდ სურვილი აგიხდება ადვილად!რა ჩაიფიქრე მამიდ,მითხარი რაა?- -გოგო, შენ რა ცნობისმოყვარე ხარ!-დატუქსა ნათიამ უმცროსი და. როცა მოტოებისკენ უნებლიეთ გაქცეული მზერა დაიბრუნა და აივანს მიაპყრო, იქ აღარავინ იყო.დრო იხელთა, ქუჩა გადაჭრა, ტანგა სწრაფად ამოიღო ჯიბიდან სადარბაზოს კარის სახელურზე დაკიდა და სწრაფი ნაბიჯით აუყვა აღმართს. თითქმის მისული იყო თავის კორპუსთან, როცა გამობრუნდა და მანქანისკენ დაეშვა.საშინლად არ უნდოდა სახლში მარტო ყოფნა ამაღამ.არც ის იცოდა სად წავიდოდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. მე კიდევ შენი. :)კეთილი,ჭკვიანი და ერთგული მკითხველი მთელი საიტისთვის საყვარელი ადამიანი.მადლობა მუხა! მე კიდევ შენი. :)კეთილი,ჭკვიანი და ერთგული მკითხველი მთელი საიტისთვის საყვარელი ადამიანი.მადლობა მუხა!
8. -უუუჰ!- ძალიან გამიხარდა ავტორის ნახვა, თავისი საინტერესო , ემოციური და კარგი ნაწარმოებით. -უუუჰ!- ძალიან გამიხარდა ავტორის ნახვა, თავისი საინტერესო , ემოციური და კარგი ნაწარმოებით.
7. :)ვნახოთ, ვნახოთ. ლიკა მოახერხებს ამ "ზარმაცი" კაცის შეჯანჯღარებას? :)ვნახოთ, ვნახოთ. ლიკა მოახერხებს ამ "ზარმაცი" კაცის შეჯანჯღარებას?
6. არადა მკითხველთან ერთად ნწარმოებიც ითხოვს აშკარად. არადა მკითხველთან ერთად ნწარმოებიც ითხოვს აშკარად.
5. მადლობა რომ კითხულობთ! რა ვიცი,თაზო გაგრძელებაზე არ მიფიქრია:)მემგონი მკითხველს მივანდე. მადლობა რომ კითხულობთ! რა ვიცი,თაზო გაგრძელებაზე არ მიფიქრია:)მემგონი მკითხველს მივანდე.
4. მსუბუქი ნაწერია, მომეწონა! აუცილებლად მოიფიქრებს რამეს ლიკა:) მსუბუქი ნაწერია, მომეწონა! აუცილებლად მოიფიქრებს რამეს ლიკა:)
3. ტანგას პატრონის წარმოსახვა მომეწონა კარგი იყო ნეტა გაგრძელება ექნება?
5 ტანგას პატრონის წარმოსახვა მომეწონა კარგი იყო ნეტა გაგრძელება ექნება?
5
2. მადლობა, ირმა დრო რომ დაკარგე და ჩემი პირველი მცდელობა პროზაში წაიკითხე:) ალბათ, მოიფიქრებს რამეს:) ასე მინდა დარჩეს,ნოველად. მადლობა, ირმა დრო რომ დაკარგე და ჩემი პირველი მცდელობა პროზაში წაიკითხე:) ალბათ, მოიფიქრებს რამეს:) ასე მინდა დარჩეს,ნოველად.
1.
იმედია, მოიფიქრებს ლიკა რამეს და მოგვიყევი ეგეც :)
ფილმის კადრებივით იყო.
იმედია, მოიფიქრებს ლიკა რამეს და მოგვიყევი ეგეც :)
ფილმის კადრებივით იყო.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|