ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სტას
ჟანრი: პოეზია
2 სექტემბერი, 2014


მიყვარხარ და, მე, ვწუხვარ ამაზე...

მიყვარხარ და მე, ვწუხვარ ამაზე.
ესაა ბედის წყრომა თუ ნება?
კვლავ მიღირს ტანჯვად ეს სილამაზე
და უმადური, ქალის ბუნება.
მე ლექსებს ვუწერ, ის მათ არ იღებს,
სიყვარულს ვუხსნი, დუმს დედოფალი.
ივიწყებს მარად, ჩვენს ძველ ტარიღებს
და მაინც ახსოვს, რომ ჰქვია ქალი.
მე კი, ვით რომი, ვბაძავ ელინებს,
წუხილში ვეძებ, მგოსნის სალხინოს.
კვლავ, ტრაგედია ლექსს მაწერინებს
და უნებლიედ, ვეჩვევი ღვინოს.
ვეჩვევი, ჩემი ბედის ამ ღალატს
და, ყოველ სტროფში, მოვუხმობ სატრფოს.
მე, უშენობამ, ძლიერ დამღალა,
შენ, უჩემობა, მე მგონი გატკბობს.
მიყვარხარ და მე, ვწუხვარ ამაზე.
ყოველ დღე, გიძღვნი ამაოდ ვარდებს,
მაგრამ მითხარი, ეს სილამაზე,
როგორ დავუშვა, რომ არ მიყვარდეს?
ს. ციბულსკი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები