ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თუში
ჟანრი: პოეზია
25 ივლისი, 2014


ჩემი სავალი

მე სიბოროტეს სიკეთით ვებრძვი,
მგონია ვებრძვი ქარის წისქვილებს,
გველეშაპივით ერთ თავს თუ მოსჭრი,
იმ წამსვე ათი თავი იკივლებს.

მე შავ თეთრ გამას ფერებით ვებრძვი
და ცისარტყელას ვატარებ უბით,
მოდი ძვირფასო, ხელი ჩავჭიდოთ,
გავისეირნოთ ჩვენ ლეგა ღრუბლით.

მე მარტოობას ლექსებით ვებრძვი,
რითმებს დავხევ და ისევ ვამთელებ,
გულიდან მოსულ, ალალი სიტყვით,
მოვეფერები ამაყ ქართველებს.

მე მტრობას ვებრძვი ღვთის სიყვარულით,
მისთვის დარტყმული მტკივა იარა,
და კარგად მახსოვს ჩემი გულისთვის,
გოლგოთას გზაზე ღმეთმა იარა.

მე შურს და მტრობას ვებრძვი სიჩუმით,
დუმილს ვაფასებ ვითარცა ოქროს,
ტაყვანს ვცემ მას ვინც უაზრო ლაქლაქს
არჩევს და იდებს დაკეტილ ბოქლომს.

ეს ჩემი გზაა, ჩემი სავალი,
და სხვანაირი არ მსურს ცხოვრება,
ღმერთო დამლოცე ასე ვიარო,
არ გამაჩნია მე სხვა ოცნება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს