ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გულისტუზა
ჟანრი: პოეზია
7 მაისი, 2015


მთვრალი ლექსი

გადაუღებლად წვიმდა
მიწას ეწვოდა კანი
და მე არ მეცვა წინდა.
ჩემი პატარა ტანი
გეკვროდა როგორც სურო
ტოტებდაბერილ მუხას.
და შევუკეთეთ ცეცხლი
ვნების ფეთქებად ბუხარს.
გაღვიძებული აფთრის
მზერა დნებოდა ტანზე,
და ნიაღვარად მოვარდნილ
გრძნობის მღელვარე ზღვაზე
მე ვისრუტავდი შენგან
ათასგზის ნანატრ სითბოს,
შენი ღიმილი მწველი
განმეორებას ითხოვს
ჩემში. და როგორც ზამთრის
ყინვისგან დამზრალ ხეებს
ათბობთ მაისის დარი -
ასე მითბობდი ხელებს
ოფლის მძივებს და სურნელს
ვისუნთქავ შენით მთვრალი
არ ვიცი მე სხვა ვინმე
დღეს მე ვარ შენი ქალი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები