ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალოჰა
ჟანრი: პროზა
10 აპრილი, 2015


ნარაკა

-მანდ ალა ? დედიკო მანდ ალა?
-ხო,მანდ არა !
მკაცრი ტონით გაუმეორა დედამ ბიჭუნას.

წითელი დღე
ხალხი
აჩქარებული ფეხი
აჩრქარებული გულისცემა
დღეს ყველამ უნდა მოიწყინოს
დღეს არავის ეზარება ფიქრი
დღეს ყველას წყდება გული
რა ავად მიიჩნიესო
ერთ მუშტ(რ)ად შეკრული "მრევლი"

მღვდელი :
-"სიბრაზით" აღემართენით და ისმინეთ წმინდა სახარება...

.... დიდება მოთმინებასა...
მოუსვენრობისგან მძიმედ სუნთქავდა მოხუცებული ქალბატონი პენსიის რიგში ...
მოთმინების ფიალა ევსებოდა ბანკში მეოთხე ოპერატორს...
უარი გონებრივ სელექციას მინდა სიტყვები ლაქებად იქცნენ ..
როდესაც კალამს იღებ და უბრაოდ წერა-სულის ამოძრავება გინდა, ბგერების ნაკადი მოჟონავს,გონებაში ილექება, ცნობიერება ირთვება,სხეული მექანიკური ძრავივით მოძრაობაში მოდის...
სამოთხეში იქნება კარგი მუსიკა, ჯოჯოხეთში განუწყვეტლივ ივლიან მანქანები ....
თვალები - ხის პატარა ნავი შტორმიან ზღვაში ...

მშია საჭმელი  მე შევისუნთქე ცდილობდა შემოეღწია ჩემ კანშიც გავქვავდი ვიყიდე ბილწიერების საშვი საყოველთაო ორგია გულისრევა დარჩი ბავშვი , ბავშვი რომელიც კიდევ იკითხავს მანდალა ს





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები