 | ავტორი: სელინი ჟანრი: პროზა 11 დეკემბერი, 2015 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ცენტრალურ ტრასაზე მოსახვედრად კ.-მ გზის მოჭრა გადაწყვიტა. აუხვია პირველივე ვიწრო ასახვევში. წინ უცნაური სანახაობა გადაეშალა, რომელმაც არასასიამოვნო შეგრძნება დაუტოვა. შებინდებულიყო. გზა ორივე მხრიდან დაჩიავებული ქოხებით იყო გარშემორტყმული, რომლებიც მაცხოვრებლებს დამარხვით ემუქრებოდნენ. ფანჯრებს მიღმა ადამიანები გაარჩია, რომლებიც შუშებზე სახემიდებულები ეშაფოტზე მიმავალი დამნაშავესავით უთვალთვალებდნენ. ფანჯრებმა ცარიელი თვალის ბუდეები მოაგონა, რომლებმაც მის წარმოსახვაში შენობები თავის ქალებად აქციეს. წამით გრძნობა გაუჩნდა, რო იმ უხსოვარ დროში განიცადა ტელეპორტაცია, როდესაც ბუნებამ პლანეტაზე მცხოვრები ხალხის ნაკვთებში ჯერ საბოლოო კორექტივები არ შეიტანა და ზომებით ისინი დინოზავრებს არ ჩამოუვარდებოდნენ. იგი უსაზღვრო უდაბნოს ცენტრში დგას, სადაც დროის საფარის ქვეშ მისი წინამორბედები მარხიან, ხოლო მათ მონოლითებად ქცეულ ამოშვერილ თავებზე მიცვალებულების სულები დაფრინავენ და ამდენი ხნის შემდეგ სიკვდილის ხეობაში პირველად მოსულ სტუმარს ესალმებიან. წინ კიდე უფრო არასასიამოვნო სიურპრიზი ელოდა. ტრასაზე არანაირი მოძრაობა არ შეინიშნებოდა. მიმოიხედა. გზის მარცხენა მხარე ჩამოშლილიყო, თითქოს მასზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. მარჯვენას სქელი ნისლი ფარავდა, რომელიც კ.-ს მიახლოებასთან ერთად მსუბუქი კვამლის ფარდასავით გაიფანტა და საშუალება მისცა მოშორებით ეკლესია დაენახა. კონსტრუქციით იგი შუა საუკუნეების გოთიკურ ტაძარს უფრო წააგავდა, რის გამოც არქიტექტურული კონტექსტიდან ამოვარდნილი ჩანდა. მთავარი ნაგებობის გვერდებზე მიშენებული იყო ორი დაბალი ეკვდერი. თავში გაჩენილმა მკრეხელურმა ასოციაციამ ხასიათი ცოტა გამოუკეთა. უეცრად შეამჩნია - ეკლესიის თავზე სივრცობრივი მატერიის უცნაური გარდაქმნა მიმდინარეობს. თითქოს უხილავი მხატვარი ფუნჯს ცაზე როგორც ტილოზე ისე ატარებდა. თვალის მოუშორებლად კ. ცის ცვლილებას შესცქეროდა. ეგონა მხატვრობის მორიგ შედევრს იხილავდა, რომლის წინაშეც ყველა მისი წინამორბედი გაფერმკრთალდება. მოლოდინს იმედგაცრუება მოყვა, რამეთუ ზარმაცი მხატვრის ნამუშავარი მხოლოდ უფორმო მასის შენადედი აღმოჩნდა. მაგრამ როდესაც მისი ფართო ჩრდილი ეკლესიას არწივივით ჩამოაწვა და გუმბათი წაუშალა, კ. ჩაწვდა მიმდინარე მოვლენას. ფორმით ღრუბელი იმას წააგავდა, ვის თაყვანისმცემლებსაც რელიგიის დამცველების კურთხევით სასტიკი წამებითა და ცეცხლში მოხრაკვით სჯიდნენ. ეხლა კი დიადი შურისძიების დღე დადგა. საუკუნეების მანძილზე ჰაერში დაგროვილი ფერფლი ვებერთელა, ფაფარიან არსებად გადაიქცა, რომელიც ხახადაღებული ემზადება შეთქვლიფოს ეს ცოდვაში ჩაფლული შენობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე მხოლოდ მისი ცრუ მქადაგებლების ღორული მადის დაკმაყოფილებას და მათი დანაშაულების გამართლებას ემსახურებოდა. ეკლესიასთან მიახლოებისას კ.-ს ხმაური მოესმა, რომელსაც როგორც წესი ხალხის დიდი რაოდენობა ქმნის. მასიურ ჭიშკარს მეტროს ბოლო გაჩერების ესკალატორის მსგავსად ხალხი მიწყდომოდა. უკანა რიგები ძლიერი ნაკადით აწვებოდნენ, რათა წინებთან ადგილებით შეცვლილიყვნენ. უწესრიგო ჭყლეტვა უკვე მზად იყო ქაოსში გადასულიყო, როდესაც სიგნალმა მოუსწრო. ჰაერი ზარის ხმისგან შედრკა, რომელიც მიდამოებში ვიბრირებული ექოთი გავრცელდა. მას ხარხარი შეერია, თითქოს თვით ჯოჯოხეთიდან. კ.-მ ხმის მიმართულებით გაიხედა. გუმბათიდან კარიკატურული ჯვარცმა ამოიზნიქა, გაშტიკინებული, ონკანის ფორმიანი ფალოსით. იქიდან ჩამოკონწიალებული თოკი მასზე დაკიდებული ადამიანის ძალისხმევით ქანქარასავით ქანაობდა, რომელიც ყოველ გონგს ისტერიულ სიცილს აყოლებდა. 12 დარტყმის შემდეგ, როგორც მეხანძრე გამოძახებისას ქვემოთ ჩამოსრიალდა და მიწაზე დახტომისთანავე გასუსულ ხროვას მიაჩერდა. გაისმა ჩხარუნი და კარი ჟანგიანი ჭრიალით გაიღო. ხალხმა ჯიკაობით შეძრომა დაიწყო. შესასვლელთან ახლოს მხოლოდ ორი ხელჩაკიდებული ბიჭი დარჩა. ეკლესიის ეზოში განთავსებული იყო ბაზარი, სადაც საეკლესიო ატრიბუტიკას ყიდდნენ. - აბა, მობრძანდით! - გახარებული ეძახდა კლიენტებს მსუქანი მღვდელი. - ქრისტეს ხატები, ნებისმიერ ფასად. არის სპეციალური ფასდაკლებითაც. რეკლამამ მოხუცი ქალი დააინტერესა. ხანგრძლივი დათვალიერების შემდეგ ყველაზე იაფიანი ჯვარი შეარჩია, რითაც გამყიდვლის უკმაყოფილება გამოიწვია. - ამ ბიჭმა თავი შენთვის გაწირა, შენ კიდე ფული გენანება?! - განრისხდა მამაო. - აქ სექს-შოპი არაა, ვიბრატორს კი არ არჩევ შე კრიჟანო ბებერო ბოზო! ეს ჯვარია, რომელზეც უნდა ილოცო და შენი სუნიანი ნაბიჭვრების დაცვა სთხოვო. ყველაზე იაფიან ჯვარს ეგ ფუნქცია არ გააჩნია. ეგეთი ნავაროტკები მარტო ძვირადღირებულ მოდელებს აქვთ. სახეზეც უფრო ლამაზია. არიან ალენ დელონის, გრეგორი პეკის, მარლონ ბრანდოს, დი კაპრიოს, ბრედ პიტის მსგავსები. ყველაზე ძვირიანიდან კი შუაღამეს, ტრუსიკიდან, გუგულივით, ხუთიოდე წამით ბალაყანა გამოხტება და შანსი გეძლევა მოუწოვო. თუ რჩეული ხარ წმინდა სპერმას გაპკურებს, რაც სასტუმრო “სამოთხეში” ლუქსის დაჯავშნის ტოლფასია. ბაზრის ცენტრში აღმართული იყო ბაქანი, მაღალი ჯვრით, რომელსაც ორი სტრიპტიზიორივით ჩაცმული მონაზონი პილონად იყენებდა. წრეში შეკრული კაცები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. ერთი მონაზონი მოწონებულ კლიენტთან მუხლებზე მიხოხდა. კაცმა ლიფშიც და ტანგაშიც ფული ჩაუტენა. - ჰეი, აქეთ! - გაჰკიოდა მონაზონი, შესახედაობით და მანერებით სუტენიორი. -ღვთისმშობლის ხატების ახალი პარტია მივიღეთ, სპეც-შუშის დაფარულობით. როცა მარჯვნივ ხრი მარიამი მკერდს აჩვენებს, მარცხნივ - წმინდა ხვრელს. არის მერლინ მონროს, გრეის კელის, ბრიჯიტ ბარდოს, იზაბელ აჯანის და მრავალი სხვა ლამაზმანის სახით. ბაზრის გვერდით დიდი კოცონი ენთო. მასთან ხალხი მიდიოდა და ძველ ხატებს ყრიდა. - როგორც იქნა მოტვინეს, - უთხრა ერთმა გეიმ მეორეს. - გინახია წმინდანები მაგ ხატებზე? - მერე? - ვერ ამჩვენ ვერანაირ მსგავსებას? - ვისთან? - ეკლესიის მსახურებთან და მათ ზომბირებულ მრევლთან. როგორ შეიძლება წმინდანს ეგეთი სიფათი ქონდეს? ყველა დაღვრემილია. ხო უნდა გსიამოვნებდეს მათი ყურება. - შეიძლება მაგაში ის აზრი დევს, რო ეგეთი მახინჯი და ჩვეულებრივი ხალხიც შეიძლება იყოს წმინდანი. - არა, გამორიცხულია. ეგეთი სახის ადამიანი არ შეიძლება სიწმინდეს ანსახიერებდეს. მაგაში მარტო ერთი აზრია. ეგ ჩათლახები საკუთარ თავს ხატავდნენ და საკუთარ თავზევე ლოცულობდნენ. - ერთი მაგათი დედაც! რა დროს ხატებია. მარტო რიგითი ისტორიული ფიქციაა, რომლის გარეშეც დღეს მშვენივრად ცხოვრობენ. აი საკმარისია ინტერნეტი და ფეისბუკი გამორთონ, რო მეორე დღესვე მასიური ნევროზის ეპიდემია იფეთქებს. ასე რო დღეს ჭეშმარიტი წმინდანები არიან ბილ გეითსი და მარკ ცუკერბერგი. ხატებზე ისინი უნდა იყვნენ გამოსახული. ბიჭებმა გულიანად გაიცინეს, ერთმანეთი ტუჩებში გემრიელად ჩასაზეს და იქაურობას გაეცალნენ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. ასეთი ნაწერების ეშინიათ. . კი..
ასეთი ნაწერების ეშინიათ. . კი..
15. ამნაირ ''გენიალურ ნაწარმოებებს'' სატირა, ცხვრის ტყავებივით აცვიათ, დასავლურმა ლიბერასტიზმმა ჩვენთან ლიტერატურაში-ც ახალ ტენდენციას მისცა ბიძგი და მრავალიც აბიძგინდა ამ ტაბუთი აუთვისებელ ნოყიერ მიწაზე, არანაირი საზღვრები, არანაირი ''წითელი შუქნიშნები''. მიდის არაპირდაპირ ღმერთის და სიწმინდეების კრიტიკა დაცინვა, რაც მეტია ამის გმობა საზოგადოებისგან, მით უფრო მეტია ამდაგვარ ''მწერლებში''განცდა ნაწარმოების მნიშვნელოვნობისა,პოპულარობისა,თითქოს ბნელი საზოგადოებისგან განრიყული გმირები არიან რომლებმაც გაბედეს და ნაბიჯები პირველებმა გადადგეს ლიტერატურით.წერე ყველაფერზე,,შეგიძლია ღმერთზე რაც გინდა ის ილაპარაკო. მეც შემიძლია როგორღაც მოვიწონო,შევიწყნარო ყველაფერი ეს საოცრებები, მაგრამ ვემიჯნები ესეთ სატირას ამნაირ ``გენიალურ ნაწარმოებებს`` სატირა, ცხვრის ტყავებივით აცვიათ, დასავლურმა ლიბერასტიზმმა ჩვენთან ლიტერატურაში-ც ახალ ტენდენციას მისცა ბიძგი და მრავალიც აბიძგინდა ამ ტაბუთი აუთვისებელ ნოყიერ მიწაზე, არანაირი საზღვრები, არანაირი ``წითელი შუქნიშნები``. მიდის არაპირდაპირ ღმერთის და სიწმინდეების კრიტიკა დაცინვა, რაც მეტია ამის გმობა საზოგადოებისგან, მით უფრო მეტია ამდაგვარ ``მწერლებში``განცდა ნაწარმოების მნიშვნელოვნობისა,პოპულარობისა,თითქოს ბნელი საზოგადოებისგან განრიყული გმირები არიან რომლებმაც გაბედეს და ნაბიჯები პირველებმა გადადგეს ლიტერატურით.წერე ყველაფერზე,,შეგიძლია ღმერთზე რაც გინდა ის ილაპარაკო. მეც შემიძლია როგორღაც მოვიწონო,შევიწყნარო ყველაფერი ეს საოცრებები, მაგრამ ვემიჯნები ესეთ სატირას
14. ხო, სექსი თუ ფიგურირებს სათაურში, ე.ი. მოროშკინას ხელი ურევია )) სექსი დიდი ქალაქში, მაგის იდეა იყო.
აქ სწორედ რო ისეა, როგორც წერია. იმ ადამიანს, ვის სახელსაც ვიღაც-ვიღაცეები სათავისოდ იყენებენ და ცხოვრება აიწყეს, დღევანდელ გურჯისტანში რო ენახა რა ხდებოდა, ბრეივიკს მოუწყობდა ყველა ეკლესიაში მყოფს. ხო, სექსი თუ ფიგურირებს სათაურში, ე.ი. მოროშკინას ხელი ურევია )) სექსი დიდი ქალაქში, მაგის იდეა იყო.
აქ სწორედ რო ისეა, როგორც წერია. იმ ადამიანს, ვის სახელსაც ვიღაც-ვიღაცეები სათავისოდ იყენებენ და ცხოვრება აიწყეს, დღევანდელ გურჯისტანში რო ენახა რა ხდებოდა, ბრეივიკს მოუწყობდა ყველა ეკლესიაში მყოფს.
13. და ყოველთვის ისე არ არის ყველაფერი, როგორც ამას ჩვენ ვხედავთ. და ყოველთვის ისე არ არის ყველაფერი, როგორც ამას ჩვენ ვხედავთ.
12. არ წამიკითხავს, უბრალოდ მინდა აღვნიშნო რომ "მოროშკინას მანევრი" მოძველდა. არ წამიკითხავს, უბრალოდ მინდა აღვნიშნო რომ "მოროშკინას მანევრი" მოძველდა.
11. არაფერი ამბავიც არ ატყდება :))) ძალიან მომეწონა, წინას მეორე ნაწილისაგან განსხვავებით :))) კი აქვს ინტრიგა, რომ რაღაც უნდა ატყდეს, საერთოდ მსგავსი ნაწარმოებები უფრო ალაპარაკებს მკითხველს და უფრო გაყიდვადიც არის... ვნახოთ შემდეგიც :)))) არაფერი ამბავიც არ ატყდება :))) ძალიან მომეწონა, წინას მეორე ნაწილისაგან განსხვავებით :))) კი აქვს ინტრიგა, რომ რაღაც უნდა ატყდეს, საერთოდ მსგავსი ნაწარმოებები უფრო ალაპარაკებს მკითხველს და უფრო გაყიდვადიც არის... ვნახოთ შემდეგიც :))))
10. აქ ამბავი ატყდებააა. მოიცა ცოტა ხანი. :) აქ ამბავი ატყდებააა. მოიცა ცოტა ხანი. :)
9. არა, დიდები მარტო წიგნად თუ გამოვა. ესე 3 დღეში ერთხელ დებას აზრი არა აქ.
არი სელინი ქართულად, "მოგზაურობა ღამის დასალიერში", მისი საუკეთესო რომანი. მგონი თსუ-ს თუ ილიას უნის აქვს მაღაზიაში. ბუკოვსკისთან არანაირი კავშირი არა აქ. ის მწერალი იყო, ეს კიდე ვიღაც ბომჟი, რომელიც მარტო იმაზე წერდა, შევედი კაფეში, ქალი გავიცანი და გავჟიმე. არა, დიდები მარტო წიგნად თუ გამოვა. ესე 3 დღეში ერთხელ დებას აზრი არა აქ.
არი სელინი ქართულად, "მოგზაურობა ღამის დასალიერში", მისი საუკეთესო რომანი. მგონი თსუ-ს თუ ილიას უნის აქვს მაღაზიაში. ბუკოვსკისთან არანაირი კავშირი არა აქ. ის მწერალი იყო, ეს კიდე ვიღაც ბომჟი, რომელიც მარტო იმაზე წერდა, შევედი კაფეში, ქალი გავიცანი და გავჟიმე.
8. ავტორო, სათაურის არ შემოვყოლივარ ნამდვილად. ასეთ ”გამოწვევაზე” არ მაქვს მაღალი აზრი. ნაწარმოებების ჩამონათვალში დავინახე ახალი და იმიტომ გესტუმრეთ. თუ არ გინდა რა პრობლემაა. აღარ მოვალ დე ეგ იქნება. თქვენც კარგად და მეც კარგად. :)
ავტორო, სათაურის არ შემოვყოლივარ ნამდვილად. ასეთ ”გამოწვევაზე” არ მაქვს მაღალი აზრი. ნაწარმოებების ჩამონათვალში დავინახე ახალი და იმიტომ გესტუმრეთ. თუ არ გინდა რა პრობლემაა. აღარ მოვალ დე ეგ იქნება. თქვენც კარგად და მეც კარგად. :)
7. სელინი საერთოდ არ ვიცი რას წერდა,არაფერი ქართულად ნათარგმნი არ არის.ბუკოვსკის მოწონებული მწერალია და ეს უკანასკნელი ვიცი რასაც წერდა (რა სტილში). ყოველშემთხვევაში თქვენ სამს, გროტესკი და ბინძური რეალიზმი , რომ მაქვემდებარებელი კავშირების გარეშე გაკავშირებთ,ფაქტია.
და ჰო - დადე დიდებიც,შევხედავთ. )) სელინი საერთოდ არ ვიცი რას წერდა,არაფერი ქართულად ნათარგმნი არ არის.ბუკოვსკის მოწონებული მწერალია და ეს უკანასკნელი ვიცი რასაც წერდა (რა სტილში). ყოველშემთხვევაში თქვენ სამს, გროტესკი და ბინძური რეალიზმი , რომ მაქვემდებარებელი კავშირების გარეშე გაკავშირებთ,ფაქტია.
და ჰო - დადე დიდებიც,შევხედავთ. ))
6. "ამ მაქვემდებარებელი კავშირების გარეშე სამწუხაროდ არ გამოდის. ესეთი ტექსტები ქართულად არ ჟღერს წესიერად."
ჟღერს, ჟღერს... :) პროსტა, მონდომება უნდა :)
გამოუშვი დიდები... ვნახოთ, შენი რა მიდის? :) "ამ მაქვემდებარებელი კავშირების გარეშე სამწუხაროდ არ გამოდის. ესეთი ტექსტები ქართულად არ ჟღერს წესიერად."
ჟღერს, ჟღერს... :) პროსტა, მონდომება უნდა :)
გამოუშვი დიდები... ვნახოთ, შენი რა მიდის? :)
5. მოკლედ რას ნიშნავს მაინც სათაური. როცა სექსი და ეკლესია ორივე ერთად ფიგურირებს, ხო საერთოდ )) ოპერაცია ვერ ჟღერდა ისე. ეს რა არი, ისეთები მაქ, ეს იმასთან საბავშო ბაღია. პროსტა დიდებია. საერთოდ რომანი მაქ, ეს ცალკე ფრაგმენტებია, მოთხრობებზე რო ქაჩავს. სელინი ესეთებს არ წერდა. ეს უფრო სხვა მწერლების სტილშია. სელინი მომაგონდა, კაფკა მინდოდა, მაგრამ უკვე აქვს ვიღაცას ეგ ნიკი. მადლობა ყველას კომენტარისთვის. მსგავსი სატირები ბევრი უნდა იქმნებოდეს.
ამ მაქვემდებარებელი კავშირების გარეშე სამწუხაროდ არ გამოდის. ესეთი ტექსტები ქართულად არ ჟღერს წესიერად.
პოეზია შეცდომითაა. თითქოს პროზა მივუთითე. აღარ შეიცვალა. მოკლედ რას ნიშნავს მაინც სათაური. როცა სექსი და ეკლესია ორივე ერთად ფიგურირებს, ხო საერთოდ )) ოპერაცია ვერ ჟღერდა ისე. ეს რა არი, ისეთები მაქ, ეს იმასთან საბავშო ბაღია. პროსტა დიდებია. საერთოდ რომანი მაქ, ეს ცალკე ფრაგმენტებია, მოთხრობებზე რო ქაჩავს. სელინი ესეთებს არ წერდა. ეს უფრო სხვა მწერლების სტილშია. სელინი მომაგონდა, კაფკა მინდოდა, მაგრამ უკვე აქვს ვიღაცას ეგ ნიკი. მადლობა ყველას კომენტარისთვის. მსგავსი სატირები ბევრი უნდა იქმნებოდეს.
ამ მაქვემდებარებელი კავშირების გარეშე სამწუხაროდ არ გამოდის. ესეთი ტექსტები ქართულად არ ჟღერს წესიერად.
პოეზია შეცდომითაა. თითქოს პროზა მივუთითე. აღარ შეიცვალა.
4. ჰოო... სელინზე რაც მსმენია,ასე უნდა წერდეს და სელინზე უკანასკნელად რაც მსმენია- ქალბატონი სიკვდილი ეძებდა. ჰოო... სელინზე რაც მსმენია,ასე უნდა წერდეს და სელინზე უკანასკნელად რაც მსმენია- ქალბატონი სიკვდილი ეძებდა.
3. ორივე ტექსტი ("სასტიკი ოპერაცია") ტექნიკურად უმაღლეს დონეზე იქნებოდა შესრულებული, რომ არა ამდენი თვალშისაცემი მაქვემდებარებელი კავშირი - რომელიც, როგორიც, სადაც, საიდანაც, საითკენაც, როდესაც...
ორივე ტექსტის კომენტარს ერთად ვწერ, რადგან ტყუპისცალებივით გვანან ერთმანეთს: ალაგ-ალაგ ზომიერებაა დაკარგული... ერთია სასურველი ეფექტი და მეორე, - რამდენად აიტანს (გადახარშვს) მკითხველის "თვალი" ყოველივე ამას?.. ნებისმიერი ხმის სენსორს თავისი მაქსიმუმი აქვს: მუდმივად ბოლო ხმაზე აწყობილი, ბულბულის ხმა იქნება თუ ყვავის, ორივე მომაბეზრებელია... კარგიც და ცუდიც ერთნაირად კარგავს ეშხს, როცა იგი ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევს. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ავტორის განზრახვა სწორედ ამგვარი ეფექტისთვის იყო მიმართული.
რაც არ უნდა იყოს, იმდენად ოსტატური ხელწერაა, რომ ძალაუნებურად კარგად განგაწყობს ნაწერი (და ავტორი, თავისთავად).
პირადად ჩემთვის ამ ეტაპზე ყველაზე საინტერესო ის არის, თუ რის თქმას აპირებს ავტორი ზოგადად ლიტერატურაში (გადავამოწმე და ერთი კვირის დარეგისტრირებულია საიტზე). ვისურვებდი, რომ ამ ერთობ შთამბეჭდავმა ფრაგმენტებმა სერიოზული ლიტერატურული სათქმელის სახე მიიღოს მომავალში და რაც მთავარია, ანალოგიური ტყუპისცალები არ მოიყოლონ ამ გვერდზე.
ორივე ტექსტი ("სასტიკი ოპერაცია") ტექნიკურად უმაღლეს დონეზე იქნებოდა შესრულებული, რომ არა ამდენი თვალშისაცემი მაქვემდებარებელი კავშირი - რომელიც, როგორიც, სადაც, საიდანაც, საითკენაც, როდესაც...
ორივე ტექსტის კომენტარს ერთად ვწერ, რადგან ტყუპისცალებივით გვანან ერთმანეთს: ალაგ-ალაგ ზომიერებაა დაკარგული... ერთია სასურველი ეფექტი და მეორე, - რამდენად აიტანს (გადახარშვს) მკითხველის "თვალი" ყოველივე ამას?.. ნებისმიერი ხმის სენსორს თავისი მაქსიმუმი აქვს: მუდმივად ბოლო ხმაზე აწყობილი, ბულბულის ხმა იქნება თუ ყვავის, ორივე მომაბეზრებელია... კარგიც და ცუდიც ერთნაირად კარგავს ეშხს, როცა იგი ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევს. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ავტორის განზრახვა სწორედ ამგვარი ეფექტისთვის იყო მიმართული.
რაც არ უნდა იყოს, იმდენად ოსტატური ხელწერაა, რომ ძალაუნებურად კარგად განგაწყობს ნაწერი (და ავტორი, თავისთავად).
პირადად ჩემთვის ამ ეტაპზე ყველაზე საინტერესო ის არის, თუ რის თქმას აპირებს ავტორი ზოგადად ლიტერატურაში (გადავამოწმე და ერთი კვირის დარეგისტრირებულია საიტზე). ვისურვებდი, რომ ამ ერთობ შთამბეჭდავმა ფრაგმენტებმა სერიოზული ლიტერატურული სათქმელის სახე მიიღოს მომავალში და რაც მთავარია, ანალოგიური ტყუპისცალები არ მოიყოლონ ამ გვერდზე.
2. ხანდახან ასეთი სილის გალაწუნება არ აწყენს არცერთ ფორმაციას და არცერთ ცივილიზაციას. ძლიერი სატირაა. არამითი 777-ის კომენტარს ვეთანხმები. მაინტერესებს სხვები როგორ კომენტარს დადებენ. აქ აუცილებლად შემოვიხედავ. ოღონც ადმინს მიწერეთ ჟანრში შეცვალოს ”პოეზია” გაქვთ მითითებული.
ხანდახან ასეთი სილის გალაწუნება არ აწყენს არცერთ ფორმაციას და არცერთ ცივილიზაციას. ძლიერი სატირაა. არამითი 777-ის კომენტარს ვეთანხმები. მაინტერესებს სხვები როგორ კომენტარს დადებენ. აქ აუცილებლად შემოვიხედავ. ოღონც ადმინს მიწერეთ ჟანრში შეცვალოს ”პოეზია” გაქვთ მითითებული.
1. ყოჩაღ! მაგარი გული გქონია,ამ ტემატიკას რომ შეეხე და ასე შიშველი მოიტანე. მე არა მგონია რომ ვინმემ რამე კომენტარი დაგიწეროს,ყოველშემთხვევაში წესიერი კომენტარი. ვფიქრობ რომ ეს პროტესტია იმ სიბნელის წინააღმდეგ,რაშიც ჩვენ გვამყოფებენ,თუმცა რაღაცრაღაცეებს ასე მძაფრად არ დავწერდი,რადგან დარწმუნებული ვარ რომ ყველა ისე ვერ გაიგებს,როგორც შენ გინდა.. აი შეიძლება მეც სხვანაირად გავიგე,ვიდრე სინამდვილეში შენ ჰფიქრობ და სწერ,შეიძლება სულაც არაფერს აპროტესტებ,მაგრამ მე მაინც მგონია რომ აქ დღევანდელი რეალობაა დასანახი... ყოჩაღ! მაგარი გული გქონია,ამ ტემატიკას რომ შეეხე და ასე შიშველი მოიტანე. მე არა მგონია რომ ვინმემ რამე კომენტარი დაგიწეროს,ყოველშემთხვევაში წესიერი კომენტარი. ვფიქრობ რომ ეს პროტესტია იმ სიბნელის წინააღმდეგ,რაშიც ჩვენ გვამყოფებენ,თუმცა რაღაცრაღაცეებს ასე მძაფრად არ დავწერდი,რადგან დარწმუნებული ვარ რომ ყველა ისე ვერ გაიგებს,როგორც შენ გინდა.. აი შეიძლება მეც სხვანაირად გავიგე,ვიდრე სინამდვილეში შენ ჰფიქრობ და სწერ,შეიძლება სულაც არაფერს აპროტესტებ,მაგრამ მე მაინც მგონია რომ აქ დღევანდელი რეალობაა დასანახი...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|