| ავტორი: ნუცი ჟანრი: პროზა 29 სექტემბერი, 2014 |
თავი 1 იქ, სადაც ახლა ვცხოვრობ, გამუდმებით წვიმს. ყოველი წვიმის შემდეგ , ქუჩები უნავო ვენეციას ემსგავსება, სადაც ადამიანები მიაბოტებენ და გულში, თუ ხმამაღლა არა, დღეში ერთხელ,მაინც შეუკურთხებენ ძველ და ახალ მთავრობასაც. მიუხედავად მათი პოლიტიკური ,,მრწამსისა“. ჯერ კიდევ ალაგ-ალაგ შემორჩენილ ერთ-ერთ იტალიურ ეზოში, დროებით ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ უკვე თვეებია და შესაბამისად, ნორმალური ძილი უქმეებზე, ისეთივე სანატრელია ჩემთვის, როგორც მსუყე თანხიანი ჯეკპოტის მოგება. ჩემი სახლის მეორე სართულზე სამეგრელოს წარმომადგენელი, მამა-შვილი ცხოვრობს. მამა სამსახურის მერე თითქმის სულ მთვრალია, ბიჭი კი სავარაუდოდ სულ პლანის კაიფში. შეთანხმებულად დაყავს მამა-შვილს სახლში მანდილოსნები და მადლობა ღმერთს ამას იმ დროსაც უთანხმებენ, მე რომ სამსახურში ვარ. ერთი ორჯერ შევესწარი რიგრიგობით როგორ აცილებდა მამა თავისას, შვილი მისას. დილაობით ფაქტიურად ერთად ვიღვიძებთ. მამა რომ გასძახებს მეორე ოთახში შვილს - დათო ადექი დაგაგვიანდა - ო, უკვე ვიცი 8 საათია და მეც ნელ-ნელა ვიზლაზნები საწოლიდან. ხელმარჯვნივ არმენჩიკა ცხოვრობს თავისი მცირეწლოვანი შვილებით და ახალგაზრდა კოხტა ცოლით. არმენჩიკა ეზოს ,,სიამაყეა“ მისი ქცევები აბსოლიტურად ცილდება ყველა ნორმას და დღემდე ვერ გამირკვევია რას მიეკუთვნება. დღეში 5-ჯერ ისეთი გინება, ლანძღვა, წივილ-კივილი ატყდება, გეგონება დაინგრა შემოგარენიო. ეს ბავშვები ღმერთმა ნორმალური ფსიქიკის გაზარდოს და, ისე გულისგანმგმირავად წივიან. ამას ემატება არმენჩიკას კოხტა ცოლის რუსული აქცენტითა და შერეული ქართულით შეზავებული სალანძღავი სიტყვები და ბოლოს თავად არმენჩიკას საფინალო გამოსვლა - თავი მომაბეზრეთ ყველამ, წაეთრიეთ ნაბოზვრებო, თქვენი დე. . . . . . . მაგრამ მუდამ ერთად არიან. არავინ არსად არ მიდის. დილაობით ორივე შვილი ცოლ-ქმარს ხელიხელჩაკიდებული მიყავს ერთი სკოლაში, მეორე ბაღში და უცხო თვალს, ვისაც ერთხელაც არ მოუსმენია ამ იტალიური ეზოს ,,სიამაყე“ არმენჩიკას ,,შემოქმედება“, ეგონება , ამაზე ტკბილი ცოლ-ქმარი არ არსებობს დედამიწაზეო. ჩემს სახლის მოპირდაპირედაც ცხოვრობს რამოდენიმე ოჯახი, მაგრამ ისინი შედარებით მშვიდები არიან. მაგალითად მეორე სართულზე რომ ლიანაა, ვერაფრით ისწავლა გამარჯობის თქმა. მუდამ ცხვირაბზუებული დადის, აქაოდა ნეტა ვის დაჰკარგვიხართო. ლიანას ქვევით სერგი ცხოვრობს. ისიც ნერვიული ბიჭია. თუ სახლშია გამუდმებით ვიღაცას აგინებს, გამუდმებით რომელიმე ქალის სხეულის ნაწილებს მოიხსენიებს მას რომ კითხო ,,მოფერებით“ და მე რომ მკითხო გულისამრევად. ამ ეზოში სხვებიც ცხოვრობენ, მაგრამ ასე ,,საინტერესოდ“ არა, როგორც ზემოთ ჩამოთვლილები. რამოდენიმე თვის წინ, გვერდით სახლში ანიტა გადმოვიდა ქირით. შეხედავ, მაგრად მოგეწონება ეს ანიტა. ულამაზესი სახე აქვს. სუსტი აღნაგობა და ცოტა ბიჭური სიარული. კახელია. ზაფხულში თავისი დედა და პატარა შვილი ჩამოიყვანა. მე მაშინ გავიცანი მასავით ლამაზ ბავშვს რომ ასეირნებდა, ამ პატარა ,,საგიჟეთის“ პატარა ეზოში. ანიტა სტრიპტიზს ცეკვავს დისკო-კლუბში და ფულს ასე შოულობს. მისი ბიჭური სიარულის მანერაც ამის ბრალია ალბათ. ერთ დღეს ფული ჭირდებოდა და მასესხეო, მეც ცოტა მქონდა და ხელი გავუმართე. მერე უფრო ახლოს გავიცანი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. აბსოლიტურად აბსოლუტურად
გადავდივართ მეორე თავზე :) აბსოლიტურად აბსოლუტურად
გადავდივართ მეორე თავზე :)
5. საინტერესოდ იკითხება...:-* საინტერესოდ იკითხება...:-*
3. გაგრძელდება ალბათ და ვნახოთ..... გაგრძელდება ალბათ და ვნახოთ.....
2. მომეწონა. პატარა თავია, მოუმატე. :) მომეწონა. პატარა თავია, მოუმატე. :)
1. რაგაცნაირად დამაინტერესა :) ველოდები მეორე თავს ++ რაგაცნაირად დამაინტერესა :) ველოდები მეორე თავს ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|