 | ავტორი: კვაზიმოდო ჟანრი: პოეზია 17 ივლისი, 2014 |
ელვა ღრუბლებში რომ გამოკრთება,თითქოს ნათია კრთება, კრთება ნათია,თუმც ნეტარების ცრემლი უსველებს უპეს, ღრუბლებში ყოფნა ნათიასათვის არის "სედმოე ნებო", და ჩანჩქერები ამ სამეფოში არ გადიქცევა გუბედ...
მეფეს ნატოში შესვლა მოუნდა,შესვლა მოუნდა მეფეს, ნატოსაც უნდა მისი მიღება,გაფართოებაც უნდა, ელვა დაუვლის მას მთელ სხეულზე,რადგან მას ასე ნებავს, მეფე ჩაიცმევს ეგრეთწოდებულ ტყვიაგაუმტარ მუნდირს.
ჩანჩქერები კი ნაპრალებიდან გამოკივლებად სკდება, ედემის ბაღში კლდეებს ასხია გულაბი მსხლები თეთრად, მადამ! ამ დილით გამოგიგზავნეთ ცხენებშებმული კები, გთხოვთ რომ დაბრძანდეთ თუ გინდათ ნაზად,გინდათ დაბრძანდით მკვეთრად.
კებს გამოჰყვება შენი დამცველი ნაზირ-ვეზირთა გუნდი, მერე ღრუბლებში გავისეირნოთ,ერთურთს მოვავლოთ ელვა, მეფის გვირგვინი სრულად დაფაროს ნაზმა ღრუბლებმა თუნდაც, თუნდაც ჩაძიროს მეფე მთლიანად,ღრუბლის ტალღების ღელვამ...
ასე,ამგვარად თავზე გევლებათ პირადი მეფე მადამ! თავზე გევლებათ თქვენი დამცველი ნაზირ-ვეზირთა გუნდიც, ნაზი ღრუბლები ტანზე დაგიდით,ელვა სხეულზე ბადეს გიქსოვთ და მეფე თქვენთვის ჩაიცვამს ტყვიაგაუმტარ მუნდირს
და გადეშვება ღრმა უფსკრულებშიც,კლდეთა ქარაფზეც ავა, შეებრძოლება დაუღალავად მრავალრიცხოვან ჯარებს, მერე ორისთვის გამოცურდება აფრებიანი ნავი, თქვენი თითებით როცა ჩამოჰკრავთ გამარჯვებულთა ზარებს..
კვაზი უმახინჯესი///ორიათასოცდა....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. კვაზი უმახინჯესიც დაბრუნებულა!!
იბრუნებს ურაკპარაკი ძველი მაღალი ხარისხის საძოვრის სტატუს!
5. კვაზი უმახინჯესიც დაბრუნებულა!!
იბრუნებს ურაკპარაკი ძველი მაღალი ხარისხის საძოვრის სტატუს!
5.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|