 | ავტორი: ლიკუსა ჟანრი: იუმორისტული 25 ნოემბერი, 2014 |
დაახლოებით12 წლის წინ ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა:ქართველი ქალები,რომლებიც ახალი ჩამოსულები იყვნენ იტალიაში კარაბინიერებმა აიყვანეს სავიზო რეჟიმის დარღვევის გამო მისცეს დეპორტი და ქვეყანა 5 დღეში უნდა დაეტოვებინათ, წარმოიდგინეთ როგორი ტრავმა იყო ყველა ქართველი ქალისათვის!... ( გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწიაო რომ არის ნათქვამი. . . ) ამ დროს პირველ სამსახურში ვიყავი 93 წლის ბაბუას ვუვლიდი.როდესაც ეს ამბავი მოხდა ზუსტად მეორე დღეს ბაბუას გოგო მეუბნება ეკლესიაში წადით წირვაზე შენ და ბაბუაო!მე კიდე ცოცხალი თავით არ მინდოდა გარეთ გასვლა ყველგან კარაბინიერები მელანდებოდნენ!. . . ლექსიკონით, ხელებით და ჟესტებით როგორც იქნა ავუხსენი მათ, რომ მე მართმადიდებელი ვარ და ჩემი სარწმუნოება მიკრძალავს კათოლიკურ წირვაზე დასწრებასთქო!მერე რაო ქრისტიანები ვართ და არ ჩაგეთვლება ცოდვაშიო!... რა გინდა რომ მოიფიქრო ეხლა? ესეც სიმწრით მოვახერხე!...არ იქნება კი იქნება ჩაგვსვა მე და ბაბუა შვილმა მანქანაში და „ მოგვკოჩა“ ეკლესიის წინ , თვითონ წავიდა. ამასობაში წირვა დაწყებული იყო. უზარმაზარი ეკლესია ხალხით იყო გადაჭედილი,მამაო წირვას ამბობდა და ჩემდა "საბედნიეროდ" აქეთ და იქერ ორი კარაბინიერი ედგა!!! ეკლესიაში ისეთი სიჩუმე იდგა იტალიელ ბუზის გაფრენასაც გაიგონებდი( საერთოდ „გლუშიტელებით“ დაფრინავენ!...)როგორც კი შევდგით ფეხი ეკლესიაში, ვიღაც ახალგაზრდა ფეხზე წამოხდა და ბაბუას ადგილი დაუთმო.ბაბუაჩემი მამაოს უყურებდა პირდაღებული,მე მოვქაჩე აქეთ დაჯეჩი მეთქი,არაო გაჯიუტდა,ყურში არ მესმის და წინ უნდა დავჯდეო (რა ვიცი ისე არაფერი გამოეპარებოდა და ეხლა დაყრუვდა ეს ჩემი ცოდვით სავსე?!) ეხლა რა ხდება: ბაბუა წინ მიჩანჩალებს მე უკან მივყვები,რამდენ ნაბიჯს გადავდგამთ იმდენი რიგების მიხედვით ხალხი დგება სკამებიდან, ჩვენსკენ ბრუნდება,იჩოქებიან და ზოგი პირჯვარს ისახავს და ზოგი კი ტაშს უკრავს! ვაიმეე!... ეს რა ხდება მეთქი გავოგნდი!...წინ გავიხედე და მამაოც და ორივე კარაბინიერიც ხელს გვიქნევენ აქეთ მოდითო( ვაი ჩემო ლიკუსა დაგიდგა „ლუყლუყის“ წელიწადი?!) სანამ მამაომდე მივიდოდი მთელი ეკლესიის მრევლი დაჩოქილი იყო და ტაშს უკრავდა! ნელ-ნელა ცოტა არ იყოს წელში გავიმართე ჯერ თუ ბაბუას ზურგს უკან ვიმალებოდი მერე ხელმკლავიც კი გამოვდევი! გულში ვზეიმობდი: ეს ბაბუაჩემი რა დაფასებული კაცი ყოფილა უბანში!ამდენი ხალხი თუ ასე ეთაყვანება და აღმერთებს ამ ორმა „წინკლიანმა“ კარაბინიერმა რა უნდა დამაკლოს მეთქი!!! ბაბუასთან სამუშაოდ რომ მივედი ასე მითხრა „მემწვანილე“ ვარო, ბოსტნეული მომყავდა მთელი ცხოვრებაო!...და ირგვლივ კარგ და ლამაზ სახლებს რომ უყურებ მეპატრონეები ყველა „მემწვანილეები“ არიანო! მოკლედ იღბლის „ბუკეტი“ ვარ რა!უფალო დაილოცს შენი გზები!მეგონა იტალიაში,რომში ჩამოვედი და იტალიის გეგუთში არ ამოვყავი თავი?!. . . მაგრამ, გულში ვფიქრობ: რა მწვანილი მოყავდა ამ შეჩვენებულს ასეთი,ასე ერთიანად ძირს ,რომ დააფინა მთელი ეკლესიის ხალხი?!!!მაგრამ ეტყობა თავმდაბალი და წმინდა კაცია და მიტომ აღმერთებს მთელი უბანითქო!... გამოვიტანე დასკვნა!... თან ასე ვფიქრობ თან წინ მივდივართ!...და ერთი უკან მოვიხედე სიამაყით რომ გადამევლო თვალი დაჩოქილი იტალიელებისთვის და რას ვხედავვვ!!!უკან ფეხდაფეხ ვიღაც წმინდანის ძეგლს არ მასვენებს ოთხი კაცი! . . .საპნის ბუშტივით გასკდა და აორთქლდა ჩემი ოცნებები! ამასობაში ორივე კარაბინიერი შემოგვეგება მე და ბაბუას მოგვკიდეს ხელი,( მე ერთი კი ჩავიბუტბუტე დამნაშავე არავართქო!...)და სასწრაფოდ დაგვსვეს წინა რიგში. დროზე ქენით პროცესს ხელს ნუ უშლითო!!!ვაიმეე!. . სად წავსულიყავი აღარ ვიცოდი!დადგეს ძეგლი და დაიწეს ლოცვა.წამოდგებიან ფეხზე,წამოვდგები მეც,მოიყრიან მუხლს,მეც მოვიყრი მუხლს,გადაიწერენ პირჯვარს გადავისახავ მეც! დაიწყებენ სიმღერას, ავღიღინდები მეც! ასე მეგონა,რომ ორივე კარაბინიერი მე მიყურებდა და ერთი სული ქონდათ როდის დამადეპორტებდნენ! ბოლოს პადრე ნოსტრო ანუ მამაოჩვენო დაიწყეს მე უკვე ქართულად და ხმამაღლა ვლოცულობდი, მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი!...ამდენ იტალიელ კათოლიკებში მე ვარ ერთი ქართველი მართმადიდებელი და ეგებ გაიგონო ჩემი ხმა და არ მიმატოვოთქო! მგონია რომ ისე გულმხურვალედ არასოდეს არ მილოცია! თურმეე... დაწყნარდი ვის რაში აინტერესებს შენი დადეპორტება და შენი „მემწვანილე“ ბაბუა! როგორც კი წირვა დასრულდა სულ სირბილ-სირბილით წამოვიყვანე ბაბუა სახლში!. . .ის დღე და ის დღე...ბაბუას ამის შემდეგ "ცოცხალი თავით" ფეხიც კი არ შევადგმევინე ეკლესიაში!...ისაა... მხოლოდ წესის აგებას თუ არ ჩავთვლით!...(უფალმა აცხონოს მისი სული!) P. S. ამ ჩანაწერებს ძირითადად ტრანსპორტში მგზავრობის დროს ვაკეთებ ხოლმე (თუკი სადმე დასაჯდომი ვნახე…)თქვენი არ ვიცი მაგრამ მე დღეს ავტობუსში იმდენი ვიცინე ამ ამბავის წერის დროს,რომ გზავრები თანაგრძნობის და სიბრალულის თვალი მიცქერდნენ: გააფრინა ამ საცოდავმაო! მაგრამ ის კი არ იციან, რომ ამათზე ვწერ და ევროპის მაშტაბით ვჭრი თავს!. . . ლია რომი 2013 შემოდგომის ბოლო თვე. P. S.2. . . ხუმრობა იქეთ იყოს და ორიოდე სიტყვა ჩემ იტალიელი ბაბუას კეთილ გულზე მინდა რომ ვთქვა!... თუ არ ვცდები 2002 წელი იყო საქართველოსში ძლიერი მიწის ძვრა რომ მოხდა.სამზარეულოში ვიყავი და სადილს ვამზადებდი.ბაბუა შემოვიდა და რას ვხედავ ტირის და ცრემლები ღაპაღუპით ჩამოდის!... რა მოხდა, რატომ ტირიხარ მეთქი.მეუბნება: ლია ეხლა საინფორმაციოში გამოაცხადეს საქართველოში ტერემოტო მოხდაო!... ყველა სიტყვა გავიგე მხოლოდ ტერემოტო არ ვიცოდი რა იყო! ვაი რა მოხდა ასეთი, რომ ბაბუა ასე გულამოსკვნილი ტირისთქო!... სასწრაფოდ ავიღე ლექსიკონი და რომ წავიკითხე მიწისძვრა! ადგილზე გავქვავდი!.. წადი, წადი, გადარეკე შენი შვილები როგორ არიანო! ბაბუას ხმა ზურგსუკან მესმოდა ისე მოვწყდი ადგილიდან აღარ მახსოვს როგორ გავირბინე გზა სატელეფონო ჯიხურამდე... ვრეკავ ჩემ შვილებთან ზარი გადის და პასუხს არავინ მცემს!..ვრაკავ ვისი ნომერიც ვიცოდი ან ზარი არ გადის არ პასუხს არავინ არ მცემს!ორივე ხელს პირზე ვიფარებ და სიმწრისაგან ჩემივე ხორცს ვიგლეჯ ცოცხალი აღარავინ აღარამყავს მეთქი!!!...ისევ გაგაგრძელე გადარეკვა... ენა ყველაფერს ამას ადვილად იტყვის, მაგრამ ეს წუთები ჩემთვის საუკუნედ იქცა და გარემომ ფერი დაკარგა ყველაფერს ნაცრისფერში ვხედავდი! მეგონა რომ მარტოდ მარტო დავრჩი ამ ქვეყანაზე!...ხელები ისე მიკანკალებდა ეტყობა რომელიღაც ციფრი არასწორად ავკრიბე და ერთმა მოხუცმა ქალბატონმა მიპასუხა: არა დედა შეგეშალა სხვაგან მოვხვდიო!...ქალბატონო გეხვეწები არ გამითიშო ტელეფონი,შვილებს გაფიცებთ არ გამითიშომეთქი!რა იყო შვილო რა გიჭირს მითხარიო! არის მსხვერპლი მიწისძვრისაგან?!... შვილები ცოცხლები თუ მყავს არ ვიცი მეთქი ვერ ვუკავშირდები!... არა დედა დამშვიდდიო... ქუთაიში არაფერი არ მომხდარა, ალბათ ბავშვები თამაშობენ და ზარი არ ესმითო...არ მომატყუოთ ძალიან გთხოვთმეთქი!... დედა არ ვიცი როგორ დაგაწყნაროო!ჩემ შვილების და შვილიშვილების სიცოცხლეს ვიფიცებო, არ გცხვენია ცოცხალ ბავშვებს ტირიხარო!ათასი მადლობა გადაუხადე ჩემ უცნობ ქალბატონს! მაგრამ ისე ვიყავი დაბნეული არც სახელი მიკითხავს და არც ნომერი მახსოვს იმიტომ, რომ შემთხვევით ავკრიბე! უღრმესი მადლობა ჩემო უცნობო, კეთილო ადამიანო დედასავით რომ დამამშვიდეთ, როდესაც ძალიან მიჭირდა!უფალი გფარავდეთ თქვენს ოჯახთან ერთად!... ბოლოსდა ბოლოს შვილებსაც დავუკავშირდი... უფლისნებით მშვიდობა იყო!... სახლამდე ძლივს მივედი ისე ვიყავი ემოციებისადან დაცლილი, ბაბუა შემომეგება რა რა ამბავიაო მკითხა!... ცოცხლები არიან მეთქი!...მივიდა ხატთან პირჯვარი გადაისახა და მადლობელივარ უფალოო! მე ამას რა დამავიწყებს სანამ საღი გონება მექნება!ჩემი და ჩემი ქართველების გასაჭირი გულთან რომ მიითანა და ცხარე ცრემლებით ატირდა 93 წლის იტალიელი მოხუცი!...ასე, რომ ჩემ გულში ჩემი ქართველი ბებიებისა და ბაბუების ხსოვნასთან ერთად ჩემი იტალიელი ბაბუას ხსოვნასაც ვატარებ!უფალმა ნათელში მიმყოფოს მათი სული!...ამინ!... ლია რომი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ნექტარი.უფალმა სახალისო არ მოგვიშალოს! გაიხარე. ნექტარი.უფალმა სახალისო არ მოგვიშალოს! გაიხარე.
4. მუხა. არსებობენ სუპერ ტექნოლოგიური მოხუცები და ასევე ისეთებიც,რომლებიც არ აღიარებენ არავითარ ტექნოლოგიას( მათ შორის მიკროფონსაც)ასეთი იყო ცხონებული ბაბუაჩემი :)))))))))))) მუხა. არსებობენ სუპერ ტექნოლოგიური მოხუცები და ასევე ისეთებიც,რომლებიც არ აღიარებენ არავითარ ტექნოლოგიას( მათ შორის მიკროფონსაც)ასეთი იყო ცხონებული ბაბუაჩემი :))))))))))))
3. კი კარგად ყვები, მაგრამ ბევრ უზუსტობასაც ურევ, , წირვის დროს მამაო ხელს იქნევდა აქეთ მოდითო? ბაბუამ, ყურში არ მესმისო და წინ მიჩანჩალებდაო, რას ამბობ როგორი დიდი ფართობის არ უნდა იყოს ეკლესია მამაოს ხმა ყვლგან ისმის , გარშემო სულ მიკროფონებია ჩართული, ან წირვის დროს მრევლი უკან არ იხედება ვინ შემოვიდა და ვინ გავიდა ეკლესიიდანო და საერთოდაც იტალიაში მიღებულია, რომ ყოველი თვის ბოლო დღე, მოხუცებთან მიდიან სახლში, რა თქმა უნდა ვისაც სურვილი აქვს, იციან ვინ არის მათი მრევლი. ისე რა კეთილი და ადამიანური ბაბუა ყოფილა რომ ატირდა საქართველოს მიწისძვრაზე, , ნათელში ამყოფოს ყველა ბაბუა და ბებიას სული! ამინ. კი კარგად ყვები, მაგრამ ბევრ უზუსტობასაც ურევ, , წირვის დროს მამაო ხელს იქნევდა აქეთ მოდითო? ბაბუამ, ყურში არ მესმისო და წინ მიჩანჩალებდაო, რას ამბობ როგორი დიდი ფართობის არ უნდა იყოს ეკლესია მამაოს ხმა ყვლგან ისმის , გარშემო სულ მიკროფონებია ჩართული, ან წირვის დროს მრევლი უკან არ იხედება ვინ შემოვიდა და ვინ გავიდა ეკლესიიდანო და საერთოდაც იტალიაში მიღებულია, რომ ყოველი თვის ბოლო დღე, მოხუცებთან მიდიან სახლში, რა თქმა უნდა ვისაც სურვილი აქვს, იციან ვინ არის მათი მრევლი. ისე რა კეთილი და ადამიანური ბაბუა ყოფილა რომ ატირდა საქართველოს მიწისძვრაზე, , ნათელში ამყოფოს ყველა ბაბუა და ბებიას სული! ამინ.
2. ცხოვრებაც სიცილ-ტირილში არ გვაძრობს სულს?! ;-) ცხოვრებაც სიცილ-ტირილში არ გვაძრობს სულს?! ;-)
1. ++სახალისოა და სატირელიც ასეთი სინამდვილის მომცველი ამბავი, ბატონო. ++სახალისოა და სატირელიც ასეთი სინამდვილის მომცველი ამბავი, ბატონო.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|