 | ავტორი: ჰარირამა ჟანრი: პროზა 20 დეკემბერი, 2008 |
დავით, უდროობის დრო დადგა(ცოტა უცნაურად ჟღერს) და ჩვენი შეხვედრაც ვერ მოხერხდა, მინდოდა შენთან საუბარი ბევრ რამეზე პირველ რიგში კი ჩვენს მეგობარზე. ძალიან სევდიანად დაშტერებული დადის ბიჭი , მეშინია რომელიმე სეცდიანად დაბნეული მძღოლის მსხვრპლი არ შეიქმნას და ვცდილობ, როცა საშუალება მაქვს ვნახო, სევდა გავუქარვ, გიჟობების ხასიათზეე მოვიყვანო, (გიჟობაში გიხაროდეს და ისევ ფრიადოსანია)შენ მოგიკითხა, ვეღარ და ვეღარ ვნახეო,იქნებ მოახერხო, ნახო.უდროობაზე ტყუილად არ მითქვია, მოდი პირდაპირ გადმოგიგზავნი რომელიმე წერილს რაც ხელში მომხვდება , პრინციპში სხვაობაც არ იქნება დიდი.(მაგრად მეზარება ,მაგრამ სიტყვა სიტყვაა) წ ე რ ი ლ ი გამაჯვება და მშვიდობა შენდა, მარადსასურველო და მუდამჟამ სასიზმროვ. ეს ისევ მე ვარ და თუ უმოწყალო დროის მდინარებამ დავიწყების ბურუსში გამხვია, ეგ არაფერი, იმედი მაქვს ორივე ერთად, მაგ ბურუსს გავფანტავთ და მეც ვეცდები თავი შეგახსენო. ამ ბარათს არც შორეული ურუქიდან და არც ლიმნის ყვავილით სურნელგაჟღენთილ ნაწარსულევ ქალაქიდან გწერ. ეხლანდელი ჩემი ადგილსამყოფელი ერთი პატარა ჩვეულებრივი, პროვინციული ქალაქია.მცხოვრებნიც არაფრით გამორჩეული ჩვეულებრივი ხალხია. შენ წარმოიდგინე ჩვეულებრივ ამბავად ითვლება,გამთენიას ჩვეულებრივი მამლის ყივილზე ,ჩვეულებრივი ძილის დაფრთხობა და რადგან ძილზე მიდგა საქმე, იმასაც გეტყვი რომ აქაურებს იმ ჩვეულებრივ ძილში ისეთი ჩვეულებრივი სიზმრები ესიზმრებათ, რომ ჩვეულებრივ არც კი უყვებიან ერთმანეთს. ეხლა აქ ჩვეულებრივი გვიანი შემოდგომაა და საცოდავი ჩვეულებრივი ბეღურებითაა დახუნძლული. ჩვულებრივი სახლების, ჩვეულებრივი აივნების წინ გაჭიმული,ჩვეულებრივი სარეცხის თოკები.სხედან შეციებული ბეღურები, იმ ჩვეულებრივ თოკებზე და მოწყენილები ელოდებიან, ვინმე ჩვეულებრივი მოქალაქის მიერ გადმოგდებულ ,წყალში დამბალ პურს. მანამ კი ,სანამ ესეთი ზნეკითილი მოქალაქე, ამ ჩვეულებრივ კეთილ საქმეს გააკეთებს, თავისთვის ჟღურტულებენ ჩვეულებრივ ბეღურულ ენაზე და იმით ხარობენ ჩვეულებივი მაწანწალა კატები თოკებზე რომ ვერ დაძვრებიან. ამ ქალაქში , როგორც ყველა ჩვეულებრივ ქალაქში,ჩვეულებრივი რატუშის შენობაზე ,ჩვეულებრივი საათი ბინადრობს, Hო დამიჯერე სწორედაც რომ ბინადრობს და ქალაქის ყველა მოსახლეს პატიოსნად ატყობინებს ჩვეულებრივი დროის მდინარებას,და აი ამ პატარა ჩვეულებრივ ქალაქში, თვეში ერთხელ არაჩვეულებრივი ამბავი ხდება. ყოველ თვე ,მთვარის სავსეობისას,ის ჩვენი პატიოსნად ბინადარი რატუშის საათი, მოქალაქეებს შუაღამის დადგომას რომ შეატყობინებს ,Qალაქს არაცვეულებრივი სტუმარი სტუმრობს. საიდან? როგორ?,რითი? ვერცერთი მოსახლე ვერ გეტყვის , არ არსებობს ცნობილი ექვსი მხარიდან რომელიმე ,საიდანაც ის სტუმრობს,არ არსებობს ტრანსპორტი რომელსაც ის მოყავს,აი,ეგრე, უბრალოდ და ჩვეულებრივ უყვარს სტუმრობა. სტუმრობს მამლის პირველ ყივილამდე და მერე თავის არმხარეში ბრუნდება,თანაც ყველა მოსვლაზე სხვადასხვანაირია და ყველასათვის სხვადასხვაა,ყველას სხვადასხვა ენაზე ესაუბრება და ზოგს სულაც ტელეპატიურად,დამერწმუნე არ ვაზვიადებ, სწორედ ერთი კვირის წინ იყო, ყველასგან დაფასებული და პატივცემული ერტი აქაური ჩვეულებრივი ექიმი ირწმუნებოდა :"ის ჩვენი სტუმარი იოგია და სულაც იმ თავის ლოტოსში მჯდომი ტელაპატიურად მესუბრებაო"ზოგი ამბობს ახალგაზრდა ,თვალად და ტანად საამდ საცქერი ქალწულიაო,ზოგიც ამ ეპიტეტებს ,უცვლელად ტოვებს ,მაგრამ ვაჟიაო ირწმუნება ,ზოგისთვის მოხუცი ,ზოგისტვის კიდევ ბავშვია,ერთი კია,რომ ყველა მოუთმენლად ელოდება მის მოსვლას, თუმცა თავიანთ ჩვეულებრივ ყოველდღიურობაში ჩაფლულნი,ჩვეულებრივ ცდილობენ ეს მოლოდინი არ გაამჟრავნონ,მაგრამ მე რას გამაცურებენ,მეც მაგატნაირი ჩვეულებრივი არა ვარ? კარგი ბატონო,მაგრამ რას ჰყვებაო,რაზე საუბრობს ის შენი ვაჟ-ქალწულ-მოხუც-ბავშვიო, შემეკითხები ქეთევან და სწორიც იქნები.თითქოს ისეტ არაფერს სათხრობად რომ ღირდეს,ზღაპრებს უყვება იმ პატიოსან ხალხს, ყველას სხვადასხვას და ისინიც სულგანაბულნნი ისმენენ,მავშვობას იხსენებენ,ბავშვები ხდებიან და დადიან იმის მეორე მოსვლამდე უფროკეთილები და უფრობავშვები,მეტი რაღა გააკეთოს იმ მარად სასურველმა.იმოდონა ხალხს ქალაქის მოედანზე სუფრას ხომ არ გაუშლის და ჩაფებით ღვინოს ხომ არ დაალევინებს ანდა როგორ გასწვდება, თუმცა იქნებ არ კი მეკითხებოდი და მე რაღას ვცხარობ? ჰოდა ეხლა ,ბოლოს რომ ესტუმრა ქალაქს, მეც იქ გახლდით და მოგეხსენება ახლაც აქ ვიმყოფები. მთვარის სავსეობის ჟამს შუაღამის მოახლოებისას დაიძრა დიდ-პატარა და რატუშის წინ რომ მოედანია იმ მოედნისკენ გაემართა და მეც მათ კვალდაკვალ. მივდივარ და ჩემი თავისა მიკვირს ,ამ ოხრად გაგიჟებულ ,აცეტებულ ხალხს რომ მივყვები.თან არ მჯერა ,თანაც მაინტერესებს.მივედიტ მოდეანზე და ქალაქის ყურადღებიანი მმართველობის მიერ ამ დღისთვის გამზადებულ სავარძლებში მოვეწყვეთ. ცოტახანში ქალაქის თავიც მოვიდა ,თავის სვეკეთილ ჯალაბობასთან ერთად,რომელთაც ტაშით შევეგებეთ(როგორც ვიცი დამსახურებულად) და სრულ შუაღამემდე დარჩენილი ათიოდე წუთი ქალაქის ჩვეულებრივ ჭორებს ვისმენდი,რომლებსაც ჩვეულებრივ აქაც ხმადაბლა ,ჩურჩულით, თვალის პაჭუნით, არ გამაგიჟოდა კაი ერთი თუ ძმათი Hყვებიან. და აი ,ჩამოკრა ზარმა და სიჩუმეში,რომელსაც მეწამული იისფერი დაჰკრავდა,არმხარიდან გვესტუმრა ის,ასე მუდამ სალოდინე და სანატრელი.იმან თხრობა იცოდა .... ყველაზე დიდი მეზრაპრეც კი ტუჩრძეშეუმშრალი ბალღი იყო მასთან შედარებიტ. სხვისი ზღაპრებისა რა გითხრა ,არ ვიცი რაზე იყო ,ჩემი კი....აბა,მე იმას რას გავუტოლდები, მაგრამ ვეცდები როგორც დამამახსოვრდა მოგიყვე.ზღაპარს ერქვა, ჰო ზღაპარს გრძელი და უცნაური სახელი ერქვა და ცოტათი შენძეც იყო. დავიტთ აქ შევწყვეტ და საღამოს გავაგრძელებ თორემ ვეღარ ვასწრებ , უდროობის.. აბა არ მოიწყინო,საღამომდე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ბიძია ჰარი, ჩვეულებრივ სიზმრებშიც კი არის ხოლმე არაჩვეულებრივი რამეები, ოღონდ უნდა დაინახო... მეც დიდხანს ვერ ვხედავდი... მერე დავამუღამე და სათვალით ვიძნებ ხოლმე.მეკიტხებიან რატომო? ასე სიზმრებს უკეთ ხვედავმეტთქი, ვპასუხობ და რამე.. :)) გუშინ სულაც ანიმაციური სიზმარი ვნახე... მეც ანიმაცია ვიყავი და სპეცეფექტებიც რა მაგარი იყო იცი ? :)) :-* ბიძია ჰარი, ჩვეულებრივ სიზმრებშიც კი არის ხოლმე არაჩვეულებრივი რამეები, ოღონდ უნდა დაინახო... მეც დიდხანს ვერ ვხედავდი... მერე დავამუღამე და სათვალით ვიძნებ ხოლმე.მეკიტხებიან რატომო? ასე სიზმრებს უკეთ ხვედავმეტთქი, ვპასუხობ და რამე.. :)) გუშინ სულაც ანიმაციური სიზმარი ვნახე... მეც ანიმაცია ვიყავი და სპეცეფექტებიც რა მაგარი იყო იცი ? :)) :-*
7. ოჰო.ოოო. . . ოჰო.ოოო. . .
6. ძალიან, ძალიან საინტერესოა..... ეს არმხარიდან მოსული სასურველი მზღაპრე...;) ვეძებ გაგრძელებას..... ;) ძალიან, ძალიან საინტერესოა..... ეს არმხარიდან მოსული სასურველი მზღაპრე...;) ვეძებ გაგრძელებას..... ;)
5. რა თბილია და საამო... არმხარეში მინდა...5 როდის დადგება საღამ? -, მოთმინება არ გინდა?... რა თბილია და საამო... არმხარეში მინდა...5 როდის დადგება საღამ? -, მოთმინება არ გინდა?...
4. ვაიმეეე სიზმრებიოოო რა მაგარიაააააააა!!!ნეტკა დროა ჩვენი ვარდისფერი პუანტები ჩავიცვათ და სიზმრებში ვისეირნოთ ;)ჰარირამა მაგარი ხარ ვაიმეეე სიზმრებიოოო რა მაგარიაააააააა!!!ნეტკა დროა ჩვენი ვარდისფერი პუანტები ჩავიცვათ და სიზმრებში ვისეირნოთ ;)ჰარირამა მაგარი ხარ
3. ვაიმეეე სიზმრებიოოო რა მაგარიაააააააა!!!ნეტკა დროა ჩვენი ვარდისფერი პუანტები ჩავიცვათ და სიზმრებში ვისეირნოთ ;)ჰარირამა მაგარი ხარ ვაიმეეე სიზმრებიოოო რა მაგარიაააააააა!!!ნეტკა დროა ჩვენი ვარდისფერი პუანტები ჩავიცვათ და სიზმრებში ვისეირნოთ ;)ჰარირამა მაგარი ხარ
2. ურუქიდან არ გიგიზავნიოო? 8-| ბევრი დაწერეთ რა ესეთი წერილები ყოვლისშემძლე ჯადოსანო :D ძალიან ევრთობი :-* ურუქიდან არ გიგიზავნიოო? 8-| ბევრი დაწერეთ რა ესეთი წერილები ყოვლისშემძლე ჯადოსანო :D ძალიან ევრთობი :-*
1. მომეწონა... კარგია:) წარმატებები მომეწონა... კარგია:) წარმატებები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|