ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკუსა
ჟანრი: საბავშვო
29 დეკემბერი, 2014


ნინის ციცქნა ხელები.

    ჩემი ხელი დაგიხატეთ
    დედიკო და მამიკო!...
    გახსენდებათ,შარშან ზაფხულს,
    როგორ პატარა იყო?!
ხო,ხო,როგორ გაუბრაზდით,
კედლები,რომ მოხატა!...
ხელებს მეც ხომ გავებუტე,
ბაბის თმებს,რომ მოქაჩა!...
        ის ლამაზი ბროლის ვაზა,
        "მზის სხივმა,რომ გახეთქა!"...
          მაპატიეთ,ვაღიარებ,
          ჩემმა ხელმა გატეხა!...
აბა რა ვქნა,რომ მარცხენა
მარჯვენაზე ცელქია.
სურვილი,რომ მოგეფეროთ,
ორივესთვის ერთია!...
      ეხლა მინდა გაგიმხილოთ,
      რაც ამ ნახატს ეხება,
      გაგახსენებთ ციცქნა ხელებს,
        თქვენს ხელებს რომ ეძებდა!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები