უჰ,რამდენი ხანია წვიმს და არ გადაიღო, სახლში ჯდომა მოგვბეზრდა მე და ჩემს ორ დაიკოს.
ეზოში არ გვიშვებენ: "წვიმს, ტალახი არიო, მოითმინეთ, გამოვა, მალე კარგი დარიო."
ყოველ დილით ფანჯრისკენ ვიყურები იმედით, იქნებ შეცდნენ პროგნოზში "რუსთავ–2", "იმედი."
მაგრამ არა, წვეთები წკაპუნობენ ჯიუტად, ნეტავი მზეს ჩვენს სურვილს ნიავი ვერ მიუტანს?
მალე ,მალე გვესტუმროს, მხარე გაგვიმზიანოს, რათა გარეთ გაგვიშვან, ეზო ავახმიანოთ.
ჩვენთან ვეპატიჟებით ვით მეგობარს ერთგულსო, უიმისოდ წვიმაში ვერ ვთამაშობთ ჩვენ ბურთსო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. კარგია, ლამაზი +++ კარგია, ლამაზი +++
8. ბავშვები წვიმაში ბურთს ვერ თამაშობენ და მზეს შენატრიან, საყვედურს გამოთქვამენ არ მიკვირს ჩემთანაც ასეა ხოლმე, ამიტომ მომეწონა ლექსი ! ბავშვები წვიმაში ბურთს ვერ თამაშობენ და მზეს შენატრიან, საყვედურს გამოთქვამენ არ მიკვირს ჩემთანაც ასეა ხოლმე, ამიტომ მომეწონა ლექსი !
7. მოგიკითხეთ...:) მოგიკითხეთ...:)
6. გმადლობთ, შენიშვნებს გავითვალისწინებ.:) წვიმიან ზაფხულს არი დაწერილი თამარ:) გმადლობთ, შენიშვნებს გავითვალისწინებ.:) წვიმიან ზაფხულს არი დაწერილი თამარ:)
5. სად ნახე, მანანა ამდენი წვიმა? აღოსავლეთშიც და დასავლეთშიც - მიწა გვალვამ გადაახმო და პოსავალი - უწყლობამ დაწვა. :))))))))) სად ნახე, მანანა ამდენი წვიმა? აღოსავლეთშიც და დასავლეთშიც - მიწა გვალვამ გადაახმო და პოსავალი - უწყლობამ დაწვა. :)))))))))
3. საბავშვოსათვის ცოტა მემძიმა, ბავშვებს მოსწონთ კარგ რიტმიანი ლექსები, რიტმი მოიკოჭლებს, ეს ადგილიც - "იქნებ შეცდნენ პროგნოზში "რუსთავ–2", "იმედი." -"რუსთავ-2" მესმის, რომ მარცვლის გამო მოიკვეცა ინი, მაგრამ, ჟღერადობა დაუკარგა ლექსს, თან ცოტა მეხელოვნურა... ლექსს უფრო მეტად გამარტივება მოუხდებოდა... კეთილი სურვილებით!!! საბავშვოსათვის ცოტა მემძიმა, ბავშვებს მოსწონთ კარგ რიტმიანი ლექსები, რიტმი მოიკოჭლებს, ეს ადგილიც - "იქნებ შეცდნენ პროგნოზში "რუსთავ–2", "იმედი." -"რუსთავ-2" მესმის, რომ მარცვლის გამო მოიკვეცა ინი, მაგრამ, ჟღერადობა დაუკარგა ლექსს, თან ცოტა მეხელოვნურა... ლექსს უფრო მეტად გამარტივება მოუხდებოდა... კეთილი სურვილებით!!!
1. უფრო მარტივადაც შეიძლებოდა +1 უფრო მარტივადაც შეიძლებოდა +1
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|