 | ავტორი: თ-ბ ჟანრი: დრამატურგია 27 ნოემბერი, 2014 |
მოქმედი პირები: არჩილი-ორმოცწელს მიღწეული მამაკაცი, მოღვაწეობს სამართლის დარგში სამეცნიერო განხრით. გვანცა-არჩილის მეუღლე, დიასახლისი. თინა-არჩილისა და გვანცას 8 წლის შვილი. თინას მასწავლებელი.
მოქმედების ადგილი: მაღალსართულიანი ბინის ზედა სართული. საღამოს 6 საათი, არჩილი ბრუნდება სამსახურიდან. გვანცა თავდაპირველად თვალებგაბრწყინებული მიეგებება მეუღლეს, თუმცა რამდენიმე წამში შეიცხადებს მის ნაადრევად დაბრუნებას.
გვანცა- დღეს ჩვეულებრივზე ადრე დაბრუნდი აჩიკო, ხომ არ მოხდა რამე? არჩილი- არაფერი უბრალოდ საქმეს მოვრჩი და ცოტა ადრე წამოვედი სამსახურიდან, მოძრაობაც არ იყო იმდენად გადატვირთული და თავისუფლად ვმოძრაობდი. გვანცა-კარგია რომ გვიანობამდე არ შეყევი იმ შენს დოკუმენტებში ქექვას, მეც გამახარე და თინასაც გაუხარდება. ერთ საათში უმთავრდება ინგლისური ენის გაკვეთილი თუ გინდა ერთად მივაკითხოთ სკოლაში ამ საღამოს. ხომ იცი როგორ უყვარხარ გაახარებ ბავშვს. არჩილი-მიდი რა გვანც რამე მაჭამე, მშიერი ვარ ძალიან. გვანცა- ამდენი მუშაობა საზიანოა აჩიკო. რამდენიმე დღით მოწყდი შენს საქმეებს და წავიდეთ სადმე, სოფელში თუნდაც. თინასაც ხომ იცი როგორ უყვარს სოფელი, განსაკუთრებით ზამთარში (გვანცა თან ვახშამს ამზადებს აჩიკოსთვის). არჩილი-არ ვიცი გვანც, ვნახოთ როგორ აეწყობა, ხომ იცი რამდენიმე საქმეზე ვმუშაობ ერთდროულად. ამ ჩემი ნაშრომების გამოქვეყნებასაც არ დაადგა საშველი. სპონსორი მჭირდება ვინმე, ვინც დააფინანსებს და დამეხმარება ამ სამქმის ბოლომდე მიყვანაში. რამდენიმე ექსპერიმენტი მაქვს ჩასატარებელი, რომელიც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. უმჯობესი იქნება ცოტახნით თუ არ მოვწყდები საქმეს. ახალი წლისთვის წავიდეთ რამდენიმე დღით სოფელში. გვანცა- კარგი, ახალი წლისთვის იყოს, მაგრამ დამპირდი რომ არ შეიცვლი აზრს ამ საკითხზე და აუცილებლად გამონახავ დროს. არჩილი-გპირდები (ხელს წელზე ხვევს ზურგიდან და კისერში კოცნის ქალს). გვანცა-ხო მართლა, რა ხდებოდა ქვემოთ რომ გამოიარე? აი იქ შუქნისანთან, ხალხი სადაცაა შეკრებილი? (ფანჯრიდან ანიშნებს აჩიკოს). არჩილი- კარგად ვერ გავიგე, მგონი მანქანამ დაარტყა ვიღაც ბავშვს. ფეხითმოსიარულეთათვის განკუთვნილი ნიშნის გამწვანებამდე გადაირბინა, როგორც ჩანს. ეს მძღოლებიც ისე გიჟებივით დადიან ვეღარ მოასწრო, ალბათ, დაფიქსირება ბავშვი რომ შიგ ბორბლებში უვარდებოდა და შედეგიც სახეზეა. (ვარაუდობდა არჩილი). გვანცა-რას ამბობ, ცუდი ამბავი მომხდარა... არჩილი-ყოველკვირაში რამდენიმე ასეთი უბედური შემთხვევა ფიქსირდება, ძირითადად ალკოჰოლური ზემოქმედების მდგომარეობაში მყოფები ხდებიან სატრანსპორტო შემთხვევის მსხვერპლი, ასევე ბავშვები და ჩვეულებრივ საღი და სრულყოფილად განვითარებული ადამიანებიც. სად ეჩქარება ამ ხალხს ოღონდ ვერ გამიგია ეს. თუმცა იმდენად მორყეული აქვთ ფსიქოლოგია, რაც გამოწვეულია სოციალური, სამსახურებრივი, ოჯახური, პირადი თუ სხვა პრობლემებით, რომ რამდენიმე წამით მოცდაც, კი, არ შეუძლიათ და საკუთარ სიცოცხლეს დებენ სასწორზე. ბავშვების შემთხვევაში კიდევ გასაგებია, თავიანთი უსუსურობის და/ან ბავშვური სიცელქის გამო გადარბიან გზის მეორე მხარეს წესების დარღვევით. ისინი ხომ ბავშვები არიან და ვერ აცნობიერებენ, რამდენად არიან პოტენციური მსხვერპლი ავტოავარიისა. მაგრამ მშობელი ხომ იმისაა, რომ ბავშვს მიაქციოს ყურადღება (აგრძელებდა არჩილი მსჯელობას, თან დროდადრო თავს გააქნევდა უკმაყოფილების ნიშნად და ხელსაც ჩაიქნევდა შიგადაშიგ). (მცირეხნიანი დუმილი) გვანცა-როგორ გგონია აჩიკო, რატომ კვდებიან ადამიანები მსგავსი სიკვდილით, უბედური შემთხვევების შედეგად, მითუმეტეს ასეთ ასაკში? რატომ არ განუსაზღვრა ღმერთმა ყველა ადამიანს სიბერეში მშვიდად გარდაცვალება მარადიულ სამყოფელში? არჩილი - ეს ყველაფერი ღმერთის ნებაა გვანც. სიკვდილი რთული კანონზომიერებაა, რაზეც ბევრი არაფერი ვიცით ადამიანებმა. ადამიანის გონება მიუწვდომელია იმ სიღრმემდე, სრულად რომ აღიქვას ამ მოვლენის მნიშვნელობა. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დავეყრდნოთ რელიგიას, გვწამდეს და ვივარაუდოთ-ღმერთი როდესაც ჩათვლის ამ ქვეყნად ჩვენი მისიის შესრულებას ამომწურავად, მაშინ დადგება ჩვენთვისაც ეს მოვლენა. ჩვენ ხშირად გვესმის ადამიანების სიკვდილზე. ზოგიერთ შემთხვევაში ეს მოვლენა ბუნებრივია, ზოგიერთ შემთხვევაში ისევ ადამიანისგან გამოწვეული საკუთარი თავის ან სხვა ადამიანების მიმართ. ზოგიერთ შემთხვევაში კი უბედური შემთხვევის შედეგია, ისევე როგორც დღეს იმ ბავშვის სიკვდილი. ჩვენ ყოველდღიურად ვართ მსგავსი ფაქტების შემსწრე, მაგრამ იმდენად არასოდეს მიგვაქვს გულთან, როგორც ჩვენი ახლობელი ადამიანის შემთხვევაში. ასეთ დროს ყოველთვის თვალს გადავავლებთ ხოლმე მის განვლილ ცხოვრებას და გავიხსენებთ ბევრ ისეთ ამბავს, რომელიც ამ ადამიანის ამ ქვეყნად ნაკეთებს უკავშირდება. ასეთ დროს ჩვენც მეტად ვფოქრობთ ადამიანის ცხოვრებაზე და ვიცით, რომ, ადრე თუ გვიან, ჩვენთვისაც დადგება ეს მოვლენა, ჩვენი შვილებისთვისაც, მათი მომავალი თაობებისთვისაც და უფრო იმატებს სურვილი ამოვხსნათ სიკვდილის ან უფრო სწორად სიცოცხლის საიდუმლო. გვანცა- მე კი მგონია, იმიტომ კვდებიან ადამიანები ადრეულ ასაკში, ჯერ კიდევ რამდენიმე საათის დაბადებულებიც, რომ შეცდომა იყო მათი ამ ქვეყნად მოვლინება. აბა როგორ შეიძლება ასეთ ასაკში რაიმე მისია ბოლომდე იყოს ამოწურული. მათ ხომ მთელი ცხოვრება წინ აქვთ. მაგრამ ღმერთი ხომ ხედავს ყველა ადამიანის მომავალს, ხომ იცის როგორ წარიმართება მათი სიცოცხლე ამ ქვეყ... არჩილი-არამგონია ღმერთმა იცოდეს როგორ წარმართავს თავის ცხოვრებას ადამიანი. ღმერთი მხოლოდ გვიჩვენებს ჭეშმარიტებისკენ მიმავალ გზას, მაგრამ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენი სიცოცხლე ჩვენს ხელშია და არა ღმერთის. ღმერთი გვაძლევს სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას. მაგრამ ადამიანები ხშირ შემთხვევაში ვერ კონცენტრირებენ სწორი მიმართულებით და სიკვდილზე მიდიან პირდაპირი ან ირიბი გზით. ეს ის შემთხვავაა როდესაც არასწორი მიმართულებით მიჰყავთ მომავალი, სადაც უფრო მეტ ტვირთს იმატებენ მხრებზე ვიდრე აქვთ. ბოლოს კი, როდესაც ამ ტვირთის სიმძიმე წააქცევთ სიკვდილი გარდაუვლად მიაჩნიათ და მასზე შეაჩერებენ გადაწყვეტილებას. მაგრამ ამ დროსაც ვფიქრობ არსებობს ვიღაც, ვინაც შეიძლება ხელი გამოგიწოდოს და დაგეხმაროს წამოდგომაში. მცირე ასაკში, რომ კვდებიან ადამიანები ჩვენს გამო კვდებიან. რომ ჩვენ გვახსოვდეს სიკვდილი, რომ ველოდეთ მას და არ გვქონდეს შიში მისთვის თვალებში ჩახედვისა. შესაძლოა ეს ღმერთის მიერ გამოწვდილი ხელია ჩვენს გადასარჩენად. გვანცა-მე მეშინია სიკვდილის. როდესაც ვხედავ რომ კვდებიან ადამიანები, იმატებს ეს განცდა. მეშინია ჩემი სიკვდილის და ასევე ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანებისა. წარმოდგენაც არ მინდა რომ შენ ან თინა... არა. სისულელეა ამაზე ფიქრი... მიდი შეჭამე და წავიდეთ ცოტახანში თინასთან. (გვანცა იწყებს სკოლაში წასასვლელად მომზადებას).
არჩილი- ხშირად არ აღიარებენ, მაგრამ ყველა ადამიანს აქვს სიკვიდილის შიში, ვისაც უფიქრია ამაზე. მე ვფიქრობ უნდა ჰქონდეს ადამიანს ეს განცდა. მაგრამ ის ორი სახისაა. ხშირად სიკვდილისა იმიტომ ეშინიათ, რომ არ უნდა ამქვეყნიურის, მატერიალიზმის დათმობა. ვერ ეგუებიან აზრს, რომ მთელი თავიანთი სიცოცხლის მანძილზე იწვალეს ბედნიერებისთვის მისაღეწევად, ამისთვის ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ შიშობენ, რომ სიკვდილი ამ ყველაფერს დაათმობინებს... გვანცა-სად წავიღე ეს მობილური?! არჩილი-განაგრძობენ ბედნიერ ცხოვრებას და თან სდევთ ბედნიერების დაკარგვის შიში სიკვდილის წყალობით. ხოლო მეორე შემთხვევაში ადამიანებს ეშინიათ იმ სიურპრიზებისა, რაც სიკვდილის შემდეგ გახდება ნათელი. ეშინიათ სამსჯავროზე წარდგენისა და ფიქრობენ, რომ ამისთვის არ არიან მზად. ამავდროულად დიდი სურვილი აქვთ მარადიულ სასუფეველში ადგილის დამკვიდრებისა. მეც მეშინია სიკვდილის და ორივე ეს შიში მსდევს თან. მაგრამ იმდენად მაღალია ადამიანური ცნობისმოყვარეობა, ვცდილობ შიში მისი საშუალებით გადავფარო, რადგან ვიცი სიკვდილის შემდეგ გახდება ნათელი ამქვეყნიური ცხოვრების ამოუხსნელი ამოცანის პასუხი. გვანცა-აჰ, ჩანთაში მქონია. ვაიმე რამდენი ზარია შემოსული. თინას მასწავლებელს უამრავჯერ დაურეკავს. ხომ არ მოხდა რამე? ადექი აჩიკო სწრაფად. არჩილი- მოიცა რა. რა უნდა მომხდარიყო! ჯერ კიდევ არ დაუმთავრდებოდა გაკვეთილი. (გვანცას უამრავი ფიქრი აერევა გონებაში. სკოლაში რეკავს. უცებ გაშეშდება, შემდეგ სასოწარკვეთილი შეყვირებს-თინა!-და ფანჯარასთან მივარდება. ) შუქნისანთან ხალხი კარგა ხნის დაშლილი იყო, აღარც საპატრულო პლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები და ფორმიანი ადამიანები აღარ ჩანდნნენ სიახლოვეს. ისმოდა ქალაქის ხმაური, მანქანების სიგნალი... ჩანდნნენ ტროტუარზე მოძრავი ადამიანები და შუა გზაზე, შუქნიშანთან ახლოს ცარცით შემოხაზული ბავშვის სილუეტი.
გვანცა გაოგნებული მიასკდება ოთახის ხან ერთ მხარეს ხან მეორეს. ცდილობს თინას მასწავლებელთან დაკავშირებას. არჩილი სიმშვიდეს ინარჩუნებს. მასწავლებელი პასუხობს. თინას მასწ. - დიახ გისმენთ. გირეკავდით იმის გამო რომ.. მოკლედ გაკვეთილი ჩაიშალა იმისგამო რომ... როგორ გითხრათ, ცუდი ამბავი მოხდა... გვანცა-იცოდეთ პასუხს აგებთ, როგორ დაუშვით, როგორ შეგეძლოთ ასე უყურადღებოდ მიგეტოვებინათ (გაყვირის მობილურში. ქვითინებს). თინას მასწ. - მესმის რომ რთულია ასეთ დროს, მაგრამ გთხოვთ დამშვიდდეთ. გვანცა-როგორ თუ დავმშვიდდე? როგორ მოხდა ეს ყველაფერი? სად არის ეხლა ცხედარი?! (ტუჩებს კუმავს და კისრის ძარღვები ებერება). არჩილი- კვლავ ინარჩუნებს სიმშვიდეს და ცდილობს გვანცაც დაამშვიდოს. თინას მასწ.- შესვენების შემდეგ გაგვეპარა ბავშვი. რამდენიმე წუთში პოლიციამ შეგვატყობინა, რომ მანქანამ დაარტყა და.. გვანცა- ამას ასე მშვიდად როგორ მეუბნებით, გზღვევინებთ, პასუხს აგებთ (ბოლო ხმაზე გაყვირის, მუხლებში იკეცება და კედელზე მისრიალებს ზურგით). არჩილი-გვანცა დამშვიდდი მომეცი ტელეფონი(გულში იკრავს). გვანცა- ტელეფონს არ უშვებს ხელს, ისტერიკაშია. შემდეგ მოულოდნელად შეჩერდება ღრმად ამოისუნთქავს და მშვიდად ჩაილაპარაკებს ყურმილში- სად არის ცხედარი? მითხარით სად არის ცხედარი (ისევ ბოლო ხმაზე გაყვირებს). თინას მასწ. - პროზეკტურაში წაიღეს მშობლების დაჟინებული უარის მიუხედავად. გვანცა- რა? არ მესმის... ნუთუ... თინას მასწ. - მესმის, ალბათ თქვენი შვილის მეგობარი იყო, მისი მშობლები კი ალბათ თქვენი მეგობრები არიან, მაგრამ ეხლა უნდა დამშვიდდეთ.. გვანცა- თვალები უბრწყინავს, ცალი ხელით თმებს იჩეჩავს, იატაკზე ეშვება მოწყვეტით და ღრმად თავისუფლად ამოისუნთქავს - სად არის თინა? თინას მასწ. - სკოლაშია. გელოდებათ. გვანცა- არჩილისთვის დალოდების გარეშე სასწრაფოდ წამოდგება იატაკიდან და გარბის ოთახიდან. არჩილი- გვანცა მოიცადე მეც მოვდივარ. გვანცა- არ ელოდება. სწრაფად ჩაირბენს კიბეებს და ჯდება მანქანაში. არჩილი- ოთახში შემობრუნდება.მხიარულად ჩაეშვება სავარძელში. ურეკავს თინას მასწავლებელს-ამის შესახებ გვანცამ არ უნდა გაიგოს. უბედური შემთხვევის „მსხვერპლზე“ კი, ხომ იცით, უნდა უთხრათ თითქოს რამდენიმე დღის გადმოსული იყო თქვენს სკოლაში. თინას მასწ. -რა თქმა უნდა ბატონო არჩილ. არჩილი-თიშავს ყურმილს- მშვენიერია მხოლოდ დასკვნა დამრჩა დასაწერი. (იწყებს დიპლომატში ქექვას. არჩილის დასკვნა: ექსპერიმენტის ობიექტი: სქესი: მდედრობითი. სპეციალური პირობები: მცირეწლოვანი ბავშვის დედა. ექსპერიმენტის მიზანი: მცირეწლოვანის ვიქტიმიზაციის პროცესში მშობლის როლის დადგენა, მშობელთა დამოკიდებულება საკუთარი და სხვათა მცირეწლოვანის სიცოცხლის მიმართ. -----
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. გილოცავ თავფურცლობას. :* გილოცავ თავფურცლობას. :*
12. მადლობა, რომ მოუბრუნდით ისევ:) მადლობა, რომ მოუბრუნდით ისევ:)
11. კარგი ფინალი მიგიბია...წავიკითხე ახლა...:) 5 კარგი ფინალი მიგიბია...წავიკითხე ახლა...:) 5
10. კარგი ფინალი მიგიბია...წავიკითხე ახლა...:) 5 კარგი ფინალი მიგიბია...წავიკითხე ახლა...:) 5
9. დავარედაქტირე და მივაბი კიდეც უკვე. დავარედაქტირე და მივაბი კიდეც უკვე.
8. აქ არაფერია გაშიფრული. ფაბულა დაწერილი მაქვს და მინდოდა მეორე ნაწილში განმევრცო, მაგრამ დავარედაქტირებ და აქვე მივაბამ ზედმეტი ბოდიალის გარეშე. ისე რომ რაც აქ წერია უცვლელად დარჩება. მადლობა, რომ კითხულობთ. აქ არაფერია გაშიფრული. ფაბულა დაწერილი მაქვს და მინდოდა მეორე ნაწილში განმევრცო, მაგრამ დავარედაქტირებ და აქვე მივაბამ ზედმეტი ბოდიალის გარეშე. ისე რომ რაც აქ წერია უცვლელად დარჩება. მადლობა, რომ კითხულობთ.
7. დაველოდოთ გაგრძელება...:)
დაველოდოთ გაგრძელება...:)
6. +++. ტრაგიკული, ეფექტური. უმჯობესი იქნებოდა მათთვის ეს საუბარი კარებზე ატეხილ ზარის გამაყრუებელ ხმას შეეწყვეტინა. იქნებ გაგრძელდეს თხრობა. ავარიის მსხვერპლი სხვა აღმოჩნდეს. რაც შეეხემა მასწავლებლის ზარს სრულიად რაიმე სასიხარულო ამბავთან იყოს დაკავშირებული. რადგან საქმე ბავშვს ეხება, მომავალს.... ნუ შეწყვეტთ და იქნებ ის სხვა ბავშვი-ავტო-ავარიის მსხვერპლიც გადაარჩინოთ .ამ ამბით დაინტერესებული და შეშფოთებული თინას მშობლების მონახულების შედეგად გადმოცემული ორიოდე სიტყვით. არგი იქნება. +++. ტრაგიკული, ეფექტური. უმჯობესი იქნებოდა მათთვის ეს საუბარი კარებზე ატეხილ ზარის გამაყრუებელ ხმას შეეწყვეტინა. იქნებ გაგრძელდეს თხრობა. ავარიის მსხვერპლი სხვა აღმოჩნდეს. რაც შეეხემა მასწავლებლის ზარს სრულიად რაიმე სასიხარულო ამბავთან იყოს დაკავშირებული. რადგან საქმე ბავშვს ეხება, მომავალს.... ნუ შეწყვეტთ და იქნებ ის სხვა ბავშვი-ავტო-ავარიის მსხვერპლიც გადაარჩინოთ .ამ ამბით დაინტერესებული და შეშფოთებული თინას მშობლების მონახულების შედეგად გადმოცემული ორიოდე სიტყვით. არგი იქნება.
5. და თუ გარძელდება წავიკიტხავ აუცილებლად სდაინტერესოდ საუბრობ სიკვდილის ფენომენზე ამას დავუწერე 5 ქულა და თუ გარძელდება წავიკიტხავ აუცილებლად სდაინტერესოდ საუბრობ სიკვდილის ფენომენზე ამას დავუწერე 5 ქულა
4. გაგრძელდება ხო??? სმიტს ვეთანხმები შუქნიშანთან შეკებილი ხალხი და ავარია უკვე იშიფრება ფინალი ვინ არიუს მსხვერპლი გაგრძელდება ხო??? სმიტს ვეთანხმები შუქნიშანთან შეკებილი ხალხი და ავარია უკვე იშიფრება ფინალი ვინ არიუს მსხვერპლი
3. გაგრძელებას ვაპირებ. სიცოცხლის ფენომენზეც რომ ვისაუბრო. ასე ადვილად არ "გავშიფრავდი" :) გაგრძელებას ვაპირებ. სიცოცხლის ფენომენზეც რომ ვისაუბრო. ასე ადვილად არ "გავშიფრავდი" :)
2. ცოტათი ხელოვნური იყო. შუქნიშანზე როგორც კი იკითხა, უკვე გაიშიფრა (ჩემთვის), რაც ხდებოდა ცოტათი ხელოვნური იყო. შუქნიშანზე როგორც კი იკითხა, უკვე გაიშიფრა (ჩემთვის), რაც ხდებოდა
1. რჩილი-ორმოცწელს მიღწეული მამაკაცი, მოღვაწეობს სამართლის დარგში სამეცნიერო განხრით.
ტრაგედია... მაგრამ კარგი. 5 ქულა... :)
თქვენც სიკვდილის ფენომენზე გისაუბრიათ.... რჩილი-ორმოცწელს მიღწეული მამაკაცი, მოღვაწეობს სამართლის დარგში სამეცნიერო განხრით.
ტრაგედია... მაგრამ კარგი. 5 ქულა... :)
თქვენც სიკვდილის ფენომენზე გისაუბრიათ....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|