 | ავტორი: თ-ბ ჟანრი: პოეზია 10 ივლისი, 2014 |
როგორ მძიმეა პირჯვარივით და როგორ წმინდა ყველა ნაბიჯი, ყველა სიტყვა, ყველა მოტივი. გადაჭრით ვამბობ მეგობარო-რაც მითქვამს ღირდა- მე ირგვლივეთის, საჩემეთის ერთი მეტივე. ნაზარეველის მკლავებივით გაშლილ ბილიკებს, როდესაც, მამლის დაყივლება აუშლის ქოჩორს განთიადისას ქარის ქროლვით- ქრისტეს მიაგნებ საკუთარ თავში სოფლის გზაზე და ბიჭო, ბეჩავ, ეჰ, აქამდის ზეცის კიაფში, გეჩვენებოდა- ვარსკვლავები ისროდნნენ შხეფებს და ქვირითივით ქალის მკერდი, გროშზე იაფად, იყოდებიდა მთვარის შუქზე. როგორც მეფეებს, ეჭირათ ხელში სკიპტრებივით, თოვლის გუნდები, დაზამთრილ ხეებს, ყველა დღის და სეზონის მწყემსებს. (კაცი ცხოვრებას თუკი ზურგით მიუბრუნდები- მობრუნდე ისევ, აღარ არის კაცური წესი). ჰო, მისხალ-მისხალ დამტვრეული ძილის სადარად, დამტვრეულ სიტყვას თუ შეარჩენ ოდესმე მოყვასს- ღირს მეგობარო. ვინ სად იყო იმ დროს, სად არა, მე არ მაფიქრებს, არ ვიკითხავ და აღარ მომყავს მეტაფორა, ახსნა... (ლოგიკას მოკლებულია იფიქრებენ და ნუღარ ნასკვავ!). ძველი დროიდან (მე ბუნებით ისევ მოჰიკანს), თოლიასავით თუ მინდოდა ტალღებზე გასვლა გადავიფიქრე!
პირზე რომ სიტყვა შეგაშრება დედის რძესავით, კაცი თუ გქვია, ამ სიტყვასაც მისცემ თავის გზას. მაგრამ სიტყვები და ქცევები ვერ დაკემსავენ გულს და მოდი რა თასში ღვინო მინდა დაგისხა, გწყურია გატყობ. გადმოვწურავ, მზისფერ ზედაშეს. არც საფარი ხარ, არც ბათუ ვარ და არც იმ დღიდან არ ჩაგვიდგება მოციქულად ტყვია მე და შენს შორის. თუმც სადმე, რომ შევხვდებით, მაინც იფრთხილე. ;)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
28. კარგი იყო, აი ისეთი მეორედ წაკითხვის სურვილს რომ გაგიჩენს5+ კარგი იყო, აი ისეთი მეორედ წაკითხვის სურვილს რომ გაგიჩენს5+
27. ძალიან კარგია +5 ძალიან კარგია +5
25. მოწონება! კომენტარის გარეშე! მოწონება! კომენტარის გარეშე!
24. გმადლობთ! :) გმადლობთ! :)
23. კარგია ძალიან,წარმატებებს გისურვებ. ++ კარგია ძალიან,წარმატებებს გისურვებ. ++
22. მომწონს მე ეს ავტორი და წარმატებებს ვუსურვებ ! მომწონს მე ეს ავტორი და წარმატებებს ვუსურვებ !
21. პირჯვარი ხომ ქრისტიანობის თანმდევი ნიშანია. ქრისტიანობა (მართლმადიდებლობა, ამ შემთხვევაში) და შესაბამისად პირჯვარი, როგორც განმასხვავებელი ნიშანი, ჩემთვის, სიწმინდესთან ასოცირდება, რომელსაც ზოგნი გაუთვითცნობიერებლად ისახავს, ზოგნი კი სიღრმისეული რწმენითა და მნიშვნელობით. პირველ შემთხვევაში მსუბუქი და ზერელე დამოკიდებულება იგრძნობა, მეორე შემთხვევაში პირიქით-აქედან გამომდინარე ვხსნი პირჯვრის სიმძიმე-სიმსუბუქეს. პირჯვარი ხომ ქრისტიანობის თანმდევი ნიშანია. ქრისტიანობა (მართლმადიდებლობა, ამ შემთხვევაში) და შესაბამისად პირჯვარი, როგორც განმასხვავებელი ნიშანი, ჩემთვის, სიწმინდესთან ასოცირდება, რომელსაც ზოგნი გაუთვითცნობიერებლად ისახავს, ზოგნი კი სიღრმისეული რწმენითა და მნიშვნელობით. პირველ შემთხვევაში მსუბუქი და ზერელე დამოკიდებულება იგრძნობა, მეორე შემთხვევაში პირიქით-აქედან გამომდინარე ვხსნი პირჯვრის სიმძიმე-სიმსუბუქეს.
20. კარგია...მუხტიანი ლექსია...:)
"როგორ მძიმეა პირჯვარივით და როგორ წმინდა"..... "ჯვარივით"...- მძიმე და წმინდა პირჯვარს უფრო სხვა დატვირთვა აქვს ვფიქრობ...:-* კარგია...მუხტიანი ლექსია...:)
"როგორ მძიმეა პირჯვარივით და როგორ წმინდა"..... "ჯვარივით"...- მძიმე და წმინდა პირჯვარს უფრო სხვა დატვირთვა აქვს ვფიქრობ...:-*
19. მადლობა, რომ კითხულობთ. :) მადლობა, რომ კითხულობთ. :)
18. მოეწონა არტეს5+++ მოეწონა არტეს5+++
17. როგორც მეფეებს, ეჭირათ ხელში სკიპტრებივით, თოვლის გუნდები, დაზამთრილ ხეებს, ყველა დღის და სეზონის მწყემსებს.
კარგი იყო ნამდვილად. :) როგორც მეფეებს, ეჭირათ ხელში სკიპტრებივით, თოვლის გუნდები, დაზამთრილ ხეებს, ყველა დღის და სეზონის მწყემსებს.
კარგი იყო ნამდვილად. :)
16. :))))))
მადლობა-გილო, მე-დეა, ლუ. წარმატებების სურვილი თქვენც ჩემგან.
ის ღიმილაკი მაინც იქ იყოს.. :))))))
მადლობა-გილო, მე-დეა, ლუ. წარმატებების სურვილი თქვენც ჩემგან.
ის ღიმილაკი მაინც იქ იყოს..
15. ისე სერიოზული სახით ვკითხულობდი და ბოლოს ღიმილაკზე უნებურად ავიჩეჩე მხრები და ვიცინე) ახლაც მეღიმება.. მგონი ლილუ ცოტა გაგიჟდა..) მოკითხვა თემოს.. წინსვლა. ისე სერიოზული სახით ვკითხულობდი და ბოლოს ღიმილაკზე უნებურად ავიჩეჩე მხრები და ვიცინე) ახლაც მეღიმება.. მგონი ლილუ ცოტა გაგიჟდა..) მოკითხვა თემოს.. წინსვლა.
14. + 5 მეტს ველოდები ამ გვერდზე. =) + 5 მეტს ველოდები ამ გვერდზე. =)
13. ,,იყოდებიდა მთვარის შუქზე.''- აქ რა ხდება უკეთ იცი მეგობარო.
კარგი ხარ შენ თემურ. მოკითხვა. ჯიგრიანია. წარმატების სურვილი პატივისცემით.++ ,,იყოდებიდა მთვარის შუქზე.``- აქ რა ხდება უკეთ იცი მეგობარო.
კარგი ხარ შენ თემურ. მოკითხვა. ჯიგრიანია. წარმატების სურვილი პატივისცემით.++
12. "მწყებს" კორექტურა იყო, რომელიც ჩავასწორე. მადლობა ყველას. :) "მწყებს" კორექტურა იყო, რომელიც ჩავასწორე. მადლობა ყველას. :)
11. მომწონს . ) მომწონს . )
10. კარგია! ბოლო მონაკვეთს მივხედავდი ცოტა. ასეც კარგია თუმც... 5 კარგია! ბოლო მონაკვეთს მივხედავდი ცოტა. ასეც კარგია თუმც... 5
9. კარგი ლექსია, სავსე- ლიტერატურული ხერხებით, ემოციით, შეგრძნებებით...
დასაწყისში ცოტა მეზედმეტა "პირჯვარივით" და "ნაზარეველის მკლავებივით" -ამ ორი შედარების თითქმის ერთდროულად გამოყენება.
"ყველა დღის და სეზონის მწყებს."- "მწყებს" რა არის?
ბოლო ფრაზამ აამსუბუქა ლექსი :)
კარგი ლექსია, სავსე- ლიტერატურული ხერხებით, ემოციით, შეგრძნებებით...
დასაწყისში ცოტა მეზედმეტა "პირჯვარივით" და "ნაზარეველის მკლავებივით" -ამ ორი შედარების თითქმის ერთდროულად გამოყენება.
"ყველა დღის და სეზონის მწყებს."- "მწყებს" რა არის?
ბოლო ფრაზამ აამსუბუქა ლექსი :)
8. მომეწონა, ხომ იცი? და ამიტომ - 5 ! მომეწონა, ხომ იცი? და ამიტომ - 5 !
7. + + ყველა სიტყვა მიზანმიმართულად მიუყვება თავის გზას. + + ყველა სიტყვა მიზანმიმართულად მიუყვება თავის გზას.
6. კარგი წერტილს მოვაშორებ. კარგი წერტილს მოვაშორებ.
5. მაშინ, სათაურს მაინც რომ მოვაშოროთ წერტილი? მაშინ, სათაურს მაინც რომ მოვაშოროთ წერტილი?
4. იყოს ეგ თვალის ჩაკვრა მანდ. იყოს ეგ თვალის ჩაკვრა მანდ.
3. ჰო, მოვძებნი მაგ კორექტურას. მადლობა ნათია. ჰო, მოვძებნი მაგ კორექტურას. მადლობა ნათია.
2. ხოო. ღიმილაკი არ მინდოდა ლექსის ბოლოს. ხოო. ღიმილაკი არ მინდოდა ლექსის ბოლოს.
1. ვახმ!
მომეწონა და ბევრი რამის გამო. ძარღვიანიცაა, ლამაზი შედარებებით და მიგნებებით. დინამიურად წასაკითხი და მიუხედავად ამ ყველაფრისა გადაშლილი გულით მონათხრობის სიმშვიდე სდევს თან.
კორექტურა შემხვდა სადღაც.
მივახუთპლიუსე. ვახმ!
მომეწონა და ბევრი რამის გამო. ძარღვიანიცაა, ლამაზი შედარებებით და მიგნებებით. დინამიურად წასაკითხი და მიუხედავად ამ ყველაფრისა გადაშლილი გულით მონათხრობის სიმშვიდე სდევს თან.
კორექტურა შემხვდა სადღაც.
მივახუთპლიუსე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|