წუხრას ჯიხვმა რქები ქარაფს შეალეწა, შუნნი დაფრთხვნენ,ვით ღამეში ქალწულები, ღამემ თითქოს ლურჯა ზეცას შეახვეწა ვარსკვლავები,ლეგა მთვარის დად-წულები. რძისფერ ნისლებს მოეძერწათ ხატად სახე, შემო-მე-გულ-სისხლისფერად დაგიჩემე, ნუ დამძრახავ ჩემო,წუხელ ისევ გნახე, ისევ გნახე თუ სახება დავიჩემე?! ნურას მეტყვი,იქნებ წუხრას ქარი ჰყეფდა და შუნებიც მიტომ ქარაფს ევლებოდნენ, გულის გულში არაგვივით ცრემლი ჩქეფდა, ორწყალშუა ოცნებები მელეოდნენ. მოვდიოდი და მოვყავდი შენთან ჩემო, ლურჯ ოცნებებს,სახე-გულ-სულ გაცვეთილებს, მზის სადარად ძველებურად ისევ გჩემობ, შენზე ფიქრი შავ ღამეებს მალეწინებს. წუხრას ჯიხვმა რქები ქარაფს შეალეწა, შუნნი დაფრთხვნენ,ვით ღამეში ქალწულები, ღამემ თითქოს ლურჯა ზეცას შეახვეწა ვარსკვლავები,ლეგა მთვარის დად-წულები. ქეთი ზვიადაური
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. სასიმღერო ხასიათის ფრაზებია, ექსპრესიონისტულია ელვა მასში:)ეგ ლექსები შენი ორეულებია?:)) შუნთა შორის შენაც გხედავ ჩემ აღქმაში :))
სასიმღერო ხასიათის ფრაზებია, ექსპრესიონისტულია ელვა მასში:)ეგ ლექსები შენი ორეულებია?:)) შუნთა შორის შენაც გხედავ ჩემ აღქმაში :))
21. მომეწონა. წარმატებები ავტორო. მომეწონა. წარმატებები ავტორო.
20. რამდენიმე კვირაა აქ ვერ შემოვედი,გამოცდების გამო და რამხელა სასწაული დამხვდა.არ ველოდი.ყველას ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონო თამარ მართალი ბრძანდებით,მაგრამ როდესაც ამ საიტზე ვრეგისტრირდებოდი მეგონა ყველა ნიკით უნდა ყოფილიყო აქ და ისე მოხდა,რომ მეც მიღმახეველი ავირჩიე. რამდენიმე კვირაა აქ ვერ შემოვედი,გამოცდების გამო და რამხელა სასწაული დამხვდა.არ ველოდი.ყველას ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონო თამარ მართალი ბრძანდებით,მაგრამ როდესაც ამ საიტზე ვრეგისტრირდებოდი მეგონა ყველა ნიკით უნდა ყოფილიყო აქ და ისე მოხდა,რომ მეც მიღმახეველი ავირჩიე.
19. ამ ლექსმა მეორედ შემომიყვანა ამ გვერდზე. ეს კი ნიშნავს, რომ ძალიან მომეწონა! :)
ქეთი, თუ ლექსების ბოლოს საკუთარ სახელსა და გვარს მიუწერ, (ქეთი ზვიადაური!) მაშინ რა საჭიროა ეს ნიკი "მიღმახეველი" ?
არ გირჩევნია, საკუთარი სახელ-გვარით აქვეყნო-ხოლმე შენი შემოქმედება? ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია... და შენ როგორც გინდა, ისე მოიქეცი... :) ამ ლექსმა მეორედ შემომიყვანა ამ გვერდზე. ეს კი ნიშნავს, რომ ძალიან მომეწონა! :)
ქეთი, თუ ლექსების ბოლოს საკუთარ სახელსა და გვარს მიუწერ, (ქეთი ზვიადაური!) მაშინ რა საჭიროა ეს ნიკი "მიღმახეველი" ?
არ გირჩევნია, საკუთარი სახელ-გვარით აქვეყნო-ხოლმე შენი შემოქმედება? ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია... და შენ როგორც გინდა, ისე მოიქეცი... :)
18. მოვდიოდი და მოვყავდი შენთან ჩემო, ლურჯ ოცნებებს,სახე-გულ-სულ გაცვეთილებს, მზის სადარად ძველებურად ისევ გჩემობ, შენზე ფიქრი შავ ღამეებს მალეწინებს.
გემრიელი ლექსია! :)
მოვდიოდი და მოვყავდი შენთან ჩემო, ლურჯ ოცნებებს,სახე-გულ-სულ გაცვეთილებს, მზის სადარად ძველებურად ისევ გჩემობ, შენზე ფიქრი შავ ღამეებს მალეწინებს.
გემრიელი ლექსია! :)
17. lamazia marTlac lamazia marTlac
16. სათაურზე ვფიქრ:)ობ,აუცილებლად უნდა შეიცვალოს :) სათაურზე ვფიქრ:)ობ,აუცილებლად უნდა შეიცვალოს :)
15. ლამაზი ლექსია და ეს "ჩემო" არ მიყვარს რა,, ლამაზი ლექსია და ეს "ჩემო" არ მიყვარს რა,,
14. ლამაზი ლექსია! ლამაზი ლექსია!
13. ძალიან დიდი მადლობა :-* ძალიან დიდი მადლობა :-*
12. "ვარსკვლავები,ლეგა მთვარის დად-წულები."... ლამაზია...შემოგივლით ხოლმე...:-* "ვარსკვლავები,ლეგა მთვარის დად-წულები."... ლამაზია...შემოგივლით ხოლმე...:-*
11. ყოჩაღ! მართლა ლამაზია! 555555555555 ყოჩაღ! მართლა ლამაზია! 555555555555
10. 18 წლის ასაკში,შარშანწინ ხევსურეთში,საღამოს შემომეწერინა :) მადლობა,გაიხარეთ. 18 წლის ასაკში,შარშანწინ ხევსურეთში,საღამოს შემომეწერინა :) მადლობა,გაიხარეთ.
9. მეც გადავუფრინე ახლა მაგ ქარაფებს.
უღმერთოდ ლამაზი იყო მე და ჩემმა ღმერთმა! მეც გადავუფრინე ახლა მაგ ქარაფებს.
უღმერთოდ ლამაზი იყო მე და ჩემმა ღმერთმა!
8. ჩემო დედოფალო:)
წუხრას ჯიხვმა რქები ქარაფს შეალეწა, შუნნი დაფრთხვნენ,ვით ღამეში ქალწულები...
ნურას მეტყვი,იქნებ წუხრას ქარი ჰყეფდა
გულის გულში არაგვივით ცრემლი ჩქეფდა,
შენზე ფიქრი შავ ღამეებს მალეწვინებს... +++++ ჩემო დედოფალო:)
წუხრას ჯიხვმა რქები ქარაფს შეალეწა, შუნნი დაფრთხვნენ,ვით ღამეში ქალწულები...
ნურას მეტყვი,იქნებ წუხრას ქარი ჰყეფდა
გულის გულში არაგვივით ცრემლი ჩქეფდა,
შენზე ფიქრი შავ ღამეებს მალეწვინებს... +++++
7. სათაურზე ვფიქრობ დიდი ხანია,იქნებ მოვიფიქრო კიდეც მალე... მთელი ხანია თქვენს ბედუინს ვკითხულობ,"კობრების ქორწილს" გავერიდე და ახალ სამალავს ვეძებ... მთელი სულით და გულით ჩამითრია,მეც ხომ ყოფილი აღმოსავლეთმცოდნე ვარ,მართალია მხოლოდ ერთი კურსი,მაგრამ ძალიან ჩემია ეს ყველაფერი. სათაურზე ვფიქრობ დიდი ხანია,იქნებ მოვიფიქრო კიდეც მალე... მთელი ხანია თქვენს ბედუინს ვკითხულობ,"კობრების ქორწილს" გავერიდე და ახალ სამალავს ვეძებ... მთელი სულით და გულით ჩამითრია,მეც ხომ ყოფილი აღმოსავლეთმცოდნე ვარ,მართალია მხოლოდ ერთი კურსი,მაგრამ ძალიან ჩემია ეს ყველაფერი.
6. დიოგენეს საძმოვ, აქ გამოცხადდი, მგონი დაიკო გამოგიჩნდათ... :)
კარგია ძალიან, სათურს ამას დაუტოვებთ?
5.
დიოგენეს საძმოვ, აქ გამოცხადდი, მგონი დაიკო გამოგიჩნდათ... :)
კარგია ძალიან, სათურს ამას დაუტოვებთ?
5.
5. კარგი გოგო ხარ ქეთი. არ შეწყვიტო წერა5+ კარგი გოგო ხარ ქეთი. არ შეწყვიტო წერა5+
3. დიდი მადლობა :) ყოველთვის მახარებს და სტიმულს მაძლევს თქვენი შეფასებები. დიდი მადლობა :) ყოველთვის მახარებს და სტიმულს მაძლევს თქვენი შეფასებები.
2. რა ლამაზი კადრით იწყება.
ეს რომ ჩვეულებრივი, სალიტერატურო ენით იყოს დაწერილი, მოსაწყენიც კი იქნებოდა, ახლა კი ისეთი ემოციურია, ისეთი დამაჯერებელი...
რა ლამაზი კადრით იწყება.
ეს რომ ჩვეულებრივი, სალიტერატურო ენით იყოს დაწერილი, მოსაწყენიც კი იქნებოდა, ახლა კი ისეთი ემოციურია, ისეთი დამაჯერებელი...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|