ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკუსა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
1 დეკემბერი, 2014


*ჩემი ფრანგი შვილობილი* (იტალიური ჩანაწერები)

ცხოვრება მართლაც რომ მოულოდნელობებითაა სავსე,წლების წინ ვერც კი წარმოვიდგენდი ,რომ ემიგრანტი ვიქნებოდი იტალიაში და რომში მომიწევდა ცხოვრება და თანაც ფრანგ გოგონასთან ერთად ერთჭერქვეშ.მარლინი საფრანგეთიდან იტალიაში ჩამოვიდა სასწავლებლად,წინაპრები იტალიელები ჰყავს ასე რომ ცოტა იტალიური იცოდა.ბინას ეძებდა და ჩვენ ,ქართველებმა შევიკედლეთ.როგორც დავინახე ჩემს შვილს მივამსგავსე და მაშინვე ჩემს გულში შემოვიდა...ფრანგი გოგოებისაგან განსხვავებით მარლინი ჩვენებური აღმოჩნდა ინსტიტუტი სახლი და ჩვენ ეგ იყო მისი ცხოვრება.ქალაქსაც მხოლოდ ჩვენთან ერთად ათვალიერებდა.
          ერთ დილით თვალცრემლიანმა მარლინმა მითხრა
_შეყვარებული და დედა მენატრებაო-მეც მეტი რა მინდოდა, მასთან ერთად ავტირდი...მერე ვეხუმრებოდი
მარლინ შენ ის მაინც იცი ერთ წელიწადში დაბრუნდები ჩვენ კიდევ როდის გვექნება"ამინისტია"არ ვიცითქო.
ის ფრანგულს გვასწავლიდა ჩვენ კიდე ქართულს.უწმაწურ სიტყვებს ისე საყვარლად ამბობდა რომ ხშირად ვამეორებინებდით.ყოველ დილით გვესალმებოდა-გარ_მარ_ჯო_ბა!
მარლინი რა თქმა უნდა ქართულ კვებაზე გადავიყვანეთ,კერძების სახელები ისწავლა და ამბობდა
- აბა დღეს რას მივირთმევთ? აჯაფსანდალს?!
  ყოველი ჩვენგანი მასში მონატრებულ შვილს ვხედავდით და წარმოიდგინეთ როგორ მოვეფერებოდით.თვითონაც თბილი გული გვიჩვენა,თქვენ ჩემი ქართველი დეიდები ხართ იტალიაშიო!ასე გავიდა ემოციებით დახუნძლული ერთი წელიწადი. მარლინმა სწავლა დაამთავრა დიდი ზარზეიმით გავაცილეთ საფრანგეთში. მას შემგედ  ჩამოდის ხოლმე რომში, გაგვაცნო დედა და შეყვარებული. ხშირად ვესაუბრებით ინტერნეტით.
ერთ დღეს მარლინი საფრანგეთიდან მირეკავს ტელეფონით და თან სიცილით იგუდება,ეხლა რაგბის სტადიონზე ვიმყოფები , ქართველები და ფრანგები ხვდებია ერთმანეთსო.ფრანგებმა ლელო რომ დაუდეს ქართველებს წამოვხტი ფეხზე და ქართულად ვაგინებ ფრანგებს
- უუუხ შენი დედაც!....ხოლო ქართველებმა,რომ დადეს ლელო ფრანგულად ვუკურთხებ ქართველებსო! ჩემს უკან ერთი ფრანგების ოჯახი ზის და ეხლა მითხრეს  გაკვირდებით და ვერ დავადგინეთ,შენ ან თამაშის წესები არ იცი ან ვერ გაგიგია ვის "უბალეჩიკო",როგორ შეიძლება რომ ყოველი ლელოს დადება გიხაროდესო! ამათმა რა იციან მე რა მიხარიაო!. . .გუშინ სურათი გადმოგვიგზავნა ინტერნეტით,ტატუ გაუკეთებია ქართული წარწერით
-ანდრე-ავტოკატასტროფაში დაღუპული გამზრდელი ბიძის ხსოვნისათვის,ქართული ანბანი კი ჩვენი სიყვარულით!ამ ფაქტმა სასიამოვნოდ გამაოცადა და დამაფიქრა. ჩვენ, ემიგრანტები მართლაც რომ ჩვენი ქვეყნის დესპანები ვართ უცხოეთში.ჩვენზე ძალიან ბევრია დამოკიდებული თუ როგორ წარმოვაჩენთ ჩვენს ერს და ჩვენს კულტურას ალბათ,შევძელით მარლინის გულში ქართველების მიმართ სიყვარულის გაღვივება.თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ გაგვიკეთებია, მხოლოდ ჩვენებურად მოვეფერეთ . . .
      ლია რომი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები