| ავტორი: სამუმი ჟანრი: პოეზია 14 თებერვალი, 2015 |
გამოცლილი მაქვს ყოველგვარი ღონე და სიქა, მე პოეზიამ საუკუნო წესით მიშვილა და თქვენს კედელზე მოხატული ჩემი ალსეკო, თქვენი სიმშრალე საპირწონედ ჩემი სისველის მავსებს, რაკიღა ასავსებად მე ვიწოდები, განა თქვენ რა ხართ-"საწყაული აღუვსებელი"... ვგრძნობ, ჩემი სიტყვაა უდროობით განიტოტება, დავრჩები ხსოვნას-ბალთაზარი და ბელზებელი. მიიღეთ ჩემი პოეზია და ავტარკია, ისე უბრალოდ, როგორც დილა, ნააღდგომევი და სანამ ქვეყნად ტიფია და კატარაქტაა მანამდე ვიყო თქვენს წინაშე, როგორც ძმობილი. ვიყო მანამდე, სანამ არის ოთხთა, ალური, ზღვაში ქვიშაა, ცაზე მზე და თვალში-სინათლე, ვიყო მარტივად, მკაფიოდ და გენიალურად, სანამ ერთიდან ათის ჩათვლით ნეკას ითლიან და სამურაის დააქვს ფიქრი ჰარაკირიზე და რონინები ძილს იტეხენ თვითმკვლელთა ტყეში, სანამ ლაჟვარდში გამოკრთება ფერი ირისის, სანამ სალეს ქვას განერიდა წალდი და ეჩო, სანამ წვიმაა, სანამ მზეა და სანამ, სანამ, სანამ სალამი გვემეტება ფიქრის გარეშე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ვერაფერი ვერ გავიგე :/ ვერაფერი ვერ გავიგე :/
5. გმადლობთ :)) გმადლობთ :))
4. პოეზიაზე და პოეტზე ლაპარაკობს ავტორი... ხელოვნებაზე...
მომეწონა ძალიან...555
პოეზიაზე და პოეტზე ლაპარაკობს ავტორი... ხელოვნებაზე...
მომეწონა ძალიან...555
3. +.14/02/15წელი. ღრმანააზრევია. შესაძლებელია, ზოგადად ასეცა, ზოგიერთ შემთხვევაში. ნექტარი. +.14/02/15წელი. ღრმანააზრევია. შესაძლებელია, ზოგადად ასეცა, ზოგიერთ შემთხვევაში. ნექტარი.
2. უცნაურია, მარა მომეწონასავით ++ უცნაურია, მარა მომეწონასავით ++
1. რა ალსეკო? რა ავტარკი?
და საერთოდ, რაო ? ;)
რა ალსეკო? რა ავტარკი?
და საერთოდ, რაო ? ;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|