დაახლოებით საათის წინ, სახლისკენ წამოვედი... ყურთსასმენები გავიკეთე და მოულოდნელად დაიწყო ჩემთვის საყვარელი მუსიკა, რომელმაც დაფარა მანქანების ხმა და გადამაკვეთინა გზა-ჯვარედინი ისე, რომ არ გამიხედავს არც ერთ მხარეს... როცა გადავედი გზაზე, ასეთი რამ გავიაზრე, ხომ შეიძლება დიდი სიჩქარით წამოსულიყო მანქანა? როცა შემამჩნევდა მძღოლი აუცილებლად დააჭერდა მუხრუჭს, მაგრამ დაგვიანებით და მე ვერ გავიგედბი მუხრუჭის წივილს, რადგან ვუსმენდი ჩემთვის საყვარელ მუსიკას, რომელმაც დაფარა მანქანების ხმა... შესაბამისად მანქანის დარტყმა ისეთივე მოულოდნელი იქნებოდა ჩემთვის როგორც ამ მუსიკის პირველი ნოტი და მისი ბოლო ისეთივე მშვიდი, როგორც ამ კომპოზიციის დასასრული...
ამასობში შევედი სადარბაზოში, მოვიხსენი ყურთსასმენები... სადარბაზოში არ ისმოდა მანქანების ხმა, არც ქაოსი და არც მთვრალების კივილი... სადარბაზოში იდგა სრული სიმშვიდე...
ყველაფერმა ჩაიარა მშვიდად...
როცა კარი გავაღე, თმაჭაღარა დედა შემხვდა, რომლის თვალებში იყო მოლოდინი...
მე, მაშინვე გამახსენდა, რომ კიდევ დამავიწყდა პურის ყიდვა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ხომ შეიძლება დიდი სიჩქარით წამოსულიყო მანქანა? როცა შემამჩნევდა მძღოლი აუცილებლად დააჭერდა მუხრუჭს, მაგრამ დაგვიანებით და მე ვერ გავიგებდი მუხრუჭის წივილს, რადგან ვუსმენდი ჩემთვის საყვარელ მუსიკას, რომელმაც დაფარა მანქანების ხმა... შესაბამისად მანქანის დარტყმა ისეთივე მოულოდნელი იქნებოდა ჩემთვის როგორც ამ მუსიკის პირველი ნოტი და მისი ბოლო ისეთივე მშვიდი, როგორც ამ კომპოზიციის დასასრული...
მყარი ლოგიკა და ბედნიერი დასასრული:)
ხომ შეიძლება დიდი სიჩქარით წამოსულიყო მანქანა? როცა შემამჩნევდა მძღოლი აუცილებლად დააჭერდა მუხრუჭს, მაგრამ დაგვიანებით და მე ვერ გავიგებდი მუხრუჭის წივილს, რადგან ვუსმენდი ჩემთვის საყვარელ მუსიკას, რომელმაც დაფარა მანქანების ხმა... შესაბამისად მანქანის დარტყმა ისეთივე მოულოდნელი იქნებოდა ჩემთვის როგორც ამ მუსიკის პირველი ნოტი და მისი ბოლო ისეთივე მშვიდი, როგორც ამ კომპოზიციის დასასრული...
მყარი ლოგიკა და ბედნიერი დასასრული:)
6. მაგარი და უმაგრესი არ ვიცი არის თუ არა...:) ერთი კია, სასიამოვნოა წასაკითხად და საოცრად მშვიდი ემოცია მოაქვს, მიუხედავად "დაჯახება"....- "დარტყმისა"...:) მაგარი და უმაგრესი არ ვიცი არის თუ არა...:) ერთი კია, სასიამოვნოა წასაკითხად და საოცრად მშვიდი ემოცია მოაქვს, მიუხედავად "დაჯახება"....- "დარტყმისა"...:)
5. საოცრად მაგარი რამეა !!!
საოცრად მაგარი რამეა !!!
4. კარგიაააა +++++ კარგიაააა +++++
3. ყველაფერს პოეზიად აქცევ...
ყველაფერს პოეზიად აქცევ...
2. მიყვარს ესეც.. ძალიან მაგარია. მიყვარს ესეც.. ძალიან მაგარია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|