 | ავტორი: ლიკუსა ჟანრი: იუმორისტული 4 დეკემბერი, 2014 |
შუაგული ზამთარი იყო, როდესაც ქ.რომის ერთერთი უბნის, ერთერთ ქუჩაზე საცხოვრებლად გადავედი,ამიტომ თვალებს არ დავუჯერე,როდესაც გაზაფხულზე პირველი სართულის ეზოში ტყემალმა თეთრად რომ იფეთქა.თანაც ერთმა კი არა სამმა ხემ ერდროულად.სარკმელში რომ ვიხედებოდი რატომღაც დაგვიანებულად მოსული თოვლი მეგონა.ცნობისათვის:იტალიელები ტყემალს არ მიირთმევენ,არც როგორც ხილი და არც საწებელს ამზადებენ,ამიტომაც სწორედ გამაოცა იმან რომ ამ შუაგულ რომში მაინდამაინც ჩემს სარკმელთან გაიგიჟა თავი ტყემალმა .როგორც ჯარისკაცის მამა,უცხო მიწაზე,გაგანია ომში,ვაზს რომ ეფერებოდა - აქ რამ მოგიყვანა შე დალოცვილო შენაო! სწორედ ისე ვეფერებოლი ტყემლის ყვავილებს შორიდან.ნაყოფის გასინჯვაზე სიმართლე გითხრათ არც კი მიოცნებია იმიტომ, რომ ეს ტყემლის ხეები ეკუთვნოდა იტალიელ ბაბუას,რომელიც მთელ კორპუსზე იყო გაბრაზებული ეზოს რატომ მინაგვიანებთო და სულ პინ- პონგის ბურთივით დახტოდა აქეთ იქეთ.ასე რომ ტყემლის თხოვნა კი არა გამარჯობა ვერ გავუბედე.მაგრამ ერთ დილას თავისი ფეხით მოადგა ჩემს კარებს საჩხუბრად მომართული, -ძალიან გთხოვთ,მთელი დღე ქუსლებიანი ფეხსაცმელით ნუ დაკაკუნებთ სახლშიო! - ჯერ ერთი მთელი დღე არავართ სახლში და მეორეც ქუსლებზე საკაკუნოდ სად გვცალიათქო! -ძალიან ცხელოდა და რაღაც იღბლად ფეხშიშველი ვიყავი,დავანახე და ვუთხარი: -ხომ ხედავ ფეხშიშველი დავდივარ სახლში რომ არ შეგაწუხოთქო!... -გაუმარჯოს ზაფხულსო! -შესძახა ხმამაღლა და უცებ გაუჩინარდა.მის შემდეგ რომ შევხვდებოდი ვსაუბრობდით ხოლმე.ერთხელ შევაპარე თქვენ რომ ეზოში ხილი გაქვთ,ჩვენ საქართველოში ძალიან გემრიელ სალსას ანუ საწებელს ვამზადებთ და ცოტას თუ მომცემთ გავაკეთებ და გაგასინჯებთქო.არ ვიცი შეეშინდა არ მომწამლოს ამისმა სალსამო,თუ იმ ტყემალს ვერ შეელია ხიდან ქვაფენილზე რომ ეცემოდა ზღართანით და ზედ კოღოები ქეიფობდნენ... ცივი უარი მსტკიცა....მასე არ უდათქო, რომ მოსაღამოვდა ჩვენი ოჯახის ერთერთი წევრი გავიმეტეთ და ფანჯარაში გადავკიდეთ,დანარჩენები ფეხეზე ვებღაუჭებოდით,რომ ძირს არ გადავარდნილიყო და ბაბუას ეზოში კვახივით არ გახეთქილიყო(უი...როგორ მენატრება ჩვენებური კვახი!)და ასე საცოდაობით მოვკრიფეთ ტყემალი,რომელიც ისე ცოტა იყო უტარხუნო ჩაქაფულს ძლივს ეყო.... მალე ბაბუა გარდაიცვალა!...იმედია ჩვენი ცოდვით არა და ჩვენსმიერ მოპარულ ტყემლის ჯავრს არ გადაყვა!უფალო მაპატიე!.. ალბათ ასაკმა უწია 90 წლის ყოფილა, რომ გარდაიცვალა მერე გავივე.იტალიელების ვერეფერი გავიგე კაშჩეი ბესმერტნებივით არიან!... სახლი გაიყიდა ეხლა რემონტი კეთდება და მალე საცხოვრებლად იტალიელი ცოლ- ქმარი გადმოვლენ.ამასწინათ გასაშლელი კიბე დამჭირდა ეზოში გადავიხედე და ახალი მეზობლები ფუსფუსობდნენ -გამარჯობათქო გადავძახე, თუ შეგიძლიათ კიბე მათხოვოთ?...კი ჩამოდიო!..მივედი იმერულად დაულოცე კერია,გამრავლება და გახარება ვუსურვე ახალ ფუძეზე და კიბე წამოვიღე,უკან რომ დავუბრუნე ასე მითხრეს, თუ რამე დაგჭირდეს არ მოგერიდოსო!ჰა,ჰააა შანსი არ არის ტყემალს მოვთხოვ!!!... ეხლა მკითხავთ ტყემალი ჰო, მაგრამ ქინძი რა შუაშიაო?!იმ შუაშია, რომ ტყემალი უქინძოდ ვის გაუგონია.ცნობისათვის: იტალიელები ქინძს არ მიირთმევენ მკვეთრი სუნი აქვს და ძნელად მოსანელებელიაო.მაგრამ ოჯახი სადაც ვმუშაობ აზიის ქვეყნებში იყვნენ სამოგზაუროდ და სხვა სურნელებთან ერთად ქინძის კაკალიც ჩამოიტანეს.მე ავდექი და ერთ ერთ ყვავილის ქოთანში ჩავაპირქვავე,ამოიყარა მაგრამ რა ამოიყარა,ცოტაც სხვა ქოთანში გადავრგე მეგონა უკეთ გაიხარებდა მაგრამ პირიქით მოიწყინა!..ქინძიც ჩვენსავით ყოფილა თავის მიწას რომ მოშორდა დანაღვლიანდა, მაგრამ იმედი მაქვს ადრე თუ გვიან გაიხარებს.ყოველ დილით ვრწყავ და ვეფერები.მეშინია ოჯახის წევრებს სარეველა არ ეგონოთ და არ ამოძირკვომ, თუმცა ესენი ცარიენ ჭიქას არ გადადგამენ უჩემოდ და მაინდამაინც ქინძს დაეტაკებიან?! -ჩემი სამომავლო გეგმა ესეთია:სხვის უჯახში ჩემს მიერ გახარებული ქინძი და ჩემი მეზობლის ტყემალი ერთმანეთზე დავაქორწინო და გემრიერი საწებელი გავაკეთო!..ეს გეგმა თუ განვახორციელე აუცილებლად დაგპატიჟებთ!... მენიუ იქნება:ვარია ტყემლის საწებლით(ვარია ანუ როგორც იმერეთში იტყვიან ქალიშვილი ქათამი) უი....ეხლა ეს ვარია სად ვიპოვო ამ შუაგულ რომში?!!!!!......... ლია რომი 2012 ტყემლობისთვე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ნეფერტარი მეც მაგას არ ვიძახი:) ამბობენ რომ მსოფლიოში საუკეთესო სამზარეულო აქვთ და არცერთი ქვეყნის სამზარეულოს არ აღიარებენ. :) ნეფერტარი მეც მაგას არ ვიძახი:) ამბობენ რომ მსოფლიოში საუკეთესო სამზარეულო აქვთ და არცერთი ქვეყნის სამზარეულოს არ აღიარებენ. :)
10. რა უნდა უყვარდეთ ისიც არ იციან... ჩიკონე მაკარონეები ეგენი=))) რა უნდა უყვარდეთ ისიც არ იციან... ჩიკონე მაკარონეები ეგენი=)))
9. ნეფერტარი. არა უბრალოდ ტყემალი არ უყვართ იტალიელებს. :))))))))))) ნეფერტარი. არა უბრალოდ ტყემალი არ უყვართ იტალიელებს. :)))))))))))
8. აბა რა მოხდა შე კაცო, გურამ პეტრიაშვილის არ იყოს, ის ვერ მოიფიქრესო რომ პურში ყველი ჩაედოთ და ისე ეჭამათო, ხაჭაპურადაო, ეგ ჭირთ? =))) აბა რა მოხდა შე კაცო, გურამ პეტრიაშვილის არ იყოს, ის ვერ მოიფიქრესო რომ პურში ყველი ჩაედოთ და ისე ეჭამათო, ხაჭაპურადაო, ეგ ჭირთ? =)))
7.
ვფიქრობ ომბალოს პოვნა უფრო გაგიჭირდება ხომ არ გამოვგზავნო აქედან... :))) გაიხარე, გულიანად გამეღიმა.
ვფიქრობ ომბალოს პოვნა უფრო გაგიჭირდება ხომ არ გამოვგზავნო აქედან... :))) გაიხარე, გულიანად გამეღიმა.
6. ოთარ რურუა. მადლობა ოთარ გაიხარე. ოთარ რურუა. მადლობა ოთარ გაიხარე.
5. ნათია ჯაფარიძე.მადლობა ნათია, წარმატებებს გისურვებ. ნათია ჯაფარიძე.მადლობა ნათია, წარმატებებს გისურვებ.
4. მუხა.გაიხარე, მართალია ტყემალი სულ სხვაა:) მუხა.გაიხარე, მართალია ტყემალი სულ სხვაა:)
3. ტყემალი , პანტა მსხალი, , პანტა ვაშლი, ასკილი, ანწლი ყველა ქვყანაშია, ტყეებში, პარკებში, ტრასაზე დიდ გაზონებში, ეტყობა ეს ველური ხილია და მთელ დედამიწასაა მოდებული, განსხვავებაა სახელი, ჩვენებურად ტყემალი, იტალიურად "მირაბელა" ქვია, და დამწიფებამდე , მართლაც არ ეკარებისნ, მწიფეს კი კომპოტს აკეთებენ, საერთოდ მკვახეს არაფერს არ გასინჯავენ არც მვანე პომიდორს, ქინძი სავსეა იტალიაში, ქინძის მარცვლები ჩვენს ქინძთან შედარებით დიდებია და მას თუ არ ვცდები კოლიანდრას ეძახიან და ხმელს მხოლოდ თესლს , არომატული სუნის გამო ნამცხვრების ზემოთ მოსაყრელად ხმარობენ,. . თუ იტალიურ მკვახე ტყემალს მოხარშავ საშინლად მჟავეა, ხინასავითაა, ისეთია, ორსულს იმ წუთას მუცელს მოუშლის . ქართული ტყემლის საწებელასავით კარგი , გემრიელი, თავისებური გემოთი მსოფლიოში , არაფერია მაგისნაირი. ვარიას ან გოჭს ვერსასად იპოვი რომში, იმ უბრალო მიზეზით, რო აკრძალულია გაყიდვა. ტყემალი , პანტა მსხალი, , პანტა ვაშლი, ასკილი, ანწლი ყველა ქვყანაშია, ტყეებში, პარკებში, ტრასაზე დიდ გაზონებში, ეტყობა ეს ველური ხილია და მთელ დედამიწასაა მოდებული, განსხვავებაა სახელი, ჩვენებურად ტყემალი, იტალიურად "მირაბელა" ქვია, და დამწიფებამდე , მართლაც არ ეკარებისნ, მწიფეს კი კომპოტს აკეთებენ, საერთოდ მკვახეს არაფერს არ გასინჯავენ არც მვანე პომიდორს, ქინძი სავსეა იტალიაში, ქინძის მარცვლები ჩვენს ქინძთან შედარებით დიდებია და მას თუ არ ვცდები კოლიანდრას ეძახიან და ხმელს მხოლოდ თესლს , არომატული სუნის გამო ნამცხვრების ზემოთ მოსაყრელად ხმარობენ,. . თუ იტალიურ მკვახე ტყემალს მოხარშავ საშინლად მჟავეა, ხინასავითაა, ისეთია, ორსულს იმ წუთას მუცელს მოუშლის . ქართული ტყემლის საწებელასავით კარგი , გემრიელი, თავისებური გემოთი მსოფლიოში , არაფერია მაგისნაირი. ვარიას ან გოჭს ვერსასად იპოვი რომში, იმ უბრალო მიზეზით, რო აკრძალულია გაყიდვა.
2. წარმატებებს გისურვებ ) წარმატებებს გისურვებ )
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|