 | ავტორი: მათე ჟანრი: პოეზია 9 დეკემბერი, 2008 |
ის იყო ცოლი... და ტვირთი მისი არც ისე მძიმე იყო. ის იყო ცოლი... ღიმილი მისი, მშვიდი და ოდნავ დაძაბული, თითქმის არაფერს არ ითხოვდა... მხოლოდ ღიმილს და კიდევ... კიდევ, ის იყო ცოლი... და არ იყო აქ არაფერი ისეთი ,,ცუდი’’, არც იყო ,,კარგი’’, რადგან ცოლი, მაინც ცოლია, და ცოლის კარგიც, ცოლის კარგია... ის იყო ცოლი... და მოლოდინიც მეტის ჰქონდა თითქოს, მაგრამ მაინც ცოლივით ჭკვიანი იყო და ბევრი რამეც ცოლივით ეშლებოდა. ის იყო ცოლი... და ხშირად ცოლივით ფიქრობდა და ეჭვიანი მზერაც სადღაც გაურბოდა... მაგრამ ის იყო ცოლი... და მოსწონდა, თუ არ მოსწონდა, მაინც ცოლი იყო... და მას კი, მას კი... მას, ალბათ, უფრო მეტი უნდოდა... მაგრამ ცოლი იყო... და ნეტავი, მეტი რა უნდოდა?... ის იყო ცოლი... რა მართლა ცოლივით გააჭირე საქმე! იყო და იყო, მერე რა? ცოლების მეტი რა არის, ნეტა... მაგრამ ის, ალბათ, არ იყო უბრალოდ ცოლი, თორემ რატომ დაიწერებოდა?!... და მაინც გიკვირდეთ და გაგიკვირდეთ... ის იყო ცოლი! და ქმარი მისი მხოლოდ მას ეტრფოდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. აი ისეთია, რაღაცნაირი... ნამდვილი... აი ისეთია, რაღაცნაირი... ნამდვილი...
16. დიდი ვერაფერი შვილია, უბრალკოდ ადამიანური ფინალი აქვს... პოეზიის მხრივ ნულია მართლაც... დიდი ვერაფერი შვილია, უბრალკოდ ადამიანური ფინალი აქვს... პოეზიის მხრივ ნულია მართლაც...
15. იდეა კარგია....
და ნეტავი, მეტი რა უნდოდა?... :) :) :) იდეა კარგია....
და ნეტავი, მეტი რა უნდოდა?... :) :) :)
12. მაგრამ ის, ალბათ, არ იყო უბრალოდ ცოლი...
კი,არიან ასეთი ცოლებიც....
მაგრამ ის, ალბათ, არ იყო უბრალოდ ცოლი...
კი,არიან ასეთი ცოლებიც....
11. ეგ მამაკაცებისთვის საშიში ლექსია!!! :D ეგ მამაკაცებისთვის საშიში ლექსია!!! :D
10. ბოლოში გამოასწორე, ისე ცალუღელა ხარივით საუბრობდი ბოლოში გამოასწორე, ისე ცალუღელა ხარივით საუბრობდი
8. ამ ნაწერს თუ ისე შევაფასებ.. როგორც.. პოეზიას.. -
0 ამ ნაწერს თუ ისე შევაფასებ.. როგორც.. პოეზიას.. -
0
6. და ქმარი მისი მხოლოდ მას ეტრფოდა. -აი ცოლი...4 და ქმარი მისი მხოლოდ მას ეტრფოდა. -აი ცოლი...4
4. არც მე არ მომეწონა :( არც მე არ მომეწონა :(
3. რატომღაც არ მომეწონა რატომღაც არ მომეწონა
2. მაგრამ ცოლი იყო... და ნეტავი, მეტი რა უნდოდა?... ის იყო ცოლი... რა მართლა ცოლივით გააჭირე საქმე!
=)) ფინალი კარგია:) მაგრამ ცოლი იყო... და ნეტავი, მეტი რა უნდოდა?... ის იყო ცოლი... რა მართლა ცოლივით გააჭირე საქმე!
=)) ფინალი კარგია:)
1. :)ის იყო ცოლი! და ქმარი მისი მხოლოდ მას ეტრფოდა:)
:)ის იყო ცოლი! და ქმარი მისი მხოლოდ მას ეტრფოდა:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|