ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკუსა
ჟანრი: იუმორისტული
5 იანვარი, 2015


ყელსაბამი,ვირთხა და კარაბინიერები!. . . კურიოზები იტალიაში(მესამე თავი)

შემოდგომის მშვენიერი დილა გათენდა,სამსახურში წავედი,ასე ვთქვათ “მშვენივრად" ვიმუშავე.უკან დაბრუნებისას მერსედესის ფირმის ახალ ავტობუსში მშვენიერ ადგილზე მოვკალათდი(მძღოლისგან ზურგშექცევით შემაღლებულ ადგილზე,საიდანაც როგორც სცენიდან ისე ვხედავდი ავტობუსის მგზავრებს და ...სწორედ ამან დამღუპა!) ვიჯექი მშვიდად და რომის მშვენიერი ხედებით ვტკბებოდა,მაგრამ რაც შემდეგ შემემთხვა ნამდვილად ვერ დავარქმევ მშვენიერს. . . ერთ-ერთ გაჩერებაზე,უკაცრავად ნათქვამია, მაგრამ ერთი ახმახი ქშენით მომვარდა,ჩემი ოქროს ყელსაბამი მუჭში მოიქცია და მთელი ძალით ჩამომგლიჯა ყელიდან და ავტობუსის წინა კარებიდან გაიქცა.მგზავრები ახმაურდნენ ქურდი!  ქურდი! ეს რა ქნაო?!. . . მე ინსტიქტურად უკან გამოვედევნე...ვირთხა (ზედგამოჭრილი სახელია მისთვის)საკმაოდ მაღალი და ჩაპუტკუნებული იყო!უკან მივზდევ ,მის შეთხელებულ კეფას ვხედავ და ჩემთვის ვფიქრობ,ეს მათხოვარი თუ გარბის ამას როგორ ვერ გამოვედევნები!გაბრაზებულზე ჩემში ყოფილმა სპორტცმენმა გაიღვიძა!ასაკიც დამავიწყდა და გარემოცვაც.ერთი სიტყვით მივრბივართ. . . ქუჩის პარალელურად სარკინიგზო გზა გადის,ერთ ადგილზე რამდენიმე ლოთი იდგა და ლუდს მიირთმევდა,ვირთხა მიუახლოვდა მათ ახტა,"ზაბორს “გადაევლო და აღმოჩნდა რკინიგზაზე.მე კიდე ლოთებს ვუყვირი დაიჭირეთ, არ გაუშვათმეთქი!მათ კიდე მხრები აიჩეჩეს და გვერდზე გადგნენ,მასე არ უნდათქო მიუახლოვდი, დავავლე ხელი ლუდის ბოთლს(რომელიც საკმაოდ ცივი და მძიმე იყო ე. ი. ახალი გახსნილი ქონდათ და ნერწყვებს ყლაპავდნენ როდის გადაუძახებდნენ)ავიღე და გაქცეულ ვირთხას პირდაპირ ხერხემალზე “ვთხლიშე“ერთადერთი რაც ძალიან ნათლად მახსოვს ლოთების გაფართოვებული თვალები, ძირს გახეთქილ ლუდის ბოთლს რომ მიჩერებოდნენ!. . .  ვირთხა რკინიგზაზე აგრძელებს სირბილს მე კიდე გზაზე.უეცრად ვიგრძენი, რომ ვიღაცამ სირბილით “ჩამიშხუილა“ ვხედავ მაღალი ათლეტური აღნაგობის მამაკაცი ,რომელსაც გაშლილი ქერა თმა წელზე ცემდა!ეს კიდე ვინ არის მეთქი?! ვირთხა სულ შავი, შავი, შავი იყო ეს კიდე სულ თეთრი თეთრი,როგორ შეიძლება რომ ერთად იყვნენ?! ან თუ ერთად არიან ეს სადღა გარბის?! ასე ვმსჯელობდი თან გავრბოდი და თან კარაბინიერებს ტელეფონზე ვუხსნიდი ამა და ამ ქუჩაზე ვიმყოფები ყელსაბამი ჩამომგლიჯეს და უკან მივზდევთქო!კარაბინიერი მეუბნება ქალბატონო შეჩერდი და ისე მელაპარაკეო! რომ შევჩერდე ხომ გაიქცევა მეთქი(ეხლა მეცინება ჩემ თავზე...მაშინ არა!...)კარგი დამშვიდით და გამოვდივართო!.... ერთი სიტყვით უკვე სამი ვიყავით რომ გავრბოდით!. . . ამასობაში ვირთხა მიუახლოვდა გზაგამტარ ხიდს,საიდანაც ბეტონის ბოძი ეშვებოდა,ჩვეულებრივი მოკვდავი იქ ასვლას ვერ მოახერხებს, მაგრამ ვირთხა კი!. . . დაიწყო ზემოთ აბობღება,უეცრად ქერათმიანი მამაკაცი დაეწია და მაისურზე ხელი წაავლო,ვირთხამ თავი გაინთავისუფლა და წავიდა! წავიდა უკუღმა,ჯანდაბაში და მოუსვლელში,მისი ჯიშიც და ჯილაგიც!...აი ასეე!!!
  ქერათმიანს მიუახლოვდი და ვეკითხები ვინახართმეთქი?!მე ამერიკელი ვარო, რომში საცოლესთან ერთად ვცხოვრობ და ვმუშაობო,ავტობუსში ვიყავი და დავინახე რაც გაგიკეთაო!კი მაგრამ ის ბოთლი ხელჩანთაში გქონდა რომ ესროლეო?!არა  ბომჟებს წავართვი მეთქი!თავისი ტელეფონის ნომერი მომცა, კარაბინიერებს მეც დაველოდები და შენი მოწმე ვიქნებიო და თან დამანახა სათვალთვალო კამერა ხიდზე რომ იყო, აუცილებლად დააფიქსირებდაო!. . .  ველოდებით კარაბინიერებს და თან საქართველოს პოლიტიკურ საკითხებს განვიხილავთ!კარაბინიერები როგორც ცხონებული ბებიაჩემი იტყოდა იმ მინუტში იქ გაჩნდნენ! ასე 35 წუთის შემდეგ. ორი" გაწრიპული" ბიჭი იყო, კიდევ კარგი რომ დროზე არ მოვიდნენ თორემ ვირთხას,რომ მათთვის ხელი შეებრუნებინა ორი კარაბინიერის ცოდვა ხომ დაედებოდა ჩემს უყელსაბამო კისერს!!!
რამშია საქმეო მკითხეს,მე ალილუიასავით მოუყევი ყველაფერი,ვირთხის ფიზიკური მონაცემები აუღწერე და დავანახე ამ კამერამ დააფიქსირამეთქი.ქალბატონოო კამერიდან მონაცემების ამოღებას 3-4 თვე დაჭირდებაო.უფალს უმადლობდე რომ რაიმე არ მოგწიაო და კიდევ კარგი ბოთლით რაიმე ჭრილობა არ მიაყენე თორემ აქეთ გიჩივლებდა და შენ იქნებოდი დამნაშავეო!აააააააააააა მეთქი!... რა ვქნათ ასეთი კანონები გვაქვსო! (კბილებში გავსრისე წინადადება, რაც მათი კანონების შესამკობად მომადგა ენის წვერზე!) ეხლა გავივლით უბანში და ეგებ ვნახოთო! თქვენ თუ გსურთ საჩივარი დაწერეთო. . . კარგი მეთქი მივხვდი როგორც უნდა მოვიქცე!... მადლობელივარ რომ ამჯერად არ დამაპატიმრეთ!თუ კი ნახავთ დიდი სიყვარულით მომიკითხეთ და დამიდგინეთ ლუდი ძალიან ცივი ხომ არ იყო ,ხერხემალის მალები ხომ არ გაუცივა და მერე უფრო დავმშვიდდები მეთქი!. . . ამერიკელს დავემშვიდობე, მადლობა მოუხადე თანადგონისათვის და ალბათ ჯერ კიდე იმისათვის არ გვემხობა ზეცა თავზე თქვენნაირი ადამიანები რომ არსებობენ მეთქი!. . .
  სახლში რომ მოვედი ერთიანად მოვწყდი ძალიან ცუდი შეგრძნება ყოფილა გულიანადაც ვიტირე ამ ქვეყნად მარტო ვიგრძნე თავი (ყელსაბამი აქ მეორეხარისხოვანი იყო)
    ამ შემთხვევამ ერთი იტალიელი ქალი გამახსენა ლუიზა,რომელიც 6 თვე  სახლში იყო ჩაკეტილი,გარეთ არ გადიოდა, კვირაში სამჯერ ფსიქოლოგი აკითხავდა.ერთხელ მომიყვა რომ მანქანაში ვიჯექი და ვიღაც ბიჭმა ყელსაბამი ჩამომგლოჯა და შიშზე დეპრესია დამეწყოო.ერთ დღეს გადაწყვიტა შიში დაეძლია და სახლიდან მარტო გასულიყო.როგორი ამინდიაო მეკითხება. 30 გრადუსიამეთქი, გაგანია აგვისტო იყო .კარგიო ისე უნდა ჩავიცვა ხალხმა რომ ყურადღება არ მომაქციოსო. . . გამოიღო შინდისფერი პალტო და წითელი შალის ბერეტი ჩაიცვა და მეკითხება რას იტყვიო. მე კიდე, ასე ჩაცმულს ნამვილად არავი არ მოგაქცევს ყურადღებასთქო !მაშინ ამ ამბავზე ვიცინოდი, ეხლა კი მივხვდი რა ცუდი ყოფილა.სხვა გზა არ მქონდა ჩემ თავს მე თვითონ შემოუძახე,ჩემო ლიკუსა იმდენი საყვარელი ადამიანი დაკარგე და იმდენი ძვირფასი ნივთი წაიღო ქარმა ყელსაბამი რა მოსატანია! შენ არც ფსიქოლოგი შემოგიტეხავს კარებს კვირაში სამჯერ და არც იმისთვის გცალია რომ აგვისტოში შუბაში და უშანკაში გამოწყობილმა იპრაკუნომეთქი...დამიჯერა!. . .
  ამ ცხელ გულზე ჩემი გადაწყვეტილება ასეთია:ვირთხას ის გზა ეტყობა რომ გატკეპნილი აქვს, ამიტომ მინდა რომ იმ ბოძზე ხიდიდან რომ ეშვება წებო გადმოვასხა და ეგერ-აგერ ლუდის ბოთლის ნამსხვრევები მიმოვფანტო და ერთ მშვენიერ დღეს ის მართლაც ვირთხა ვირთხის პოზაში ვნახო მიწებებული!!! მაგრამ უბედურება ისაა,რომ კამერა დამაფიქსირებს,მონაცემები ოპერატიულად იმ დღესვე ამოიღებენ და მე კიდე შემოგზავნილ ტერორისტად მომნათლავენ!. . . და ბოლოს ჩემი გულიდან წამოსული რჩევა არასოდეს არ იყიდოთ მოპარული ძვირფასი ნივთი. . . მოპარული და იაფი ბედნიერება არ არსებობს!. . .
      p.s. უფალო ,რატომ არის ასე უსაშველოდ მძიმე "ძლიერი ქალის" ჯვარი?!
          რომი 2013 შემოდგომა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები