ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიღმახეველი
ჟანრი: პოეზია
5 სექტემბერი, 2015


უღმერთოდ მივაგდოთ ცივილიზაცია...

ბოროლას თავზე,
მე,
შენ
და ღამე,
ჩვენიდან-ზეცამდე ლეგა ნისლები,
დავტოვოთ ქალაქის უფერო მთვარე,
დავკრიფოთ კესანე-ლურჯთვალა მისნები.
არ მინდა ფირუზი,ლალი,
და ალმასი,
შენ მყავდე,
შენით
და საშენოდ ვიცოცხლებ,
სადაც არაგველი ცხოვრობდა სამასი,
ჩვენც დავზრდით შვილებს და
ისევე ვიცხოვრებთ,
იმ მთების წიაღში,
სადაც,რომ ოდითგან,
ჩნდებოდნენ ბოკვრები-
ლომების ღრიალში.
წავიდეთ,
ქალაქი მიხუთავს ფილტვებს და
ბოროლას ახლაც,ხომ ქათიბი აცვია
წავიდეთ
ფერები ვუკარგოთ სიტყვებს და
უღმერთოდ მივაგდოთ ცივილიზაცია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები