ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კაკი
ჟანრი: პოეზია
26 აგვისტო, 2014


ცოტა რამ ჩემზე,ურაკპარაკისთვის...

ჩემი ცხოვრებაც,არაფრითაა გამორჩეული,
მეც,როგორც ყველა,სახეს სქელი ნიღბით ვიფარავ,
ყოველდღიურად,სულს მიხუთავს უსუსურობა,
და ღამით ვაფრქვევ,ცრემლებს რასაც დღისით ვიპარავ.
მეც ვეწაფები,ყოველ ღამით,ლამაზ ოცნებებს,
ან ტკივილით დაბრმავებული,სიკვდილს დავეძებ,
მაგრამ,დრო გადის,მივეჩვიე უკვე მოთმენას,
თუ განგებას სურს გადამთელოს, -დაე დავეცე ...

რომ მკითხავენ,ვინა ხარ აქ საიდანო,
დამწყებითქო,გავიდზახი უხერხელად,
გრძნობებს ვცდილობ ასე მივცე გასაქანი,
ლექსს კი არ ვთხზავ,რითმი მოდის უნებურად.
აგერ უკვე 6 წელიც გასულა და
10 წლიდან,კალმით ხელში გავიზარდე.
ლექსს როცა ვწერ,კი არ ვცდილობ იყოს კარგი,
ვცდილობ იყოს გულღია და გრძნობით სავსე.
ჰო,უთქმელი მაინც ბევრი მრჩება დარდი,
მაგრამ ვცდილობ,ჩემებურად განვვითარდე.
მე არ მესმის ავტორს ლექსს რომ უწუნებენ,
იგივეა მეგობარს არ მოუსმინო,
შენ თუ სიტყვის აზრს და სათქმელს ვერ ჩაწვდები,
კრიტიკას სჯობს,ჯერ სხვის აზრსაც მოუსმინო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები