ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ბერია
ჟანრი: პოეზია
28 აპრილი, 2014


სიტყვები

გზაზე,
ყოველთვის ვაგზავნი სიტყვებს დასაზვერად...
და როცა ისინი ბრუნდებიან
ვალხმოხდილები,
ტალახში ამოსვრილები,
დაღლილები,
მაინც მხნედ დგანან
და არიან ამაყები...

ჩემი სიტყვები
საუკეთესო,
ელიტური ოცეულია,
თავისი სიმამაცით,
ერთგულებით,
შიდა წესებით...

და როცა დაზვერვიდან
ბრუნდებიან
და როცა ვისმენ მათ ხმას,
რატომღაც ჩემი ხმა მახსენდება...

საოცრად გვანან
ჩემი და ჩემი სიტყვების ხმები
ერთმანეთს...

როცა ჩემს სიტყვებს ვუსმენ,
მგონია საკუთარი თავი მესაუბრება ტელეფონიდან...

ჩემი სიტყვების კოდური დასახელებაა - შენი სახელი
და შესაბამისად
იმეორებენ შენს სახელს,
როგორც მისამღერს...
და მღერიან ისე,
როგორც იშვიათ სიმღერას,
ბევრი მისამღერის გარეშე...

დღესაც უდანაკარგოდ დაბრუნდნენ...
ახლა ისინი შენთან მოდიან
და გამოგიხსნიან ტყვეობიდან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები