”ეს სახლი, ძველი ინტელიგენტი” - ნინო ქოქოსაძე
გოგოლზე ასეთი სახლებია (თბილისის სხვა ქუჩებზეც): წვიმის მერე აბანოდან გამოსულებს ჰგვანან - აგურის კედლები ვაფლის პირსახოცებივით შემოუხვევიათ. ჯერ ორთქლი ასდით, მერე ალმური. კარგად რომ გაშრებიან, სუროს ყელსახვევებს იკეთებენ, ცილინდრებს - საკვამურებს იხურავენ, აკაციის ოდეკოლონს ისხურებენ, ქუჩაში გამოდიან სახლები. სახლებს სახლები ელოდებიან აბლაბუდის ნაზი ვუალებით, ნიავზე ებურცებათ კოფთები ფანჯარა-ბროშებით და ნესტის ხავერდის ქვედაკაბები. სახლებს ერთმანეთი უყვარდებათ, სახლები ქუჩაში სეირნობენ - მოხუცი სახლები აივნების ხელკავით. აივლიან, ჩაივლიან, ჩაივლიან, აივლიან, ერთმანეთისკენ იწევიან, ერთმანეთისკენ იხრებიან სახლები.
მოუმრავლდათ შთამომავლობა. თინეიჯერი კორპუსები აწოწილან, სიმაღლეში გადაასწრეს. უკეთიათ თეფშები - ყურსაცვამები. არ ესმით, არ ესმით აწოწილ კორპუსებს, არასდროს არ ესმით მოხუცი სახლების.
იშლება გჟელის კერამიკის სერვიზები - ღრუბლებზე საღამო და მთვარე ინთება - მაქმანის მბჟუტავი აბაჟური. სახლები იცხობენ სახურავ ორცხობილებს და ფინჯან ჩაისთან ბაასობენ - საამურად. მერე ვარსკვლავების ლოტოს თამაშობენ, ფლირტაობენ ქოთნის ყვავილების ფლირტით. მონსტერა: ძვირფასო, ო, როგორ მიყვარდით. ალოე: ძვირფასო, მაოცებთ... მონსტერა: ძვირფასო, ნუ გიკვირთ... სახლები ჰყვებიან წიგნების დაფურცლულ გვერდებზე (კიბეზე) დაბეჭდილ, ათასგზის წაკითხულ რომანზე, უკრავენ სახლები როიალზე, მღერიან სახლები რომანსებს. ქუჩაში ქარი და კატები აჯაზებენ, თუნუქის ქილები ბუნკერთან - დრამები. ”ჟოლობი” - საქსოფონი, საყვირი, ტრომბონი... ცეკვავენ სახლების აჩრდილები. ვალსი და ფოქსტროტი...
მერე აივნების ხელკავებით ხეების ხელჯოხებზე დაყრდნობილნი, ისევ სეირნობენ სახლები, სახლები ერთმანეთისკენ იწევიან, სახლები ერთმანეთისკენ იხრებიან...
ინგრევიან მოხუცი სახლები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. უჰ, არაჩვეულებრივია,! შეუდარებელია! ამ ლექსით გავიარე რუსთაველზე ძველ სახლში , სადაც ვცხოვრობდი და ბავშვობა გავატარე. ვიგრძენი ლექსით, სახლის ძველი სუნი და სითბო, რომელიც მოხუცდა და ისევ "აივნების ხეკლავით" ამაყად დგას!
მადლობა ავტორს სასიამოვნო შეგრძნებისათვის. უჰ, არაჩვეულებრივია,! შეუდარებელია! ამ ლექსით გავიარე რუსთაველზე ძველ სახლში , სადაც ვცხოვრობდი და ბავშვობა გავატარე. ვიგრძენი ლექსით, სახლის ძველი სუნი და სითბო, რომელიც მოხუცდა და ისევ "აივნების ხეკლავით" ამაყად დგას!
მადლობა ავტორს სასიამოვნო შეგრძნებისათვის.
25. თინეიჯერი კორპუსები აწოწილან, სიმაღლეში გადაასწრეს. უკეთიათ თეფშები - ყურსაცვამები. არ ესმით, არ ესმით აწოწილ კორპუსებს, არასდროს არ ესმით მოხუცი სახლების.
ჰო. ++ თინეიჯერი კორპუსები აწოწილან, სიმაღლეში გადაასწრეს. უკეთიათ თეფშები - ყურსაცვამები. არ ესმით, არ ესმით აწოწილ კორპუსებს, არასდროს არ ესმით მოხუცი სახლების.
ჰო. ++
24. საინტერესო ხედვაა ძალიან ..
ყოჩაღ ...
საინტერესო ხედვაა ძალიან ..
ყოჩაღ ...
23. საინტერესო ხედვაა ძალიან ..
ყოჩაღ ...
საინტერესო ხედვაა ძალიან ..
ყოჩაღ ...
22. ძალიან კარგია, ლელა, მაგრამ... ეს აივლიან-ჩაივლიან - მეც ყურში მომხვდა... "ხელკავით ერთმანეთს მხარს უმაგრებენო" - რომ დაგეწერა, სჯობდა, ალბათ... თორემ ეს სახლები თუ ოდნავ მაინც ამოძრავდნენ, ხომ მოგჭამეს ჭირი?! :) და მაინც 5 ძალიან კარგია, ლელა, მაგრამ... ეს აივლიან-ჩაივლიან - მეც ყურში მომხვდა... "ხელკავით ერთმანეთს მხარს უმაგრებენო" - რომ დაგეწერა, სჯობდა, ალბათ... თორემ ეს სახლები თუ ოდნავ მაინც ამოძრავდნენ, ხომ მოგჭამეს ჭირი?! :) და მაინც 5
21. ეს არ მქონია წაკითხული... რა ლამაზად აცვიათ ამ ძველ საახლებს...რა გემოვნებით... თვალწინ ჩამიარეს ...როგორ დაჩრდილეს აწოწილი კორპუსები...:-* 5 ეს არ მქონია წაკითხული... რა ლამაზად აცვიათ ამ ძველ საახლებს...რა გემოვნებით... თვალწინ ჩამიარეს ...როგორ დაჩრდილეს აწოწილი კორპუსები...:-* 5
20. მომეწონა, მშვენიერი სახეებია. მომეწონა, მშვენიერი სახეებია.
19. მგონი თავფურცელს ეშველება, ისეთი კარგი ლექსი ,,ემუქრება" :) მიხარია ეს ამბავი! მგონი თავფურცელს ეშველება, ისეთი კარგი ლექსი ,,ემუქრება" :) მიხარია ეს ამბავი!
18. ეს რაღაც სხვა იყო, რაც აქამდე წამიკითხავს აქ საერთოდ...
სხვა კუთხე, სხვა მხარე, სხვა სტილი, სხვა ხედვა.
მომწონს ))) ეს რაღაც სხვა იყო, რაც აქამდე წამიკითხავს აქ საერთოდ...
სხვა კუთხე, სხვა მხარე, სხვა სტილი, სხვა ხედვა.
მომწონს )))
17. მომეწონა ))) მომეწონა )))
16. ზალიან მომეწონა ზალიან მომეწონა
15. ორი დღეა ვუტრიალებ და მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ კარგი ლექსია ეს,-სათქმელიანიც და კარგად შესრულებულიც. +2 ორი დღეა ვუტრიალებ და მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ კარგი ლექსია ეს,-სათქმელიანიც და კარგად შესრულებულიც. +2
14. ლელა მკითხველს იმ კარს უღებს ხოლმე, სახლის პატრონები რომ სარგებლობენ საკუჭნაოში გასასვლელად. რას აღარ ნახავ იქ! ჩაშაქრებულ მურაბებთან ერთად, სულ ახლებიც ქონია... მომნატრებია ეს გემო.
ლელა მკითხველს იმ კარს უღებს ხოლმე, სახლის პატრონები რომ სარგებლობენ საკუჭნაოში გასასვლელად. რას აღარ ნახავ იქ! ჩაშაქრებულ მურაბებთან ერთად, სულ ახლებიც ქონია... მომნატრებია ეს გემო.
13. ძალიან კარგი კადრებია, მაგრამ არის ხელშესავლები ადგილები.
მაგალითად აივლიან და ჩაივლიან ხელკავით --მეზედმეტა ძალიან კარგი კადრებია, მაგრამ არის ხელშესავლები ადგილები.
მაგალითად აივლიან და ჩაივლიან ხელკავით --მეზედმეტა
12. ვეთანხმები რენუარს! ვეთანხმები რენუარს!
11. მეც ძალიან გამიხარდა ლელას გამოჩენა, მიყვარს მისი შემოქმედება პროზაც, პოეზიაც და საბავშვოებიც ....:) მეც ძალიან გამიხარდა ლელას გამოჩენა, მიყვარს მისი შემოქმედება პროზაც, პოეზიაც და საბავშვოებიც ....:)
10. ეს ის შემთხვევაა, როცა ტექსტი პირველივე სიტყვიდან მოყოლებული ბოლომდე ერთი ძალითაა დაწერილი. საოცარია ეს ის შემთხვევაა, როცა ტექსტი პირველივე სიტყვიდან მოყოლებული ბოლომდე ერთი ძალითაა დაწერილი. საოცარია
9. ძალიან კარგი! ლელას პოეზიას აქვს უჩვეულო ხიბლი, სულისჩადგმის გამორჩეული უნარი! ყველა ლექსი დღესასწაულია. და გამეხარა აქ რომ მობრუნდი:* ძალიან კარგი! ლელას პოეზიას აქვს უჩვეულო ხიბლი, სულისჩადგმის გამორჩეული უნარი! ყველა ლექსი დღესასწაულია. და გამეხარა აქ რომ მობრუნდი:*
8. იმ ზღაპრულ ფერიას მაგონებ, ჯადოსნური ჯოხის შეხებით უსულოს რომ აცოცხლებს, მშვენიერი სამოსით მოსავს და სიყვარულსაც ასწავლის... ასეთი ჯადოქრობები იცის ლელას წარმოსახვამ... შენი მოხუცი და ინტელიგენტი სახლებისთვის ხელკავის გამოდება მომინდა... იმ ზღაპრულ ფერიას მაგონებ, ჯადოსნური ჯოხის შეხებით უსულოს რომ აცოცხლებს, მშვენიერი სამოსით მოსავს და სიყვარულსაც ასწავლის... ასეთი ჯადოქრობები იცის ლელას წარმოსახვამ... შენი მოხუცი და ინტელიგენტი სახლებისთვის ხელკავის გამოდება მომინდა...
7. ეს ძალიან აკრგი. ფეისბუქიდფან მახსოვს :) ეს ძალიან აკრგი. ფეისბუქიდფან მახსოვს :)
6. მოხუცი სახლების ფლირტი ქოთნის ყვავილებით:)
როგორ გამიხარდა ახლა , აქ, ეს ლექსი, ეს ავტორი!
მოხუცი სახლების ფლირტი ქოთნის ყვავილებით:)
როგორ გამიხარდა ახლა , აქ, ეს ლექსი, ეს ავტორი!
5. ხედავ, გრძნობ, გესმის ხედავ, გრძნობ, გესმის
4. აქ, პოეზიაში ყველაფერი ცოცხალია, ყველაფერი სუნთქავს. აქ, პოეზიაში ყველაფერი ცოცხალია, ყველაფერი სუნთქავს.
3. საოცრად წერ, ლელა! :* საოცრად წერ, ლელა! :*
2. თინეიჯერი კორპუსები აწოწილან, სიმაღლეში გადაასწრეს. უკეთიათ თეფშები - ყურსაცვამები. არ ესმით, არ ესმით აწოწილ კორპუსებს, არასდროს არ ესმით მოხუცი სახლების.
++ თინეიჯერი კორპუსები აწოწილან, სიმაღლეში გადაასწრეს. უკეთიათ თეფშები - ყურსაცვამები. არ ესმით, არ ესმით აწოწილ კორპუსებს, არასდროს არ ესმით მოხუცი სახლების.
++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|