ძალიან მნიშვნელოვანი დღეები მქონდა...დედაჩემის მისამართი გავიგე,სოფის ძმამ მიაგნო..ტულონში..სოფიმ დამირეკა და მითხრა,სასწრაფოდ ჩვენთან მოდიო,ლამის გული ამომივარდა სანამ მივიდოდი,მივხვდი დედაჩემის გამო მირეკავდა.. -ამელ,იქნებ მამასთვის გეთქვა?მითხრა სოფის ძმამ.. -არ ვიცი როგორ მოვიქცე,რომ გამიბრაზდეს და ამიკრძალოს,მაშინ ვერასოდეს ვნახავ დედას.. -ჰო,მაგრამ თუ ჩუმად გააკეთებ ამას,არც მაგაზე გეტყვის კარგს.. -ღმერთო ჩემო,რა გავაკეთო....როგორ მოვიქცე....კარგად უნდა დავფიქრდე..ვუთხარი ჟუანს და ფურცელი გამოვართვი,რომელზეც იმ ადამიანის მისამართი ეწერა,რომლის ნახვაზეც ამდენი ხანია ვოცნებობ... -ჩაის დალევ?მკითხა სოფიმ -არა..უნდა წავიდე..კარგად უნდა დავფიქრდე და გადავწყვიტო როგორ მოვიქცე....ჟუან დიდი მადლობა რომ დამეხმარე,ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე -არაფერს ამელ.გამიცინა და ოთახიდან გავიდა.. -თუ წასვალას გადაწყვეტ,მარტო ხომ არ წახვალ?-მკითხა სოფიმ -ჰო..ალბათ არა..პიტერს ვთხოვ ან იქნებ შენ წამომყვე?შევხედე სოფის -რათქმაუნდა ,ჩემი იმედი გქონდეს,მარტო არ გაგიშვებ-მითხრა და გამიღიმა.. -როგორ მიყვარხარ,ვუთხარი და მოვეხვიე.. -წადი ეხლა და იმედია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ.. -ჰო,წავედი...საღამოს დაგირეკავ -კარგი,გელოდები.. ...მამა ჯერ არ მოსულიყო ჩემს ოთახში შევედი,საწოლზე დავვარდი და თვალები დავხუჭე.. თავი მისკდებოდა..თხუთმეტი წლის ვარ და ამდენი არასოდეს მინერვიულია..ნეტა როგორია?თუ მიხვდება რომ დამინახავს ვინც ვარ?როგორ დამელაპარაკება?თუ გაუხარდება ჩემი დანახვა?რამდენი კითხვა მიტრიალებდა თავში ვინ იცის.... არ ვიცი რამდენი დრო გავიდა ამ ფიქრში,მამას ხმა მომესმა: -ამელ,სახლში ხარ? ავდექი და ოთახიდან გავედი -კი მააა,ჩემს ოთახში ვარ!გავძახე და უფრო ავნერვიულდი.. --ჩამოდი ძვირფასო,პიცა მოვიტანე,ერთად ვივახშმოთ! -ეხლავეეე!!გავძახე და სარკეში ჩავიხედე..თმა გავისწორე და კიბეზე დავეშვი... ყავა გავაკეთე და ორ ფინჯანში დავასხი..მაგიდას მივუსხედით.. -ამელ,ოღონდ სრუპუნის გარეშე!მითხრა მამამ და გაიცინა.. -კარგი,შენი ხათრით,ვუთხარი და ყავა ძალიან ფრთხილად მოვსვი.. -გინდა ბუხარი დავანთოთ?მკითხა მამამ -მერე რამე კარგი ფილმი ვნახოთ და ვუყუროთ.. -ჰო,კარგი აზრია,ვუთხარი და პიცა გემრიელად ჩავკბიჩე.. ცოტა ხანში სავარძლებში ვიჯექით და ფილმს ვუყურებდით.. -მა..რაღაც მინდა გითხრა... -გისმენ ჩემი ლამაზო -მითხრა და ისე შემომხედა თვალებში,მივხვდი ვერ მოვატყუებდი.. -მა,დიდი ხანია ვფიქრობ და ვერ გეუბნებოდი,მინდა დედა ვნახო..ვუთხარი და თავი დავხარე პასუხის მოლოდინში -ვიცოდი ადრე თუ გვიან მაგას მეტყოდი..მითხრა და გაჩუმდა...ვიცოდი და ხშირად ვფიქრობდი რა პასუხს გაგცემდი..თავიდან ძალიან გაბრაზებული ვიყავი დედაშენზე,მისი ხსენებაც კი არ მინდოდა..წლების მერე უკვე მივეჩვიე ამ ყველაფერს,თან მე და შენ ძალიან კარგად ვართ ორნიც....დედაშენი მირეკავს და შენს ამბებს კითხულობს,თავიდან მე ავუკრძალე შენი ნახვა..ეხლა კიდე...და მამა გაჩერდა.. -ეხლა რა მოხდა? -ამელ,დედაშენი ავადაა..მე ვიყავი მის სანახავად..მითხრა და თვალები დახარა ამისთვის ნამდვილად არ ვიყავი მზად..ვერს კი ვიფიქრებდი ამას..მამა მის სანახავად იყო?ავადაა?.......შევატყვე მამა როგორ ნერვიულობდა,მივხვდი რომ დღესაც უყვარდა და დიდი ტკივილის მიუხედავად მაინც უკვე ნაპატიები ჰქონდა ყველაფერი... -რა სჭირს? -ავარია მოუვიდა და ხერხემალი დაუზიანდა...ვერ დადის..მე ძალიან ბევრ კლინიკას მივმართე,ანალიზები გავგზავნეთ და ველოდები პასუხს,არის იმედი რომ მკურნალობა ჩაუტარდეს და გაიაროს..თუმცა ჯერ სავარძელშია და ვერ დადის... -მამა წამიყვან მასთან? -ჰო...წავიდეთ.. მასთან მივედი და ჩავეხუტე.... -ძალიან მიყვარხარ ვუთხარი და თავი მხარზე ჩამოვადე.. -მეც ჩემო დახატულო.. მეორე დღეს მამა ჩემს ოთახში შემოვიდა და მითხრა:ამელ,შაბათს წავალთ..შაბათამდე ოთხი დღე იყო..ეს ოთხი დღე ძალიან დიდხანს გაგარძელდა,როგორც ყოველთვის,როცა რაიმეს ელოდები... შაბათს დილით გათენებული არ იყო რომ გამეღვიძა...მამამ გაოცებულმა შემომხედა სამზარეულოში ისე ადრე რომ ჩავედი -ქალბატონო,დღეს რაღაც ძალიან ადრე ამდგარხართ..მითხრა და შუბლზე მაკოცა -ჰო,ვერ დავიძინე,ვუთხარი და ყავა დავისხი -მე მანქანას მოვაწესრიგებ და შენ მოემზადე,მითხრა და გავიდა.. ერთ საათში უკვე მანქანაში ვისხედით და ტულონის გზაზე მივქროდით..ძალიან ვნერვიულობდი..მამა ცდილობდა არ შეემჩნია,მაგრამ მაინც ეტყობოდა,სულაც არ იყო ჩვეულებრივად მშვიდად.. ძალიან პატარა ქუჩაზე შევუხვიეთ და ორსართულიან,ძველებურ სახლთან გავჩერდით. -მოვედით..თქვა მამამ და შემომხედა-აბა,ხომ არ ნერვიულობ ჩემო დახატულო? -ჰო,ცოტას,ვიცრუე მე კიბეებზე ავედით,ზარი მივეცით..კარი 8-9 წლის გოგომ გაგვიღო.. -გამარჯობათ -გამარჯობა..ჩვენ ელისთან ვართ -უთხრა მამამ -დედა,შენთან სტუმრებია,გასძახა ბავშვმა დედას -შემოუშვი მერი! სახლში სასიამოვნო სითბო და ახალგამომცხვარი პურის სუნი იდგა.. ოთახში მარტო იყო..ფანჯარასთან იჯდა და ჟურნალს ათვალიერებდა,ჩვენ რომ შემოგვხედა,ჟურნალი ფანჯრის რაფაზე მიაგდო...სახე გაუფითრდა და ხმა ვერ ამოიღო.. -გამარჯობა ელის... -გამარჯობა ალან,ძლივს გასაგონად თქვა.. -ელის ამელი მოგიყვანე..მას შენი ნახვა უნდოდა..ვიცი რომ არ გინდოდა ასეთი ენახე,მაგრამ შენი შვილია და ამიტომაც ასე გადავწყვიტე,, -ალან...ოჰ ალან...თქვა და ატირდა... მასთან მივედი,თმები სულ ჩემსავით დახვეული და მზისფერი ჰქონდა...მინდოდა მოვხვეოდი,მაგრამ ვერ გავბედე..თმაზე მოვეფერე..თავი ასწია და ცრემლიანი თვალებით შემომხედა.. -ამელ,მაპატიე ჩემო გოგო..მე შენ ძალიან მიყვარხარ..ყოველთვის მიყვარდი...ახალგაზრდა და სულელი ვიყავი...მეუბნებოდა და ტიროდა..ჩავიმუხლე და სახეზე მოვეფერე,თვალები დახუჭა და გაიღიმა :-რითი დავიმსახურე ასეთი ბედნიერება,რომ შენ ჩემთან მოხვედი და ყველაფერი მაპატიე...ჩემი ნახვა რომ მოგინდა...ჩემო გოგო,ჩემო ამელ...როგორ ვოცნებობდი შენს ნახვას... ცოტა ხანში დამშვიდდა... -ამელ,ძალიან მინდა ჩემთან ჩამოხვიდე რამოდენიმე დღით,ბევრი ვილაპარაკოთ,შენი ამბები მომიყვე...ალან,დამპირდი რომ ჩამოიყვან და რამოდენიმე დღით დამიტოვებ ,უთხრა მამას -კარგი,არდადეგებზე ჩამოვიყვან..გპირდები.. -გმადლობ,უთხრა და მადლიერად გაუღიმა მამას -ამელ,მერი შენი დაა..ჩვენ მარტო ვცხოვრობთ....ძალიან ჭკვიანი გოგოა,ძალიან მეხმარება,მითხრა და მერის გახედა გაღიმებულმა.. -მოდი,ჩამეხუტე,ვუთხარი ჩემს პატარა დას,გამოიქცა და კისერში მომხვია თავისი პაწაწუნა ხელები..-შენს საიდუმლოებებს ხომ მომიყვები?ჩუმად ჩავჩურჩულე ყურში,გაიცინა და -კიო, ჩუმად მითხრა... -დე..ყველაფერი კარგად იქნება ,ვუთხარი წამოსვლისას და ჩავეხუტე... ...სახლში ჩამოსვლამდე ხმა არცერთს ამოგვიღია...ბედნიერიც ვიყავი და გულდაწყვეტილიც...უამრავი ფიქრი მიტრიალებდა თავში....მერე სკარლტი გამახსენდა და ჩემს თავს ვუთხარი: -,,ამაზე ხვალ ვიფიქრებ!!,,.....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მომეწონა! ხდება ცხოვრებაში ასეთი ამბები., ცოტა დიალოგებს მიხედე და თხრობას მეტი დამაჯერებლობა შემატე. მომეწონა! ხდება ცხოვრებაში ასეთი ამბები., ცოტა დიალოგებს მიხედე და თხრობას მეტი დამაჯერებლობა შემატე.
6. ირინკა:)გენაცვალე** ირინკა:)გენაცვალე**
5. სულ ველოდები ხოლმე ამელს რაღაცნაირად... :) სულ ველოდები ხოლმე ამელს რაღაცნაირად... :)
4. 5+.სევდა და სევდა, რატომაა ასე სევდით სავსე ცხოვრება, ეს ხომ ფანტაზია და სინამდვილეა ურთიერთით შეზავებული.? 5+.სევდა და სევდა, რატომაა ასე სევდით სავსე ცხოვრება, ეს ხომ ფანტაზია და სინამდვილეა ურთიერთით შეზავებული.?
3. ნიკი,გავითვალისწინებ,დიდი მადლობა)) ნიკი,გავითვალისწინებ,დიდი მადლობა))
2. ძალიან სევდიანი ამბავია ალბათ სხვებიც უნდა წავიკითხო და გადაბმულია ერთმანეთზე
ერთი შენიშვნა მაქვს: "-გამარჯობათ -გამარჯობა..ჩვენ ელისთან ვართ -უთხრა მამამ -დედა,შენთან სტუმრებია,გასძახა ბავშვმა დედას"
ამ ნაწყვეტიდან ისე ჩანს თითქოს მერის არ უნახავს დედამისის პირველი ქმარი არადა მანამდე ალანმა თქვა ვნახე ელისიო
იქნებ ეს შესვლის მომენტი შეცვალოთ ან იქნებ მანამდე მიუთითოთ რომ კლინიკაში ნახა ალანმა ელისი, სადაც ადვილი შესაძლებელია მერი ვერ ენახა
4 ქულა ნაწარმოებს და წარმატებები ავტორს ძალიან სევდიანი ამბავია ალბათ სხვებიც უნდა წავიკითხო და გადაბმულია ერთმანეთზე
ერთი შენიშვნა მაქვს: "-გამარჯობათ -გამარჯობა..ჩვენ ელისთან ვართ -უთხრა მამამ -დედა,შენთან სტუმრებია,გასძახა ბავშვმა დედას"
ამ ნაწყვეტიდან ისე ჩანს თითქოს მერის არ უნახავს დედამისის პირველი ქმარი არადა მანამდე ალანმა თქვა ვნახე ელისიო
იქნებ ეს შესვლის მომენტი შეცვალოთ ან იქნებ მანამდე მიუთითოთ რომ კლინიკაში ნახა ალანმა ელისი, სადაც ადვილი შესაძლებელია მერი ვერ ენახა
4 ქულა ნაწარმოებს და წარმატებები ავტორს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|