ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავი...
ჟანრი: პოეზია
2 ოქტომბერი, 2014


---

არაფერი აღარ დაგრჩა ნერვების
გარდა,
ზოგჯერ საშველია უბრალოდ,
თეთრ მაჯებზე გადაჭამო ვენები,
ძალიან ღრმად ჩაისუნთქო უფალი!

ამინ!
ისევ შენს ჭკუაზე ხველებამ
მოგკლას გინდა,წაგებული ომების
შემდეგ, ყველამ დაგანებოს ხელები,
თავი, ანტიბიოტიკი ცხოვრების.

მარტო შენი! მარტოობა გაწელე,
მზის ამოსვლას ნერწყვს, აყოლევ არაყზე
ყველა ღამე ახლა სულის საცდელი
გაშვებაა სიკვდილისკენ,თან ასეთ

ეგზოტიკურ სიმთვრალეში,სულ უნდა
მიდიოდე თუ მოდიან,ამ მხრივ კი
დადერვიშობ,უგულობის უფსკრული,
დედამიწა- მოძრაობა ცალმხრივი!

იქეთ სადაც არ არიან გაწვდილი
და ღმერთივით თბილი, თეთრი თითები
მოსაჭიდად სულის, სადაც მანძილებს
არ ითვლიან _ ჩასუნთქვები, ფილტვები,

არც... და დგანან მკვდრები,არამც მკვდრებივით.
მანძილები თუ აქვთ მარტო მეტრებით
თვლიან,შენ კი დალეწილი ნეკნებით
გაწუხებს,რომ ერთ ოთახში ეტევით

შენ და მთელი ეს ცხოვრება ( როდესაც
გარედან მზე არ შემოდის,კედელზე
შენით უნდა შემოხაზო,) ოდესმე!!!
და ქუჩებში _ დედამიწის ნერვებზე

იმედებით ითამაშო.იმ სიღრმე
ჭრილობები გაქვს ვერაფრის იყუჩებ,
და ოთახში გადამწვარი მისი ხმა!
ბოლო ხმაზე აწეული სიჩუმე!

ბოლო ხმაზე გახელილი თვალები!
ეს ნაწერიც ჯანდაბას და სულ ბოლო
იყოს,( მაინც შენს ჭკუაზე ჩავკვდები,)
ამ ცხოვრებას კოჭი სხვებმა უგორონ!

შენ კი წადი,შენი თავის ამარა
შენს ქუჩაზე,გაცვეთილი კედებით
გაიარე... ამ ცხოვრებას არა! და
არაფერი აღარ დაგრჩა ნერვების
გარდა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები