 | ავტორი: ლიკუსა ჟანრი: იუმორისტული 23 იანვარი, 2015 |
როგორც იმერეთში იტყვიან დღეს წერამ ამიყვანა და არ მასვენებს,ამიტომ რაიმე უნდა დავწერო.ჰოდა მოგიყვებით იმ ამბებს,რაც იტალიაში ახალჩამოსულ ქართველ ქალებს შეემთხვათ და მათ შორის მეც.ადრე გულიანად ვიცინოდე ამ კურიოზებზე,მაგრამ რაც დრო გადის ნელ-ნელა მავიწყდება (ეშმაკმა დალახვროს ეს სკლეროზი!...) ჯერ ჩემს შესახებ რომში ,რომ ჩამოვედი 12 წლის წინ,ყველაფერს ყურადღებით ვაკვირდებოდი.ძალიან შემაშფოთა იმ ფაქტმა, რომ ყოველი მეორე მძღოლი ქალი იყო თუ კაცი მანქანაში ხმამაღლა და ჟესტებით ლაპარაკობდა.ხმამაღალი და ხელებით საუბარი იტალიელების მოგონილია,მაგათ ხელები რომ დაუკაო და ისე ალაპარაკო კრუნჩხვებში ჩავარდებიან.მაგრამ ის მაოცებდა,რომ მანქანაში მათ გარდა არავინ არ იყო და მარტო ლაპარაკობდნენ.ჩემთვის ვფიქრობდი ,სად მოვხვდი? ესენი როგორ წყვილ_წყვილად აფრენენ მეთქი... სანამ არ აღმოვაჩინე,რომ ტელეფონზე საუბრობდნენ ყურის აპარატით... ასე იყო რა ვქნა?!ყურის აპარატი ისე გამოუგონებიათ, რომ მე საქმის ყურში არ ჩამაყენეს :( ეხლა ერთი ქართველი ქალის მონათხრობი,რომელსაც პირობითად თინა დავარქვათ.თინა ლოგინადჩაწოლილ იტალიელი ქალბატონის მოსავლელად "შეაგდეს".ქალბატონს წელსქვევით ქონდა დამბლა,თორემ წელსზევით ენას არ აჩერებდა, ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა.თინას კიდე იტალიურის ინჩი_ბინჩი არ ესმოდა.ცნობისათვის იტალიელები ხმარობენ სიტყვა:ბოოოს,როდესაც უნდათ თქვან, რომ არ ვიციო!მოკლედ ქალბატონი ლაპარაკობს ლაპარაკობს და ბოლოს იტყვის, ბოოო...თინა გაიქცევა ტუალეტში გამოიტანს "ტაშტს"და პირთან მიუტანს ქალბატონს,ჰგონია,რომ გული თუ ერევა.იტალიელი ქალი გაკვირვებული უყურებს თინას გააწევინებს "ტაშტს" დაიწყებს ლაპარაკს და ისევ იტყვის ბოოოს, თინა კიდე მზათაა თავისი "ტაშტით" პირთან რომ მიუტანოს.მოკლედ ეს ამბავი გაგრძელდა რამოდენიმე დღე,სანამ ქალბატონს წელსზევითაც არ დაარტყა დამბლამ...ღმერთო ნუ მიწყენ, მაგრამ უფლის ნებას მგონი თინაც წაეხმარა თავისი "ტაშტით..." ერთმა ახალგაზრდა გოგონამ იტალიელ ცოლ-ქმართან დაიწყო მუშაობა.ცოლი ქმარს სულ ამორე მიო,ამორე მიოს ეძახდაო.ერთხელ მეც რაღაც დამჭირდაო მივედი კაცთან და დაუძახე ამორეო (ე. ი. სიყვარულო) კაცმა გაკვირვებულმა შემომხედაო მე ვიფიქრეო ალბათ სახელი სრულად რომ არ დაუძახე,იმიტომ გაუკვირდაო და მე უთხარი ბოდიში ამორე მიოთქო (ე. ი. ჩემო სიყვარულო) ცოლმა ეს რომ გაიგონაო ისე სწრაფად მომაწოდა ჩემი ჩემოდანი და მომიხურა კარები ცხვირწინ აზრზე მოსვლაც კი ვერ მოვასწარიო... ეხლა კატუშას მონათხრობი-ისეთ მდიდარ ოჯახში ვმუშაობო,"პოლიდან" დაწყებული "პატალოკით" დამთავრებული ყველაფერი ლაპლაპებს და წკრიალებსო! გამოვაღე "კუხნის შკაფი" და რას ვხედაო, შავ-შავი ტაფები არ უწყვიათო!...(ცნობისათვის ტეფალის ჭურჭელი)ჩემთვის ვიფიქრეო,ეს ნამდვილად არ ეკადრება ასეთ ოჯახსო!... ავიღე "შკურკა" და ისე დავხეხე შავი ტაფები, სახეს დაინახავდი შიგო!...როდესაც დაბრუნდა ქალბატონი სიამაყით ვაჩვენე დახეხილი ტაფებიო...ქალბატონს სიხარულისაგან გული წაუვიდაო,მაგრამ კი არ ჩაიკეცა არამედ ჰაერში ახტა,უკან გადავარდა და თავი რეხვა მეტლახზეო!... თალიკოს პირველი სამსახური იყო 100 წლის ართროზიან ბებიასთან,რომელმაც დილიდანვე აიჩემა პომადა,პომადა წამისვიო.თალიკომ გადაჩხრიკა მთელი სახლი, მაგრამ ვერსად ვერ იპოვა პომადა და თავისთვის ბრაზობდა -ამ უბედურს დაავიწყდა ალბათ ყვავის ხნის რომ არის,რა დროს ამისი პომადაა!- შემდეგ გონება გაუნათდა,გაახსენდა საქართველოდან წამოსვლის წინ რძალმა წითელი ქიმიური პომადა რომ ჩაუგდო ჩანთაში „ყოველი შემთხვევისათვის“ამოძებნა და გადაუპრიალა წითლად ბებიას ტუჩები. ხელებზე,ფეხებზე და ზურგზეც წამისევიო!-უთხრა ბებომ. რა გზა ჰონდა თალიკოს გააშიშვლა ბებია, დატოვა პამპერსის ამარა და შეღება წითლად, აღდომის კვერცხივით.ამ დროს შემოვიდა ბებოს შვილი და ეს სანახაობა რომ იხილა მოსასულიერებელი გახდა. შოკიდან რომ გამოვიდა თალიკოს აუხსნა, რომ პომატა იტალიურად კრემს ნიშნავს და ბებო ვოლტარენის წასმას თხოვდა ართროზიან სახსრებზე ტივილის დასაყუჩებლად. ისევ ჩემი კურიოზები... პირველი სამსახური იყო 93 წლის ბაბუას ვუვლიდი,ძალიან კარგი ადამიანი იყო უფალმა აცხონოს...ერთ საღამოს შუქი გაითიშა,უიი თქო გამიკვირდა(ე. ი. შუქი იტალიაშიც მიდის თქოო?!) ბაბუას ეგონა თუ შემეშინდა.ნუ გეშინია მალე მოვაო! დამამშვიდა.მე ჩემთვის ჩამეცინა.გავედი სამზარეულოში ,ავიღე წინასწარ შეთვალთვალებული სანთელი, ავანთე და ბაბუას ცხვირწინ დაუდგი,ის კიდე პირდაღებული მიყურებდა ,შენ რა იცოდი რომ სანთელი ,რომ უნდა აგენთოო!...ეეხ ბაბუ.ბაბუ... იმდენი იტალიური რა ვიცოდი ,რომ შენთვის ამეხსნა, რომ მაშინ ჩვენთან საქართველოში ხალხს ინფაქტი შუქის წასვლის დროს კი არა, მოსვლის დროს რომ ემართებოდათ სიხარულის ნიადაგზე!უშუქოდ რომ 20 კაციანი სუფრა გამიწყვია და უმეტესი ფილმების ან დასაწყისი ვიცოდი ან შუაგული ან კიდე დასასრული... და კიდე ერთხელ ბაბუას უთხარი:მე სხვა სამსახური ვნახე და უნდა წავიდე თქო,მას ცრემლები მოადგა თვალებზე და მითხრა: ნუ წახვალ მე რა მეშველება თმებს ვინ შემჭრისო?!...ქართველს მოგიყვან და ის შეგჭრისთქო. რა თქვენ ქართველები ყველანი პარიკმახერები ხართო?! სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე კი შენზე ვისწავლე პარიკმახერობა თქო!...იმდენი იცინა ჩემმა ბაბუამ ,იმდენი იცინა, რომ სუნთქვა შეეკრა და საქართველოდან ხელს გამოყოლებული კორვალოლით მოვაბრუნე საიქიოდან!.... p. s. ეს ყველაფერი სასაცილოა, სატირალი ,რომ არ იყოს!... ლია რომი *%*%*%*%*%*%*%*%*%*%*%*%*%*%*%*%*% ჩემო კარგებო,ახალი კურიოზები წამოტივტივდა და ამიტომ თხრობას ვაგრძელებ:) საერთოდ მთელი იტალიელი ერისათვის ერთ_ერთი მნიშვნელოვანი,საჭირბოროტო და გადაუწყვეტელი პრობლემაა "კუჭის მოქმედება" ანუ დეფეკაცია.ამ ფაქტზე უფრო სწორად ამ აქტზე ისე ექსპანსიურად და მხატრულად საუბრობენ,თითქოს რაიმე ისტორიული ფაქტი ხდებოდეს...დამერწმუნეთ რომის პაპის არჩევა მაგათთვის მეორეხარისხოვანი პრობლემაა!...სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ელიზას მონათხრობი: ჩემი იტალიელი ბებია ერთი კვირა იყო რაც კუჭში ვერ გადიოდა,ტუალეტი საწოლი,საწოლი ტუალეტი ეს იყო ჩემი გოლგოთის გზა...და კიდევ ერთხელაც რომ ტუალეტში შევიყვანე ბებიამ ამოიჩემა:ბერეტა,ბერეტა, მომიტანეო!...ნეტა რა ჯანდაბად უნდა ამ გადასაშენებელს ეხლა ეს ბერეტი ამ გაგანია აგვისტოში!...მაგრამ ეს ოღონდაც კუჭში დავიდოდეს და თუ უნდა უშანკაც დაუხურავს!...გავიქეცი საწოლ ოთახში,გამოვაღე ტანსაცმელით გაძეძგილი ოთხკარებიანი კარდა და დავიწყე ბერეტის ძებნა,რომ ვერ ვიპოვე მთელი ტანსაცმელი დაუშვი იატაკზე,როგორც იქნა ერთ ერთ თაროზე ვიპოვე შავი შალის ბერეტი,ხელში შევალამაზე, გავიქეცი ტუალეტში და უნიტაზზე მჯდომ ბებოს თავზე დავახურე!... გაგიჟდა ქალი ეს რად მინდაო!...ცნობისათვის:ბერეტას რომ იძახდა თურმე ჩვენებურად "ოყნას" გულისხმობდა...ხოლო ტუალეტიდა ოთახში რომ დავაბრუნე, (ისევ უშედეგოდ!...) ღია კარადები და ძირს დაფენილი ტანსაცმელი რომ დაინახა,კინაღამ ინფარქტმა დაარტყა, რა მოხდა აქ მიწისძვრა,ხომ არ იყოოოოოო!!!.. ისევ ვაგრძელებ ყაზბობის ანუ კუჭის შეკრულობის თემას... მანანამ კუჭში შეკრული იტალიელი ბებო უნიტაზე დასვა და დატოვა, რამდენიმე ხნის შემდეგ ტუალეტიდან ესმის ყვირილი: ტირამი სუ! .....ტირამი სუ!.... (ალბათ მოგეხსენებათ ,რომ ტირამი სუ მთელ მსოფლიოში ცნობილი იტალიური ნამცხვარია)რა ტირამი სუ მოუნდა ამ შეკრულობის დროს, ჯანდაბას მაგის თავი რეცეპტს გავიგებ,გაუკეთებ და ჩავაცეცხლებ!...მანანამ გადაურეკა მეგობარ ქართველ ქალს და ეუბნება, - ერთი ტირამისუს რეცეპტი მითხარი ბებია უნიტაზზე ზის და ეხლა მოისურვა!... -ტირაისუ ამწიე ზემოთს ნიშნავს!.... ნამცხვარი კიარა დროზე ააყენე უნიტაზიდანო!!!... ნინას იტალიელი ბებია ინვალიდის სავარძელში ზის , თავგამოდებით იქნევს ხელებს და თან ხმამაღლა ყვირის:ნინა მოსკა!... ნინა მოსკა! ( სიტყვა მოსკა ერთი მნიშვნელობით,როგორც მოსკოვი ისე ითარგმნება....მხოლოდ ერთი მნიშვნელობით....) -ნოოო თელავი თელავიიი! -პასუხობს ნინა,რომელსაც ეგონა რომ ბებია ეკითხებოდა ნინა შენ მოსკოვიდა ხარო?!... არა თელავიდან კახეთიდან ვარო პასუხობდა ნინა!....საუბედუროდ მოსკას მეორე მნიშვნელობა ბუზია,რომელსა ინვალიდი ბებია ვერ იგერიებდა... ეს ფრთიანი გამონათქვამი:ინსტიტუტი უნდა დამემთავრებინა,რომ შენ მოსამსახურედ დაგდგომოდიო!იტალიაში ძალიან აქტუალურია იმიტომ,რომ ქართველ ქალთა უმეტესობას უმაღლესი განათლება აქვთ მიღებული. ერთ ქართველ ქალბატონს ყელში რომ ამოუვიდა იტალიელი ქალბატონის კაპრიზები,ქართულ_იტალიურად აუხსნა შენ მე არავისში არ შეგეშალო!..მე საქართველოში ოცი წელი კაბინეტში ვიჯექიო!!! მაგრამ უბედურება ისაა რომ სიტყვა კაბინეტი იტალიურად უნიტაზს ნიშნავს!...იტალიელმა ქალბატონმა გაიღიმა და უპასუხა შედი ტუალეტში და დაჯექი უნიტაზზე ვინ გიშლის თუ ასე გიყვარს კაბინეტში ჯდომაო!.... თინიკოს მონათხრობი: ჩემს მეგობრებს შეემთხვათ ესეთი ამბავი. დღესაც ამაზე ვიცინით. ორივენი ახალი ჩამოსულები იყვნენ იტალიაში, მაია და ნატალია. ორივემ მალევე დაიწყო მუშაობა და ენა არც ერთმა არ იცოდა. ერთ საღამოსაც შეხვდნენ ერთმანეთს და ნატალია ეკითხება მაიას. -მაია პაციენცა რას ნიშნავს? ბებოს შვილები ასე მეუბნებიან ნატალია პაციენცა,პაციენცაო! მაია გაკვირვებული პასუხობს - პაცა ვიცი რომ გიჟს ნიშნავს და პაციენცა მოგიჟოს უნდა ნიშნავდესო. უიიი!.... გადარეულა ეს ჩვენი ნატალია. (ცნობისათვის, პაციენცა მოთმინებას ნიშნავს პაცცა მართლაც გიჟს :) ....ეგ როგორ მითხრეს!... მე სამუშაოს თავი უნდა დავანებო, მაგათ მოგიჟო ვგონივარო. მანამდე აქოჩრილი დადიოდა ნატალია, სანამ არ გაიგო ეგ პაციენცა რას ნიშნავდა.ბებოს შვილები ეუბნებოდნენ -მოითმინე ნატალია მოითმინეოოო!!! სოფია როდესაც საბერძნეთში ჩამოვიდა მისი მეუღლე უკვე იქ იყო და რესტორანში მუშაობდა და თან მათ ერთ-ერთ სახლს უვლიდა, სადაც ცხოველები ჰყავდათ:გოჭები,ქათმები,ცხვრები და ა.შ. ერთ დღეს მეუღლემ ცხვრები საძოვარზე წარეკა და სოფოს დაუბარა სახლის პატრონი კოსტა მოვა, დაიძახებს ,მაგრამ შენ არ გამოეპასუხო და წავაო(ან რა უნდა ეპასუხა სოფიას როდესაც ბერძნულის გაგებაში არ იყო) კოსტა მართლაც მოვიდა,მაგრამ ამ დროს სოფო საპნით გაქაფული აბანოში იყო.კოსტა სახლს" ურტყამს კრუგებს" და თან იძახის- ლაშააა!!!სოფომ ვეღარ მოითმინა გაქაფული თავი გაყო აბანოს ფანჯრიდან,ორივე ხელის საჩვენებელი თითით გაიკეთა რქები და კოსტას ეუბნება - ლაშა ბეეეეეეეეეეეე!!!..........გაოგნებულმი კოსტა „ზადნით“, ფუი ეშმაკსო და პირჯვარის წერით გაიქცა!... შემდეგ კოსტა სიცილით იგონებდა ამ ამბავს თან ყოველი შემთხვევისათვის პირჯვარს იწერდა. ეეეხ ჩემო ლამაზებო,ჩემო ემიგრანტო ქალებო! უცხო ქვეყანაში მიმოფანტულო სათუთო ყვავილებო!!რა გითხრათ რით გაგახაროთ!ფაქტია,რომ ქართვენ ქალს ოდითგანვე მოსდგამდა ჭირსა შიგან გამაგრება!მტერს ხმალით ხვდებოდა და მოყვარეს ღვინით სავსე თასით!მართალია ოცდამეერთე საუკუნეში ხმალსა და თასს პამპერსი და ცოცხიც დაემატა...მაგრამ მშვიდობა იყოს და ამ გასაჭირსაც გავუძლებთ ღვთის ნებით!მაგრამ აქვე ერთი შეკითხვა მებადება და რა ვქნა?!მაშინ, როდესაც მტერს ვეხმალავებოდით და მოყვარეს თასს ვუვსებდით ღვინით!...ჩვენი ქართველი მამაკაცები ნეტა რას აკეთებდნენ?!...ნეტა ჰააა?!... როდესაც ჩვენ ქალებმა ასეთი მძიმე ხვედრი ვიტვირთეთ და რკინის ქართლის დედებად ვიქეცით,ალბათ მამაკაცებმა სწორედ მაშინ აღმოაჩინეს მახათის არსებობა,ინსტრუქციაც კი არ წაუკითხავთ (უსაქმურობის გამო) ისე დაიწყეს მისი არაპირდაპირი დანიშნულებით გამოყენება, „უადგილო ადგილზე გაყრა“....... უფალმა ჯანმრთელობა და გამძლეობა მოგცეთ.მრავალი ჭირ_ვარამის ამტანო ქალბატონებო! ჩემო კარგები,გისურვებთ,რომ თქვენი ეს მართლაც და თავგანწირვა დაეფასებინოს იმას ვინც უნდა დაინახოს და დააფასოს... ხოლო იმას,ვინც ლამაზ ფონზე გადაღებულ თქვენს ფოტოზე მხოლოდ უდარდელ და ბედნიერ ღიმილს ხედავს!...ვთხოვდი,რომ პირველად თქვენს სულის სარკეში ჩაიხედოს ,თქვენს თვალებში...თვალები სევდას ვერ მალავენ!... p. s.2 საინტერესო ამბები არ გამომაპაროთ რაა!:))) ლია რომი 2013 ისევ მარტობისთვე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ლევანა მადლობა :) ლევანა მადლობა :)
5. ნეფერტარი გაიხარე ,მადლობა რჩევისთვის.რომ იცოდე ამ ყველაფერს როგორ გადარბენით ვწერ :) ნეფერტარი გაიხარე ,მადლობა რჩევისთვის.რომ იცოდე ამ ყველაფერს როგორ გადარბენით ვწერ :)
4.
ვაიმე ლიკუსა, რამდენი ვიცინე, შენ რა მაგარი ყოფილხარ... მართლა მაგარი... :) იცი როგორ უნდა გადაამუშაო ეს ნაწერი იუმორისტული პროზა რომ გამოგივიდეს? მზია კვირიკაშვილის სიუჟეტებივით უნდა დაალაგო... ნახე რამე ლინკი, ყურადღებით მოუსმინე და ხელახლა მიუბრუნდი... ძალიან მაგარი გამოვა, ძალიან... 5 ქულა,
ვაიმე ლიკუსა, რამდენი ვიცინე, შენ რა მაგარი ყოფილხარ... მართლა მაგარი... :) იცი როგორ უნდა გადაამუშაო ეს ნაწერი იუმორისტული პროზა რომ გამოგივიდეს? მზია კვირიკაშვილის სიუჟეტებივით უნდა დაალაგო... ნახე რამე ლინკი, ყურადღებით მოუსმინე და ხელახლა მიუბრუნდი... ძალიან მაგარი გამოვა, ძალიან... 5 ქულა,
3. დადე ახალი რამე, კომენტარების სიმცირეს არ მიაქციო ყურადღება!!!!
წარმატებები!!!
დადე ახალი რამე, კომენტარების სიმცირეს არ მიაქციო ყურადღება!!!!
წარმატებები!!!
2. გაიხარე,მადლობა ლევანა. გაიხარე,მადლობა ლევანა.
1. მართლაც მაგარი კომედიის გადაღება სეიძლება, ტრაგედიაც რომ არ ერიოს.... ვაფასებ შენს იუმორს და მაღალნიჭიერებას, იყავი დღეგრძელი!!! მართლაც მაგარი კომედიის გადაღება სეიძლება, ტრაგედიაც რომ არ ერიოს.... ვაფასებ შენს იუმორს და მაღალნიჭიერებას, იყავი დღეგრძელი!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|