ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სტას
ჟანრი: პოეზია
26 დეკემბერი, 2014


გარინდული ლედი

ბავშვურ ასაკში მომიტაცა სინაზით ქალმა.
დღეს იმ ოცნებას მისტირიან ბაღში კონები.
მე გადვიქეცი პოეზიის უნაზეს კალმად
და თავს მიხრიან გარდასული ლეკსიქონები.

ახლაც ვერ ჩაქრა ტრფიალება: გულში, თვალებში...
გარინდულ ლედის, არ შემოგრჩა ტრფობის ისარი.
შვებას ვეძებდი მოწითალო ღვინით ქალებში.
შენი ხატება თან მომდევდა ვით კამისარი.

წარმოუდგენლად გაწამება წვაში ნელია.
კვლავ ვუხმობ ნაპირს- დაკარგული წყალში კანოა.
ტაძრების გლოვა უაღდგომოდ საშინელია,
შენი ტაძარი ჩემს სულისთვის სატაყვანოა.

ეს გაგიჟება ყმაწვილური სენის ალია.
ჭკუა შეშლილი ვედევნები: კერპებს, დრაკონებს.
ახ, შენი სახე, ო ძვირფასო, კვლავ ფერმკრთალია!
ახ, შენი ჩრდილი, ისევ ისე სიზმარს მაგონებს!

ნუ გეშინია! აგონიას უხმოდ ავიტან.
მავიწყდებიან დედამიწა და სახელები.
გარდავიცვალე და აღდგომის შემდეგ, თავიდან
მომაგონდება, გარინდული ლედის ხელები.
ს. ციბულსკი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები