 | ავტორი: ლიკუსა ჟანრი: იუმორისტული 13 დეკემბერი, 2014 |
ქვეყნის დასასრულისაგან უფალმა დაგვიფაროს ,მაგრამ ყოველი თვის დასასრული რომ ჩემი ხელფასის აღსასრულია, ამას უკვე „წვეთი წყალიც კი არ გაუვა“!...ეხლა ბინის ქირაზე რომელსაც ხელფასის დიდი „ნაჭერი“მიაქვს აღარ ვილაპარაკებ და პირდაპირ გადავალ გადასახადებზე... თვის ბოლის ჩემი პატარა საფოსტო ყუთი თეთრი და „პუტკუნა-პუტკუნა“ წერილებით რომ ივსება გული მიღონდება!...ეხლა „პუტკუნა-პუტკუნა“ რატომ არიან კონვერტები, -შუქის,წყლის,გაზის გათბობის,დასუფთავების,ბანკის(ალბათ მალე ჰაერის)გადასახადებს 7-8 ახსნაგანმარტებითი ფურცელი მაინც მოყვება!... ვითომ მხოლოდ გადასახდელი ციფრი საკმარისი არ იყოს მიკროინფაქტის მისაღებად!...თან ამ 7-8 ფურცლის გამოგზავნის თანხა გადასახდელ თანხას ემატება ზედ!...უკაცრავად ნათქვამია მაგრამ აღარ მინდა ეს თქვენი ახსნა განმარტებები ბატონო!( ამჯერად უკაცრავად ნათქვამი სიტყვა ხმამაღლა ვთქვი და წერილობრივად არ დავაფიქსირე!...) ამბობენ რომ ცოდვა გამხელილი სჯობსო!...და მეც გადავწყვიტე საქვეყნოდ ვაღიარო ჩემი ცოდვა (ეგებ გულზე მომეშვეს)უკვე ერთი ათეული წელია რაც ერთ სავალდებულო გადასახადს არ ვიხდი.ეს არის იტალიის ტელევიზიის პირველი არხის გადასახადი.რა ვქნა ორგანულად ვერ ვიტან პირველ არხს (ალბათ ფასიანი რომ არის იმიტომ) და ამიტომაც არ ვუყურებ.ისინი კიდე ამბობენ -ტელევიზორი ხომ გაქვსო?!.. გაქვსო! -გვიყურებ თუ არა ეს არ გვაინტერესებს მაინც უნდა გადაგვიხადოო!...არ არიან ეხლა „უკაცრავად პასუხის“ ღირსი?!... ერთხელ, ერთმა დალოცვილმა ადამიანმა მირჩია,არ შეცდე და ერთხელ არ გადაიხადო თორემ მერე აღარ მოგეშვებიანო!... -არ შევმცდარვარ ბატონო, მაგრამ ვინ მეშვება?!- რეგულარულად მოდის და ყოველ წელის ბოლოს, კონვერტი უფრო“ პუტკუნა-პუტკუნა“ხდება!...მეც კიდე რეგურალურად ,გაუხსნელად( გულს რომ ჯავრი არ მიუმატო) გადავუძახებ ხოლმე სანაგვე ყუთში და გამომგზავნელს და მის სისხლით ნათესავებს „დიდი სიყვარულით“ და რუდუნებით მოვიკითხავ ხოლმე!... მაგრამ, ვაითუ ერთ დღეს „ამოხიკეს“ ყველა,დააჯამეს, დაამატეს ამდენი წლის გადაუხდელობის ჯარიმა და „პოდნოსზე“ დადებული კონვერტით ციმ-ციმ მომართვეს!!!...არადა მაგის გადამხდელი ვარ ეხლა მეე?!!როგორც იტალიელები ამბობენ ფეხითაც რომ დამკიდონ ერთი ლირაც კი არ გადმომივარდება!...ერთი გამოსავალი რჩება ალბათ გადამპარსავენ თავს და ჩამაცმევენ ზოლიან პიჟამოებს!...ე. ი. მოკლედ რომ ვთქვა გადაუხდელობის გამო „გამაციმბირებენ“!... მაგრამ გავიგე თურმე იქ „შორეულში“ყველაფერი უფასოა: გაზი, წყალი,გათბობა, ჭამა-სმა, ჩაცმა, ( მართალია იქ მოდაში ზოლიან პიჟამოებს ყოფილა, მაგრამ რა უჭირს!... ააყოლებ და ჩამოაყოლებ თითს!...)არ მუშაობ,ფსიქოლოგიც თავზე გევლება და გიწყნარებს ცხოვრებისაგან აწეწილ ნერვებს!...არანაირი ბინის ქირა, არანაირი გადასახადების „პუტკუნა-პუტკუნა“ კონვერტები და ყველაფერ ამას პლიუს უფასოდ გაყურებინებენ პირველ არხს!...აი ეხლა ეს რომ დავწერე და მერე ჩემი ნაწერი გადავიკითხე ერთი „ბრძნული აზრი „ მომივიდა თავში!... მგონი დრო არის რომ გადაუხდელი ქვითრები მე თვითონ ამოვძებნო ნაგვის ყუთიდან,დავაჯამო, ჯარიმაც მე თვითონ ამოუწერო ჩემს თავს გადაუხდელობის გამო,მივიდე და ხელებაწეული ჩავბარდე მართლმსაჯულებას...ჰააა! p.s. წელს ჩემს დაბადების დღეზე , დილაუთენია, ფოსტალიონმა დაზღვეული წერილი მომიტანა!სიხარულისაგან მუხლი მომეკვეთა, თვალზე ბედნიერების კურცხალი მომადგა,ხელები ამითრთოლდა და ლამის გული შემიღონდა!ნეტა ვის ვახსოვარ და ვის ვუყვარვარ ასე რომ ჩემზე ფიქრში და წერილის წერაში ათენება ღამეებს მეთქი! ფოსტალიონს სამახარობლო ორ ევროიანი ავაკარი შუბლზე!... ღელვით გავხსენი დააა.... საგადასახადო მილოცავდა დაბადების დღეს!!! თითქოს ცივი შხაპი გადამასხეს!უცებ გამოვფხიზლდი და თვალწინ წარმომიდგა ის ჟესტი, შეიარაღებული განქსტერს(ამ შემთხვევაში საგადასახადოს) ორი თითი რომ მიაქვს საკუთარ თვალებთან და მერე შენ რომ მოგიშვერს იმ ორ „გაპარჭყულ“ თითს და ამით გეუბნება: გაკონტროლებ და ჩემ მხედველობის არეს ვერ გაექცევიო! წერილში მოკლედ, კონკრეტულად და ყოველგვარი ახსნა განმარტებითი ფურცლების გარეშე ეწერა:გილოცავთ დაბადების დღეს,გისურვებთ ჯანმრთელობას , მხნეობას და თქვენი მოქალაქეობრივი მოვალეობების პირნათლად შესრულებასო!(ე.ი. გადასახადების დროულად გადახდასო!) გულთბილი მოკითხვა. სა-გა-და-სა-ხა-დო ლია რომი 2014 თებერვალი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მუხა. მადლობა რომ მეწვიე და წაიკითხე.სულს არ ვუმძიმებ არავის :) სიმართლე თავს მაინც არ დამალავს:) მუხა. მადლობა რომ მეწვიე და წაიკითხე.სულს არ ვუმძიმებ არავის :) სიმართლე თავს მაინც არ დამალავს:)
5. თამარ ბუკია.მადლობა :) თამარ ბუკია.მადლობა :)
4. თოლიგე. მადლობა გაიხარე.
თოლიგე. მადლობა გაიხარე.
3. პუტკუნა-პუტკუნა კონვერტებია, თითებს რომ დააჭერ და ტკაც-ტკუცს რომ იძახის, (კონვერტს შიგნიდან გამოკრული სარჩული აქვს პატარა ბუშტუკებიანი)
კარგად წერ, ვითომ იუმორისტულს, მაგრამ ხანდახან სიმართლე გაურიე არ გაწყენს. პუტკუნა-პუტკუნა კონვერტებია, თითებს რომ დააჭერ და ტკაც-ტკუცს რომ იძახის, (კონვერტს შიგნიდან გამოკრული სარჩული აქვს პატარა ბუშტუკებიანი)
კარგად წერ, ვითომ იუმორისტულს, მაგრამ ხანდახან სიმართლე გაურიე არ გაწყენს.
2. მთლად იუმორისტულზე - ვერ ქაჩავას, მაგრამ... ხო, ადგილ-ადგილ გაცინებაც შეიძლება... :)
მთლად იუმორისტულზე - ვერ ქაჩავას, მაგრამ... ხო, ადგილ-ადგილ გაცინებაც შეიძლება... :)
1. აქაც გვარიანად მოგვდის „უკაცრავად პასუხის“ ღირსი გადასახადები. თუმცა, პუტკუნა კონვერტის გამოგზავნით თავს არ იწუხებენ, კარის ღრიჭოში ჩასჩრიან ხოლმე. :D :D
წარმატებები, ავტორო! აქაც გვარიანად მოგვდის „უკაცრავად პასუხის“ ღირსი გადასახადები. თუმცა, პუტკუნა კონვერტის გამოგზავნით თავს არ იწუხებენ, კარის ღრიჭოში ჩასჩრიან ხოლმე. :D :D
წარმატებები, ავტორო!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|