ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რ_____ო_____ი
ჟანრი: პოეზია
7 ივლისი, 2014


ბ ა ბ უ ა

ერთი კაცი იყო. უბრალო.
ერთიც უმიზეზო სოფელი,
ახლაც თვალწინ მიდგას უფალო,
მისი საოცარი პროფილი.
ხუთი ვაჟი ჰყავდა ომამდე,
ხუთი თითი ჰქონდა დაზგამდე,
შემდეგ ხსოვნას - ხოტბას ასხამდნენ,
შემდეგ ტკივილები მომრავლდა.
ორი ვაჟი შერჩა ბაბუას,
ორი თითი შერჩა ბაბუას,
ბედმა უდარდელად ცხოვრებას,
სიბერეშიც არ შეაგუა.
ბოლოს ლოცვა დაიმეგობრა,
მაგ დროს კადრი ჩანდა ისე რომ -
თითქოს თითზე უფრო დარდობდა,
- ღმერთო,
პირჯვარს ვეღარ ვიწერო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები