ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკუსა
ჟანრი: იუმორისტული
16 ნოემბერი, 2014


კურიოზები იტალიაში!... ანჯელა... (მეხუთე თავი)

როდესაც ვინმე ძალიან ბევრ თამბაქოს აბოლებს იტალელებს აქვთ ასეთი გამონათქვამი:ეწევა როგორც თურქიო!...წლების უკან მყავდა ერთი იტალიელი“ღამის ბებია“,რომელიც ერთი კი არა ორი თურქივით ეწეოდა!...ხოლო ჩვენებურდ რომ ვთქვათ, ისე აბოლებდა როგორც დენიკინის დროინდელი „პარავოზი“...სანთებელაც კი არ ჭირდებოდა საგარეტს პირდაპირ სიგარეტიდან უკიდებდა,ხოლო ნიკოტინით გაჭედილი ფილტვებიდან ისეთი ბოხი და ჩახლეჩილი ხმა ამოდიოდა რომ 100 წლის თავდაჯერებულ ყვავსაც კი შეშურდებოდა!...სიცილის დროს კი ისეთ ფსტვენისა და ექოს ხმას გამოცემდა იფიქრებდი, რომ მეორე ადამიანი მის შიგნეთ თუ იჯდა!...ეხლა „ღამის ბებიას“ იმიტომ ვეძახი,რომ მხოლოდ ღამით მივდიოდი მასთან ასე ვთქვათ დასაძინებლათ (თუ იმას ძილი ქვიოდა!...)ჩემი ძირითადი მოვალეობა იყო,რომ სახლი გადამერჩინა ხანძრისაგან,რომელსაც ბებო ანთებული“ბიჩოკებით“აჩენდა!...სიგარეტს რომ დაამთავრდებდა მეორეს მასზე აანთებდა, პირში გვერდულად გაიჩრიდა,მოჭუტავდა მარჯვენა თვალს და წკიპურტით „ბიჩოკის“ ისროდა.ეს აალებული „ბიჩოკი“ ხან მდივანზე წამოწვებოდა,ხან კარადის თავზე შემოსკუპდებოდა,ხან პირდაპირ იატაკზე ღაფავდა სულს და იფერფლებოდა!...მოკლედ მთელ სახლს ნაცეცხლარისა და ნახანძლარის კვალი ეტყობოდა!..თავიდან ხანძრის ჩასაქრობი „ბალონით“ დავდევდი „ბიჩოკებს“და ამდენ კვამლში და ცეცხლში ისე გამოვიწვრთენი მოწინავე მეხანძრესაც კი შეშურდებოდა ჩემი სიმარდე!...
        ჩვენებურად რომ ვთქვად კარგი ვაჟკაცი-მჭამელი- მსმელი- მწეველი და ყარაჩოღელი ქალი იყო ჩემი ანჯელა!(ახალგაზრდობაში თევზაობდა და ნადირობდა კიდევაც!) კი ბატონო ანჯელა ქვიოდა !ანჯელა ანუ ანგელოზი! აი, რატომ არ უნდა დაარქვა შვილს სახელი მანამ სანამ არ წამოიზრდება!... ანჯელას მხრებზე ორი თეთრი,ფუმფულა და მოშრიალე ფრთები კი არა ორი გაპუტული "ბუნდღაც"კი არ ქოჰდა ამ სახელის გასამართლებლად!...ხოლო თავს ზემოთ მოლივლივე,მრგვალ და მბრწყინავ დიადემაზე ხომ ლაპარაკიც კი ზედმეტია!...ანჯელას “სრაზუ“ გადაუნათლე სახელი და დემონა დავარქვი ( დემონი ანუ დაცემული ანგელოზი! შინაურობაში ეშმაკი რა!...)ამით მე გულს ვიქავებდი და იმისთვის რა მინშვნელობა ქონდა ყურში მაინც არ ესმოდა!...
              საერთოდ ახალ სამსახურში რომ შევდივარ ხოლმე სიტუაციას „ვამუღამებ“ და ვეძებ გზებს თუ როგორ გავაძლებინო თავს, თორემ ამათ თავიანთი საუკეთესო ცხოვრება უკვე „მოჭმული“ აქვთ და მე თუ თავის არ მოვუფრთხილდი ამათსავით მეც მალე „დავერეკები“!...
        თავიდან ოჯახის წევრებს რომ ვეცნობი,ქართულ ფილმ ქეთო და კოტეში მაჭანკალი მზითვების დავთარს რომ კითხულობს დოლის თანხლებით(რითმში რომ ჩაჯდეს!)ისე დავაძრობ ხოლმე ჩემ დახასიათებებს და ისე ვიქებ თავს,რომ ფეხს ძირს არ ვადგმევინებ!(დავთარის წაკითხვის ბოლოს გულში ვფიქრობ:ხართ ეხლა თქვენ ჩემი ღირსი?!...)ანჯელას ერთადერთი დიშვილი ჰყავდა,რომელსაც ერთი სული ქონდა,როდის წაიყვანდა მიქელ-გაბრიელი ანჯელას,რომ სახლის საერთო კედელი გამოეტეხა და გაფართოვებაში მოყოლილიყო!...ჩემი მზითვების (პარდონ!) ანუ ჩემი გამოცდილების სიას რომ მოუსმინა დისშვილმა, წარბები შუბლზე აუვიდა და გახარებულმა მითხრა:მგონი მივაგენი ადამიანს ვინც ანჯელას გაუძლებსო!!!(დრომ დამარწმუნა,რომ გულრფწლი აღიარება იყო! ოღონდ უნდა ეთქვა მე და ანჯელას ვინც გაგვიძლებსო!...)
            მოკლედ დავიწყე იმით,რომ დავადგინე რა სიხშირითა და რა ტრაექტორიით სტყორცნიდა ჩემი ანჯელა- დემონა ცეცხლოვან „ბიჩოკებს". ავიღე მისი პატარა სათვეზაო ბადე, რომელიც გრძელ ჯოხზე იყო დამაგრებული როგორც კალათბურთის კალათი,დავადგინე „დაბომბვის ეპიცენტრი“ანუ იატაკი სადაც უფრო იყო ამომწვარი, დავადგი სავარძელი, ჩავსკუპდი და თან ტელევიზორს ვუყურებდაი და თან დემონას ნასტყორცნ „ბიჩოკებს ჰაერშივე ვიჭერდი! ე. ი. მე და დემონა კალათბურთს ვთამაშობდით სათევზაო ბადითა და „ბიჩოკებით“.ასე და ამრიგად სახანძრო „ბალონი“ ამოვიღე ხმარებიდან და მივაკიდე კედელზე!...
        ამ თამაშმა ისე გაამხიარულა ჩემი ანგელოზა,რომ ისე ხარხარებდა როგორც ბოროტები უჟასების ფილმებში. მერე გაეშმაკდა,სიგარეტს რომ დაამთავრებდა ქვეშ-ქვეშ მიყურებდა თუ ყურადრება მოდუნებული მქონდა!.. რა იცოდა ჩემმა „ჯორდანმა“რომ კალათბურთი ჩემი სისუსტეა და ყველა ილეთი „დამხეცებული“ მაქვს!...არც ერთ „ბიჩოკს“ არ ვაცდენინებდი კალათს...
        ყველაფერ სიკეთესთან ერთად ანჯელას ჩემდა საუბედუროდ ალცაიმერიც ქონდა, ამიტომ ყოველ საათში გონება წაეშლებოდა ხოლმე და თავიდან უნდა გავცნობოდით ერთმანეთს თუ ვინ ვიყავი, საიდან მოვდიოდი,იქ რა მინდოდა და სიგარეტს რატომ არ ვეწეოდო?!(ამ ბოლოზე იმიტომ ნერვიულობდა რომ უნდოდა ჩემ ხარჯხეც გაებოლებინა!) ორი ტაიმი კალათბურთის თამაშისა და 4-5 ჯერ ერთმანეთის გაცნობის შემდეგ როგორც იქნა დასაძინებლად წავედით.დავაწვინე დემონა მდივაზე, ძილი ნება ვუსურვე, მე კი ორსაწოლიან ტახტზე დავწექი,ახალი მიძინებული ვიყავი,რომ დემონა ჩემ საწოლს დაახტა ორივე ხელით და თვალებ გადმოკარკლული,ხელახლა გავეცანით ერთმანეთს გადავკოცნე ორჯერ(იტალიელების წესია ორჯერ გადაკოცნა)და გავაგრძელეთ ძილი,მაგრამ ყოველივე ეს რომ ყოველ ორ საათში განმეორდა ამოქმედდა ჩემი თვითგადარჩენის ინსტიქტი!...მეორე საღამოს დემონას გამოვეცხადე შეიარაღებული...ფარნით!...როგორც კი ჩემ საწოლისაკენ წამოვიდოდა,მე წამოვჯდებოდი ჰოლივუდური ღიმილით და სახეზე ფარანს მივინათებდი!აააა შენახარო!კარგი, კარგი დაიძინეო და მეც მოწყვეტით დავეცემოდი ბალიშზე!...და ასე და ამრიგად გაცნობა, ხელის ჩამორთმევა და ორჯერ გადაკოცნა ამოვიღე დღის წესრიგიდან, უფრო მართებულია: „ღამის წესრიგიდან“!...
          მალე ფარანიც მომწყინდა და დავაკვირდი იმას, თუ როგორ იკვლევდა გზას ღამით დემონა,თურმე ეს ეშმაკი ფანჯრებზე ბოლომდა არ უშვებდა ჟალუზებს , „ჭურჭუტანას“ ტოვებდა და იმ შუქზე დანავარდობდა.ერთხელ როგორც კი ხვრინვა ამოუშვა ბოლომდე ჩამოვუშვი ჟალუზი და დავაბნელე ოთახი.ანგელოზამ გამოიღვიძა სიბნელე რომ იყო გადაბრუნდა და ძილი გააგრძელა! ასე ამოვიღე ფარანი ხმარებიდან!...
            ბოლოს და ბოლოს სრული იდილია და ჰარმონია დავამყარე ოჯახში!უკვე ყოველ საღამოს ანჯელა ხელებგაშლილი მეგებებოდა: ჩემი ბეღურა მოფრინდაო!(ეხლა ბეღურას რომ მეძახდა ალბათ ისიც გულს იქავებდა ამით!არაუშავს მე ხომ დემონას ვეძახდი!...) საერთოდ ცნობილია,რომ მშობლები შვილებს გამოჩენილი ადამიანების და წმინდანების სახელებს არქმევენ სიყვარულითა და იმ იმედით რომ მათ დაემსგავსებიან, მაგრამ ზოჯგერ ბავშვი მოზრდილობაში თავისი სახელის ანტაგონისტი ხდება(როგორც ჩემი ანჯელა)ჰოოდა ჩემი ერთ-ერთი ჰობია სახელების გადანათვლა,მაგრამ მე უკვე სახელს მოზრდილებს შეგნებულად და შესაბამისად ვარქმევ!... მაგალითად მყავდა ერთი იტალიელი ბებია და ბაბუა.ბაბუას დაბადების სახელი იყო ფრანჩესკო (წმინდა ფრანჩესკოს პატივისცემით) მაგრამ სიბერეში ისეთი მატყუარა იყო რომ მე პინოქიო დავარქვი!ეხლა ვერც სიმაღლით დაიკვეხნიდა ბაბუა, ჰადაჰა მეტრა და 40  იქნებოდა ნახტომში,ამიტომ ეს გრძელი სახელიც შემენანა მისთვის და მოკლედ, ქიოს ვეძახდი!... ბებოს მარია- რიტა- სოლე ქვიოდა, მე კი მარიკუნა დავარქვი ნამეტნავი სიყვარულით მხოლოდ კუნას ვეძახდი!...საცოდავს სკლეროზი ქონდა და საკუთარ შვილებსაც კი ვერ ცნობდა,ერთ წერტილს მიშტერებოდა გაუნძრევლად,მაგრამ ,როგორც კი ბაბუა წინ ჩაუვლიდა და მის მხედველობის არეში მოხვდებოდა,ბებია მაშინვე შეცოცხლდებოდა,სახე წითლად აელეწებოდა და სტრონ-ცოოო!!! მიაძახებდა ბაბუას!...სტრონცო ძალიან ცუდი სიტყვაა,როგორც ეტყობა ისე ყავდა ბაბუას ბებია გამწარებული მთელი ცხოვრება,რომ სკლეროსმაც კი ვერ წაშალა ბაბუას სტრონცობა!...მე რა თქმა უნდა მარიკუნას ვუცხადებდი სოლიდარობას და ბაბუას ქიო სტრონცოს ვეძახდი, მაგრამ ამით მხოლოდ ჩემ ჭიას ვახარებდი იმიტომ რომ ქიო 100% იანი ყრუ იყო!...
        ეხლა დავუბრუნდები ჩემ ანჯელას  ჰოდა იმას ვამბობდი ოჯახში სრული სიმშვიდე რომ ჩამოწვა და
              ასეთ სიყვარულობაში რომ ვიყავით, ანჯელას დიშვილმა გადაწყვიტა რომ ანჯელას სიგარეტისათვის თავი უნდა დაენებებინა და კლინიკაში ძალით დააწვინა!არადა ქალი 86 წლის იყო მთელი ცხოვრება სიგარეტს ეწეოდა,ორივე ფილტვები დაშლილი ქონდა,მაქსიმუმ ერთწლიანი სიცოცხლის პროგნოზით და დისშვილმა გადაწყვიტა რომ ანჯელა, სიკვდილის ბოლოს „ჯანმრთელი“ უნდა მომკვდარიყო!... კლინიკაში საწოლზე ჰყვადათ დაბმული ანჯელა,ისე ვერ ამაგრებდნენ! ყოველდღე ვაკითხავდი,რომ დამინახავდა სიხარულით ტიროდა. გამოვიყვანდი ბაღში და ჩუმად სიგარეტს ვაწევინებდი(უკვე ჩემ ხარჯზე)არავის არ უთხრა თორემ აღარ შემომიშვებენ მეთქი!ტუჩებზე გადაჯვარედინებულ თითებს მიიდებდა და სამარე ვარო მეტყოდა...
              სწორწდ კლინიკაში მომიყვა მისი ცხოვრება: 17 წლის ყოფილა გერმანელები რომში რომ შემოვიდნენ. პირდაპირ ქუჩიდან აუყვანიათ საბუთი არ ქონია და გერმანიაში,საკონცენტრაციო ბანაკში ყოფილა ომის დამთავრებამდე. სიკვდილს ყოველდღე თვალებში ვუცქერდიო...იქ დაუფიცებია თუ ცოცხალი გადავრჩი არასოდეს შვილს არ გავაჩენ საწამებლადო!...მშობლები ცოცხლები აღარ დახვედრია როდესაც დაბრუნებულა, ამის შემდეგ ყოველი დღე ისე ვიცხოვრე როგორც უკანასკნელიო! და ბოლოს ფაშისტებს გადავურჩი და ჩემ დისშილს კი ვერაო!...
                        საერთოდ ყველთვის ვცდილობ ,რომ ჩემსა და მოხუც ადამიანს შორის უხილავი კედელი აღვმართო რომ ძალიან არ შემოვიდეს ჩემ ცხოვრებაში.მაგრამ მოხუცები, როგორც პატარა ბავშვები ყოველთვის პოულობენ გზას რომ შენს გულში შემოძვრნენ,ასე მოხდა ანჯელასთან დაკავშირებით.ყველა ჩვენთაგანი თუ საშუალება გვაქვს არჩევანს ვაკეთებთ... ჰოდა ერთ დღეს ავდექი და წამოვედი!...
        იმედია რომ იმ ქვეყნად ანჯელა კარგად გრძნობს თავს, დარწმუნებული ვარ იმაში,რომ არც იქ გაამართლებდა თავის ნამდვილ სახელს!...ის ისეთი ეშმაკის ფეხი იყო რომ  თამბაქოს ლეგალიზაციასაც მახერხებდა( და არა მარტო თამბაქოს!..) საკუთარი პლანტაცია ექნება გაშენებული და „ბიჩოკებით კი“ისევ კალათბურთს ითამაშებს!...
                    ლია რომი 2013 დეკემბერი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები