ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავი...
ჟანრი: პოეზია
6 ოქტომბერი, 2014


ნატას...

მე
მოვდიოდი და
მომყვებოდნენ ჩემზე
ჩანეული ხელები.

მე მოვდიოდი ჩემსავით მარტო!

არ შემიძლია მათი ხელები
მხარში ამოვიყენო,
ხელი გადავხვიო და ისე ვიარო.

ეს ცხოვრება ვიწრო ქუჩაა ორისთვის!
ეს ქუჩა ვიწროა ორი ცხოვრებისთვის!

მე ერთი ვარ,
ერთ ჭკუაზე,
ერთ ქუჩაზე ვდგავარ და არ მჯერა
ორ ღერ სიგარეტზე გაწელილი ნაწერების.

მე არამაქვს იმის ნერვები,
ორ ფურცელს მოუწიოს ერთი ლექსი,
ერთ გულს ორი...

შენ ჩემი არსობისა...
შენ ჩემი არსობისა...
შენ ჩემი არსობისა...

- - -

ზოგჯერ
საათობით ვზივარ
საკუთარი გათიშული თავის წინ,
ან ვრთავ და
ნერვებს ბოლომდე ვუწევ.

ან ვზივარ
ფანჯარაზე გადაწყობილი,
გუბეებგამტარი,  ძალიან ცივი კედებით.

* * *

მაგრამ...

მე შემიძლია მოვიდე შენთან
და სითბოზე მეტი არაფერი მოვიტანო.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები