 | ავტორი: თ-ბ ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 14 დეკემბერი, 2014 |
"შენს თვალებში მერცხლები დაფრინავენ"- დილიდან აკვიატებული ამ ფრაზით ფრთხილად და ფეხისთრევით შევერევი მთავარ პროსპექტზე მოძრავ ადამიანებს ისე, როგორც სიგარეტის კვამლი ჰაერს. შემხვდება სამი-ოთხი ნაცნობი. მოვალეობის მოხდით და ზრდილობისთვის მოვიკითხავთ ერთმანეთს. არ ვიქნები მთვრალი, არც ხასიათი მექნება სხვა დროისგან განსხვავებული, არც ჭუჭყიანი ბოშების დანახვა გამაღიზიანებს, არც "როკერი თინეიჯერები" მომეჩვენებიან ურიგოებად.
რომელირაც ევროპული ფირმის გაცვეთილკედებჩაცმული, გაწკვიმპლილი, ყვრიმალებზე თმემჩამოშვებული, ყურგახვრეტილი ნაბიჭვარი, რომელიც მაჯაზე ამოსვირინგებულ გაურკვეველ ფიგურას "ამარიაჟებს", მიჭისქვეშა გადასასვლელთან მჯდომ აკორდიონისტის სკამს ფეხს გამოკრავს, რამდენიმი მასზე არანაკლებ ნაბიჭვარს გაამხიარულებს და თვალის დახამხამებაში გაუჩინარდება. გაივსება კაფეები შუბლისკანგასქელებული, გაზულუქებული მედროვეებით. არაერთი არატრადიციული მენტალობისა და ორიენტაციის სუბიექტით... (მე კი ფეხებზე მკიდია, რომ ჩემი სიტყვები მათდამი, არამეგობრულ დამოკიდებულებაშია ახლახანს მიღებულ ანტიდისკრიმინაციულ კანონთან).
იმოძრავებენ ადამიანები საქმიანი სახეებით. უსაქმური სახეებით. იქნებიან ლოთები, მათხოვრები, პოლიტიკოსები, ექიმები, პოეტები, მხატვრები, უამრავი განსხვავებული საქმისა და ცხოვრების ადამიანი...
მთავარ პროსპექტზე არ დაფრინავენ მერცხლები.
მაისი, 2014წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ძალიან გულწრფელია და დამაფიქრებელიც.. ძალიან გულწრფელია და დამაფიქრებელიც..
5. გამარჯობა,თ:) გამარჯობა,თ:)
4. კარგად მოტანილი განწყობა, ემოცია... რაც მთავარია გულწრფელია ავტორი...:-* კარგად მოტანილი განწყობა, ემოცია... რაც მთავარია გულწრფელია ავტორი...:-*
3. ++. მოგესალმებით.14/12/14წ. გამოგიტყდებით მეც ხშირად მომიკითხავს და მწყინდა ჩემი სახლის ეზოში ეს საოცრად გონიერი და ჭკვიანი არსებები -მერცხლები, რომ არ მომახარებდნენ გაზაფხულის შემობრძანებას და შინდის კერკით ვერ ვესალმებოდი შეხვედრისას. ხომ იცით წელიწადს 4 დრო აქვს. ასეთია ზამთარი. მართალია მერცხლები ამჟამად აქ არ არიან, მაგრამ ხომ არიან იქ სადაც წესით ახლა მათთვის უკეთესია. დ ა ვ ე ლ ო დო თ აუცილებლად დადგება გაზაფხული და ისინიც ჩვენთან გაჩნდებიან.სადღავ ტვალებში, ხომ მაინც დაფრინავენ მერცხლები მუდმივად. სიმართლე გითხრათ ის ყვავები და ყობნები ძნელი შესაგუებელია თავისუფლების მოედნის მიმდებარედ და მთელს ქალაქში. ნექტარი ++. მოგესალმებით.14/12/14წ. გამოგიტყდებით მეც ხშირად მომიკითხავს და მწყინდა ჩემი სახლის ეზოში ეს საოცრად გონიერი და ჭკვიანი არსებები -მერცხლები, რომ არ მომახარებდნენ გაზაფხულის შემობრძანებას და შინდის კერკით ვერ ვესალმებოდი შეხვედრისას. ხომ იცით წელიწადს 4 დრო აქვს. ასეთია ზამთარი. მართალია მერცხლები ამჟამად აქ არ არიან, მაგრამ ხომ არიან იქ სადაც წესით ახლა მათთვის უკეთესია. დ ა ვ ე ლ ო დო თ აუცილებლად დადგება გაზაფხული და ისინიც ჩვენთან გაჩნდებიან.სადღავ ტვალებში, ხომ მაინც დაფრინავენ მერცხლები მუდმივად. სიმართლე გითხრათ ის ყვავები და ყობნები ძნელი შესაგუებელია თავისუფლების მოედნის მიმდებარედ და მთელს ქალაქში. ნექტარი
2. კანონი მცოდნია?-კი როგორ არა.
გაწკვიმპლილი იმერული გავლენით დამიწერია, როგორც ჩანს:) კანონი მცოდნია?-კი როგორ არა.
გაწკვიმპლილი იმერული გავლენით დამიწერია, როგორც ჩანს:)
1. "ჩემი სიტყვები მათდამი, არამეგობრულ დამოკიდებულებაშია ახლახანს მიღებულ ანტიდისკრიმინაციულ კანონთან"- გცოდნია და... :)
"კაწკვიმპლილი, "- ეს რას ნიშნავს? :)
"ჩემი სიტყვები მათდამი, არამეგობრულ დამოკიდებულებაშია ახლახანს მიღებულ ანტიდისკრიმინაციულ კანონთან"- გცოდნია და... :)
"კაწკვიმპლილი, "- ეს რას ნიშნავს? :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|