ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკუსა
ჟანრი: პოეზია
22 ნოემბერი, 2014


დეეე!... ნუ დამტოვებ მარტო.

ორად გაიპო გული,გული დარდების მახე,
მომნატრებიხარ დედა... წუხელ სიზმარში გნახე,
ხელი შემეხო შენი,  სიმშვიდე ვიგრძენ სრული,
თავი მეგონა ბავშვი, უმალ დაწყნარდა გული.
ხმადაბლა მკითხე, ჩუმად - ხომ არ გიჭირსო  რამე?...
თვალი აცურდა  ცრემლში და დაგიმალე სახე...
როგორ გასულა დრო და კვლავ გაფრენილან წლები...
ხელი შემეხო შენი და შემიმშრალა ცრემლი.
თბილად მიმიკარ მკერდზე... ჩემად ვიგულე  სივრცე,
მერე... გათენდა დილა, კვლავ უშენობა ვიგრძენ...
როცა წახვედი ჩემგან,დრომ შემაჩვია ლოდინს,
დეეე!... ნუ დამტოვებ მარტო,სიზმარში მაინც მოდი.....
            14 თებერვალი 2011 სანვალენტინო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები