I დღე იყო ცივი და უტყუარი, ამინდმა ზეცა კარგა ხანს ნაღმა, მერე კი როგორც უცხო სტუმარი, პირველი თოვლი დაკბინა ძაღლმა. ხოლო ქარიშხალს _ ამინდის ბოცმანს, თითქოსდა სურდა ბიბლიის კითხვა და ეკლესიის ეზოში ლოცვა, მივიწყებული ლექსივით ითქვა. ავსებდა ზეცა საღამოს ხურჯინს, გელოდებოდი ხელში ტიტებით, შენ კი იდექი მუნჯივით მუნჯი და ცრემლში ტაძრის ეზოს იტევდი. I I გიცქერდი, როგორც ქალაქს ტურისტი უცქერს, ვერა და ვერ ჩაგიკალი გულში, მერე კი შენი გულისთვის, თითქმის ოთხი თვე მეცვა სტიქარი, რომ დამეოკა ჩემი - მინდები შენდამი, თუმცა ვეღარ გეღირსე და მაგონდება რომ მაგ თითების სურნელი ჰქონდა იმ დღეს სეფისკვერს, როცა ღრუბლები - როგორც მგზავრები, ხატავდნენ თავის თავს და ალიონს, როცა ბავშვები გამოჯავრებით ამბობდნენ - ნახე, მუნჯი ქალიო... და იცინოდნენ... და შენ და თოვლი იყავით თითქოს გარიყულები, მრევლს კი ვარდისფერ ბურთებად აჩნდა სახეზე სუსხის ალიყურები. I I I გაზაფხულს მიჰყვა სითბო და მარტის გიჟი ამინდი, ერკელიები, მე ვლოცულობდი და ამის გარდა, მაინც ვერაფრით ვერ გელეოდი, ხოლო აპრილში ისევ ისეთი იყავი - მარტო, უფრო მარტივი, სველი თვალებით წირვას ისმენდი და ხატის გვერდით ჩანდი ხატივით და სწორედ მაშინ მორიგი ფიცი, უფლის წინაშე დავდე ხელახლა, რომ წავიდოდი ტაძარში მიწყივ ბერად, შენ ოღონდ გელაპარაკა. ასე გათენდა აღდგომის დილა, როგორც მორიგი კვირის ციტატა, მე - ქრისტე აღსდგა - გითხარი ფრთხილად, შენ მიპასუხე - ჭეშმარიტადო და თითქოს გული გამისკდა, შემდეგ გაკვირვებულნი დავრჩით ორივე, ასე ვიგონებ იმ წამებს დღემდე მე უკვე უფლის მონა - მორიგი. IV ვითვლიდი ორ წელს როცა ბერობის, სრულად შეცვლილი ცხოვრების რიტმით, მაგონდებოდი და გარდერობი შენზე ლექსებით ავავსე თითქმის. ერთ დღეს ტაძარში ველოდი დედებს მოწყენილი და დაღლილი ერთობ, ლოცვისას წამით გამექცა თვალი და მონაზვნებში გიცანი!... ღმერთო. გარეთ ამინდი იდგა უხეში, სულში წვეთავდა თითქოს მირონი, შემდეგ ჩამჯდარი ტაძრის კუთხეში, მახსოვს ძალიან მაღლა ვტიროდი. V ასე გავიდა ორმოცდაათი წელი, ფიქრებით, ლოცვით, ჭიდილით და ამ უაზრო დროის ნარატივს, გადადებული შევრჩი ხიდივით. მახსოვს ცასავით ჩაქრა თვალები, ცაც ჩამოვარდა თითქოს ციდანვე, იმ ღამით შენი გარდაცვალების ამბავი როცა ამოიტანეს... შემდეგ დავტოვე უფლის საუფლო და გავიყოლე წარსულის გემო და იმ დღის შემდეგ აღარ ვსაუბრობ და იმ დღის შემდეგ მუნჯი ვარ ჩემო!...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
41. ერთდროულად, ღმერთის და ადამიანის ერთგულების საოცარი ამბავი
ძალიან კარგია ++++++++++++++++++ ერთდროულად, ღმერთის და ადამიანის ერთგულების საოცარი ამბავი
ძალიან კარგია ++++++++++++++++++
40. ვითვლიდი ორ წელს როცა ბერობის, სრულად შეცვლილი ცხოვრების რიტმით, მაგონდებოდი და გარდერობი შენზე ლექსებით ავავსე თითქმის.
მაგარია ვითვლიდი ორ წელს როცა ბერობის, სრულად შეცვლილი ცხოვრების რიტმით, მაგონდებოდი და გარდერობი შენზე ლექსებით ავავსე თითქმის.
მაგარია
39. ავტორი: რ_____ო_____ი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასებ 5 ავტორი: რ_____ო_____ი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასებ 5
37. ...და ხატის გვერდით ჩანდი ხატივით და სწორედ მაშინ მორიგი ფიცი, უფლის წინაშე დავდე ხელახლა, რომ წავიდოდი ტაძარში მიწყივ ბერად, შენ ოღონდ გელაპარაკა _ ძალიან ამაღელვებელი ისტორიაა, ასე მსუბუქად, ლაღად გადმოცემული და მაინც სულისშემძვრელი. ბრწყინვალეა!
...და ხატის გვერდით ჩანდი ხატივით და სწორედ მაშინ მორიგი ფიცი, უფლის წინაშე დავდე ხელახლა, რომ წავიდოდი ტაძარში მიწყივ ბერად, შენ ოღონდ გელაპარაკა _ ძალიან ამაღელვებელი ისტორიაა, ასე მსუბუქად, ლაღად გადმოცემული და მაინც სულისშემძვრელი. ბრწყინვალეა!
35. +2
ისე, მენტალურად რომ მაგრად გვიჭირს, გვეტყობა კომენტარებზე. ზოგიერთები მგონი განგებ ირგებენ იდიოტის ნიღაბს. რატომ ახსნან იქნებ. ავტორთან ბოდიში. +2
ისე, მენტალურად რომ მაგრად გვიჭირს, გვეტყობა კომენტარებზე. ზოგიერთები მგონი განგებ ირგებენ იდიოტის ნიღაბს. რატომ ახსნან იქნებ. ავტორთან ბოდიში.
34. ჩავწვდი!... D ჩავწვდი!... D
33. აუ, რა - მაგარიაA!... გავგიჟდი!... :O ამაზე იტყვიან - "აი, მესმის!"... :O გიორგა, დაახვიე - რA!... Завидуй молча!... RRRRR!
P.S. ქულები, როგორ უნდა დავუწერო - ვერ ჩავწვდი!... :O აუ, რა - მაგარიაA!... გავგიჟდი!... :O ამაზე იტყვიან - "აი, მესმის!"... :O გიორგა, დაახვიე - რA!... Завидуй молча!... RRRRR!
P.S. ქულები, როგორ უნდა დავუწერო - ვერ ჩავწვდი!... :O
32. როოი, როოოოიი,როოოოოოიიიი, რა მაგარიი ვინმე ხარ...!!!
მონატრებული მოკითხვა შენ :* როოი, როოოოიი,როოოოოოიიიი, რა მაგარიი ვინმე ხარ...!!!
მონატრებული მოკითხვა შენ :*
31. პოეტი ზოგადია აქ თუ მიხვდებით მაგდენს
პოეტი ზოგადია აქ თუ მიხვდებით მაგდენს
30. პირადად ამ ადამიანს და მის შემოქმედებას არ ვეხები არც იქნება მართებული რო შევეხო, მომწონს თუ არა ეს სხვა საქმეა, მაგრამ პოეზია რო გაბახებულია ჩვენს ხელში ამას ორი აზრი არ უნდა
პირადად ამ ადამიანს და მის შემოქმედებას არ ვეხები არც იქნება მართებული რო შევეხო, მომწონს თუ არა ეს სხვა საქმეა, მაგრამ პოეზია რო გაბახებულია ჩვენს ხელში ამას ორი აზრი არ უნდა
29.
გიორგა, აახვიე ამ გვერდიდან ლარები თუ გაგაჩნია რა თქმა უნდა და საკუთარ "შემოქმედებას" მიხედე თუ გაგაჩნია რა თქმა უნდა....
გიორგა, აახვიე ამ გვერდიდან ლარები თუ გაგაჩნია რა თქმა უნდა და საკუთარ "შემოქმედებას" მიხედე თუ გაგაჩნია რა თქმა უნდა....
28. არც კი იცით რაა პოეზია არც კი იცით რაა პოეზია
27. კაი რა ხალხო გამოფხიზლდით რაის პოეტია, მაღლა ვტიროდიო, რამდენ მეტრზე???? ან საერთოდ რაა ეს რას გავს აქაურობა ზოგადად აღარც გრცხვენიათ ასე რომ გააბახეთ პოეზია, აქტუალურ ტემებზე რო წერს ის ტიპია, თქვენის სულის ადამიანია??? კაი რააა ასე რამ დაგაბრმავათ პროსტო ნერვები მეშლება ამდენ უაზრო ლაყბობას რო ვხედავ, წადით რამე ნორმალური წაიკითხეთ ამ საიტებზე დებილურ ბორიალს გერჩივნოთ
კაი რა ხალხო გამოფხიზლდით რაის პოეტია, მაღლა ვტიროდიო, რამდენ მეტრზე???? ან საერთოდ რაა ეს რას გავს აქაურობა ზოგადად აღარც გრცხვენიათ ასე რომ გააბახეთ პოეზია, აქტუალურ ტემებზე რო წერს ის ტიპია, თქვენის სულის ადამიანია??? კაი რააა ასე რამ დაგაბრმავათ პროსტო ნერვები მეშლება ამდენ უაზრო ლაყბობას რო ვხედავ, წადით რამე ნორმალური წაიკითხეთ ამ საიტებზე დებილურ ბორიალს გერჩივნოთ
25. დავმუნჯდიიიიიიიიიიიიიიიიიი! როი, ოი, ვინც შენზე თქვას "პოეტი არ არისოოოო"?! ჩემთან ექნება საქმე!
დიიიიდი 5, დე!
დავმუნჯდიიიიიიიიიიიიიიიიიი! როი, ოი, ვინც შენზე თქვას "პოეტი არ არისოოოო"?! ჩემთან ექნება საქმე!
დიიიიდი 5, დე!
24. დავმუნდიიიიიიიიიიიიიიიიიი! როი, ოი, ვინც შენზე თქვას "პოეტი არ არისოოოო"?! ჩემთან ექნება საქმე!
დიიიიდი 5, დე!
დავმუნდიიიიიიიიიიიიიიიიიი! როი, ოი, ვინც შენზე თქვას "პოეტი არ არისოოოო"?! ჩემთან ექნება საქმე!
დიიიიდი 5, დე!
23. მგონია მეც დავმუნჯდი...555 როგორ მეამაყება ეს ადამიანი -პოეტი...ამ სიტყვას არაფრის დამატება აღარ ჭირდება...პო ე ტ ი და მორჩა. მგონია მეც დავმუნჯდი...555 როგორ მეამაყება ეს ადამიანი -პოეტი...ამ სიტყვას არაფრის დამატება აღარ ჭირდება...პო ე ტ ი და მორჩა.
22. ვითვლიდი ორ წელს როცა ბერობის, სრულად შეცვლილი ცხოვრების რიტმით, მაგონდებოდი და გარდერობი შენზე ლექსებით ავავსე თითქმის. ერთ დღეს ტაძარში ველოდი დედებს მოწყენილი და დაღლილი ერთობ, ლოცვისას წამით გამექცა თვალი და მონაზვნებში გიცანი!... ღმერთო. გარეთ ამინდი იდგა უხეში, სულში წვეთავდა თითქოს მირონი, შემდეგ ჩამჯდარი ტაძრის კუთხეში, მახსოვს ძალიან მაღლა ვტიროდი.
საოცარი ნაწერია ბრავო!!! ვითვლიდი ორ წელს როცა ბერობის, სრულად შეცვლილი ცხოვრების რიტმით, მაგონდებოდი და გარდერობი შენზე ლექსებით ავავსე თითქმის. ერთ დღეს ტაძარში ველოდი დედებს მოწყენილი და დაღლილი ერთობ, ლოცვისას წამით გამექცა თვალი და მონაზვნებში გიცანი!... ღმერთო. გარეთ ამინდი იდგა უხეში, სულში წვეთავდა თითქოს მირონი, შემდეგ ჩამჯდარი ტაძრის კუთხეში, მახსოვს ძალიან მაღლა ვტიროდი.
საოცარი ნაწერია ბრავო!!!
20. ოჰ ეს........... ოჰ ეს...........
19. ძალიან კარგია, ძმა ... მიყვარს ასეთი სევდიანი ისტორიები, ტკბილ მელანქოლიას მგვრის. 5 ძალიან კარგია, ძმა ... მიყვარს ასეთი სევდიანი ისტორიები, ტკბილ მელანქოლიას მგვრის. 5
18. მართლაც ძალიან კარგია! მართლაც ძალიან კარგია!
17. დიდებული მთლიანად დიდებული მთლიანად
16. ვაჰ, მეც დამამუნჯეთ. ბრავო! +5 ვაჰ, მეც დამამუნჯეთ. ბრავო! +5
15. შუაში ცოტა ნაკლებად, თავ-ბოლოში დიდებული 5 შუაში ცოტა ნაკლებად, თავ-ბოლოში დიდებული 5
14. ძალიან კარგია . დიდებულია ძალიან კარგია . დიდებულია
13. +5 და მოგიკთხე ძმაო. +5 და მოგიკთხე ძმაო.
12. მიყვარს ეს :) მიყვარს ეს :)
11. ო ღმერთო ჩემო! :( ასე მგონია აქამდე საერთოდ არაფერი წამიკითხავს! ალბათ მეპატიება უვიცობა, რომ ახლა განსაკუთრებით, ვხვდები რატო გხედავთხოლმე თავფურცელზე :) აი შემაჯანჯღარა ისეთი ლექსი იყო, ყოველმხრივ კარგი <3
ო ღმერთო ჩემო! :( ასე მგონია აქამდე საერთოდ არაფერი წამიკითხავს! ალბათ მეპატიება უვიცობა, რომ ახლა განსაკუთრებით, ვხვდები რატო გხედავთხოლმე თავფურცელზე :) აი შემაჯანჯღარა ისეთი ლექსი იყო, ყოველმხრივ კარგი <3
10. საოცარი სიმსუბუქით და სისადავით გადმოცემული ტრაგიზმი, ღმერთო ჩემო, რა კარგად წერთ!!!
საოცარი სიმსუბუქით და სისადავით გადმოცემული ტრაგიზმი, ღმერთო ჩემო, რა კარგად წერთ!!!
9. გაიხარეთ... მიყვარხართ ;) გაიხარეთ... მიყვარხართ ;)
8. ავტორი: რ_____ო_____ი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
დიდებული რამაა ძმაო! ავტორი: რ_____ო_____ი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
დიდებული რამაა ძმაო!
7. მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ამ ბალადის დადება გთხოვათ აქ.
ბალადა-რომანი. შესანიშნავი, როგორც პოეზია და როგორც ამბავი.
მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ამ ბალადის დადება გთხოვათ აქ.
ბალადა-რომანი. შესანიშნავი, როგორც პოეზია და როგორც ამბავი.
6. არ ვიცოდი ეს ბალადა. ძალიან კარგია.
არ ვიცოდი ეს ბალადა. ძალიან კარგია.
5. რა მაგარი ბიჭი ხარ როი, რა მაგარი პოეტი ხარ! რა მაგარი ბიჭი ხარ როი, რა მაგარი პოეტი ხარ!
4. შესანიშნავია. ბალადისადმი დამახასიათებელი სისადავე. ბერის ტრაგიკული ისტორია გადმოცემულია ლირიკული პასაჟებით და ზუსტად ეს ლირიზმი ამძაფრებს ტრაგედიას. პირველი ორი თავი თითქმის წმინდა ლირიკაა. ოსტატი მკითხველს ამზადებს, ლირიულ განწყობაზე აყენებს და მერე შეჰყავს ამბავში(ბერისა და მონაზვნის ტრაგიზმში) შესანიშნავია. ბალადისადმი დამახასიათებელი სისადავე. ბერის ტრაგიკული ისტორია გადმოცემულია ლირიკული პასაჟებით და ზუსტად ეს ლირიზმი ამძაფრებს ტრაგედიას. პირველი ორი თავი თითქმის წმინდა ლირიკაა. ოსტატი მკითხველს ამზადებს, ლირიულ განწყობაზე აყენებს და მერე შეჰყავს ამბავში(ბერისა და მონაზვნის ტრაგიზმში)
3. ძვირფასი ლექსი+++++ ძვირფასი ლექსი+++++
2. რა უნდა თქვა აქ? ალბათ ეს:
და ამ დღის შემდეგ აღარ ვსაუბრობ და ამ დღის შემდეგ მუნჯი ვარ ჩემო!...
მიუხედავად იმისა რომ თქვენთვის ძვირფასი ადამიანების წრეში არ შევდივარ მიხარია რომ დადეთ და წრის გარეშე გთხოვთ - არ აიღოთ.
5 ქულა, თუ საერთოდ რაიმე აზრი აქვს შეფასებას... რა უნდა თქვა აქ? ალბათ ეს:
და ამ დღის შემდეგ აღარ ვსაუბრობ და ამ დღის შემდეგ მუნჯი ვარ ჩემო!...
მიუხედავად იმისა რომ თქვენთვის ძვირფასი ადამიანების წრეში არ შევდივარ მიხარია რომ დადეთ და წრის გარეშე გთხოვთ - არ აიღოთ.
5 ქულა, თუ საერთოდ რაიმე აზრი აქვს შეფასებას...
1. ძალიან კარგია, ძალიან ++ ძალიან კარგია, ძალიან ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|