ახლა უბრალოდ დამიჯერე ისე მომწყურდი დამშრალი ვგდივარ, მეზიზღება ჩემი სამყოფი ოთახი ღია, მაგრამ უფრო სისხლით მორწყული პოლიგონივით წითელია ,როგორც გამყოფი ზღვარი ყოფნასა და უშენოდ არ ყოფნას შორის. შენი თვალები მინათებენ გრძნობებს აყოლილ სხეულის ბილიკს, მანძილია შენამდე შორი, (კენწეროში რომ იცის ხოლმე ტკბილი ნაყოფი) ვარსებობთ ერთად, სხვა არავინ მე და შენ - ორნი. შენ ისეც იცი ვერ უშველი ენით დაკოდილს, ხალხს კი ყველაზე მეტად უყვარს სიტყვებით ომი.
___________________________________ სხვა ზეცა მინდა, სხვა ბილიკი ხელით დაკონილ ყვავილებს უნდა მიგაჩვიო (თუნდაც ლაკონურს).