 | ავტორი: სელინი ჟანრი: პროზა 20 დეკემბერი, 2015 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
“ძვირფასო მომხმარებლებო, ბანკი იკეტება. გთხოვთ გაანთავისუფლოთ შენობა”. გამოდი ვაგინალური შლაკისგან აქოთებული, დოლარებით გადაყვლეფილი საჯდომების ზიზილ-პიპილოებიდან! “გაეთესლე ბოზო!”, ვუყვირივარ ამ დაწესებულების ხშირ სტუმარს, რომელიც თბილი ფუნთუშების ქნევით ნელა მიაბიჯებს ჩემ წინ და გულმოდგინედ ითვლის მათ გუშინდელ მონაგარს. სწორედ ისინი იღებენ უკნიდან წიხლს. ძუკნა კიბეზე გორდება და პირდაპირ ქვედა საფეხურზე მჯდომი დედაბრის წინ ენარცხება. მისი გამოჩენით მიახლოებით დროს ვიგებ. ესეიგი უკვე შვიდია დაწყებული, რამეთუ ის მკაცრად განსაზღვრული გრაფიკით მოქმედებს და ზუსტად ექვსზე მოდის. კუპიურები მის ირგვლივაა მიმოფანტული, მაგრამ ვერც კი ამჩნევს. ეს უკვე ადამიანი კი არა ინსტრუქციით მომუშავე დაპროგრამებული მანქანაა. გაადამიანებულმა ჰოლოგრამამ იცის მხოლოდ ის, რო როცა გვერდზე ვინმე ჩაუვლის უნდა წარმოთქვას ჯადოსნური სიტყვა: “დამეხმარეთ”. თხოვნა უკვე შეხორცდა ამ ადგილთან და ყოველ აქ გავლაზე მესმის. ხმაში არანაირი სიბრალული არ იგრძნობა. მათხოვარი მექანიკურად იმეორებს ამ სიტყვას იმ იმედით, რო იგი გამვლელზე მაგიურ ზეგავლენას მოახდენს და წამიერად პროგრამის გრძელი ალგორითმის ერთ-ერთ ციფრად აქცევს, რაც საკმარისი იქნება ჯიბიდან ხურდის ამოსაფხეკად და კონსერვის ქილაში ჩასაყრელად. მე არც ერთხელ არ მიმიცია, პრინციპის გამო. უარს ვაცხადებ ვიყო ამ შეუჩერებლად მომუშავე მექანიზმის რობოტი. გადავრბივარ გზაზე, რათა რაც შეიძლება მალე გავეცალო ამ წყეულ ქუჩას. მაგრამ პარალელურზე მოხვედრისას ვერანაირ შვებას ვერ ვგრძნობ, ვინაიდან ის წინას სარკისებრი ანარეკლია. წამით ვფიქრობ, ჯერ კიდე იქ ვარ. ყველა ქუჩა ხო სტაციონარული ველოსიპედივითაა. იგივე სახლები, იგივე მაღაზიები, ტელეფონის ჯიხურები, სარეკლამო დაფები, იგივე ხალხის ნაკადი, დაბეჭდილი ერთი პრინტერით, და იგივე ცხენის იდიოტური ჭიხვინი, რომელიც ჩემი ნერვების სარბენ ბილიკზე კუნტრუშობს. ნუთუ მისჯილი მაქ ამ მოსიარულე გენიტალიებსა და უნიტაზებს შორის ცხოვრება, რომელთაგანაც ვერცერთ ჭკვიანურ სიტყვას ვერ გაიგებ? მხოლოდ უსასრულო პირ-მუტელ-პროჭული დეფეკაცია. აქვე პატრულირებენ ღვთის ძღნერიდან აღმოცენებული ქონიან-ცელულიტიანი წვერებიანი მენაგვეები, რომლებიც სპერმისგან აყროლებული ანაფორებით მათივე მრევლის მოსაქმებულს წმინდავენ. უცებ ქარმა მანტია რო ააფრიალოს, ახალი თაობის აიფონს და ნიფხავში გაკვეხებულ პლეიბოის ჟურნალს დაინახავთ, რომლის გვერდებიდანაც განდონ ჩამოცმული ჯვარი იბზიკება. ეს ხალხი ანსახიერებს სიწმინდეს და ქადაგებს ღმერთის სახელით? წარმოგიდგენიათ ჯიპებზე მოგრიალე ბუდა ან წმინდა ფრანცისკი? ღიპიანი მამაოების ხელში ჯვრები რევოლვერებივითაა. მათი ლულების ქვეშ სისტემა დამპალნიადაგიან ბაღებს ამუშავებს, საიდანაც ეკლესიები, რელიგიური მიმდინარეობები და ახალი სექტები აღმოცენდებიან. ისინი ამოდიან როგორც ძირმაგარები სიფილისიანი ყლით ნატყნავი ტრაკიდან, ყოველი ტყაპუნით სკდებიან და გარემოს ჟუჟღით რწყავენ. მისით განოყიერებული ასფალტიდან ჩირქინი ბუტონებით იზრდებიან ნარკო-დილერებთან შეკრული ძაღლები, მანიაკი-მკვლელები და სხვა ბიო-ნაგავი. ქუჩების ვიწრო ყელიდან ბრბო ისხმევა როგორც სეკრეცია მუტლიდან, რომელმაც მისცა ჟონვა. დიახ, დიახ, მუტლიდან. არ მოგესმათ. ეს ქალაქი ერთი დიდი ორგანიზმია, ადამიანის მსგავსად კონსტრუირებული ანტროპომორფული ქმნილება, ხალხი კი მასში გუმორალური ფაქტორები, რომლებიც ქუჩების ვარიკოზულ ვენებში ცირკულირებენ. მოლაპარაკე ერთნაირი სიტყვებით, მომღიმარე ერთნაირი ღიმილით, ერთნაირი საქონლური სიფათებით, ისინი დახტიან როგორც ხარები მათი დახოცილი საძმოს ცოდვებისგან გამოსყიდვის დღეს. ჩქარა უნდა გაიქცე, რო რქებზე არ დაგასვან. მსოფლიო უსასრულო ლაბირინთია, გახვეული მარტოობის რადიოაქტიურ სუდარაში. სიმყარისთვის ბადეთია მოჭერილი, რომელიც დაწნეს დედამიწის დიადმა სპაიდერმენებმა, ბილ გეითსმა და მარკ ცუკერბერგმა, რათა ხალხი შეეშვას ცდებს იპოვონ გამოსავალი. ამ წესის დამრღვევს იმწუთასვე ეშაფოტზე მიაბრძანებენ, სადაც აჯანყებულებს შეუჩერებლივ ფქვავს კანონის ჩლიქი. საოცარი ციხეა, მომცინავი პატიმრებზე, რომლებიც მისი ერთობლივი აშენებით საკუთარი ნებით იქცნენ რკინა-ბეტონის მონებად. ყველა კამერას თავისი ცა აქვს. საკმარისია ის შტეფსელს მიაერთო, რო მასზე ეგრევე ვარსკვლავები აციმციმდებიან. ფუმფულა ძუძუები და ელასტიური ტრაკები დუეტში ცეკვას ასრულებენ, რომლის დანახვაზეც ყლე ტრუსიკში აწყობს დისკოტეკას. ბავშობაში როდესაც ჯერ კიდე კასეტის ფირივით სუფთა ვიყავი, მშობლები ცდილობდნენ მასზე ის კონცერტი ჩაეწერათ, რომელიც თავად აწყობდათ. რათა მომავალში მსოფლიოსთან ერთად უნისონში ავმღერებულიყავი. მერე კონსოლი მიყიდეს, რომელზეც დღედაღამე ვთამაშობდი. ეკრანზე დანახულით აღფრთოვანებული ღილაკებს სიხარულით ვაჭერდი. აი ასე, თანდათან, ხალხი კარგავს ზღვარს თამაშსა და რელობას შორის. და უკეთესია თუ სიმართლეს ვერასდროს გაიგებ: ერთხელაც ტელევიზორის ჩართვის მერე მონიტორზე საკუთარ თავს აღმოაჩენ. ეს ნიშნავს - დადგა დღე, როცა ადამიანი თითონ გახდა პერსონაჟი ყველაზე საშინელი თამაშისა სახელად “ცხოვრება”. ახლა უკვე ჯოისტიკი შენს უფროსს აქვს და არ იცი რომელ მხარეს გადახრის ანალოგს. საკმარისი იყო ეს გამეგო, რო ყველაფერი ჩემს ირგვლივ გაშეშდა. თითქოს ფილმი დააპაუზეს. შემდეგ უეცრად უჩვეულო ტონალობის მელოდია აჟღერდა და მონიტორზე ორკესტრი გაჩნდა წვერებიანი დირიჟორით. როდესაც მივუახლოვდი, დავინახე - ის მხოლოდ მანეკენია, ხოლო მის წინ პიუპიტრზე ცარიელი პარტიტუტა იდო. ორკესტრი მსგავსი მანეკენებისგან შედგებოდა, რომლებიც უცნაური ინსტრუმენტებით იყვნენ შეიარაღებულები. ვიოლინოები - ადამიანის კიდურებისგან, სიმების მაგივრად ვენებით. ხემები - გრძელი სამართებლები. დოლები გადაკრული ადამიანის კანით. მედოლეები მეკუბოვეებს წააგავდნენ, ჩაქუჩით და ლურსმნებით ხელში. მილძაბრები - ჯოჯოხეთის სასადილოს საკვამურები, ალს აფრქვევდნენ, რომელსაც მოხრაკული ცოდვილების ყმუილი მოყვებოდა. მაშინ მივხვდი, ჭეშმარიტება ბნელი ლაბირინთის ბოლოშია დამალული. რაც უფრო უახლოვდები მას, მით უფრო კაშკაშად ანათებ და იმათ თვალებს წვავ ვინც უკუნეთში ცხოვრებასაა შეგუებული. სიბნელეს ვამპირივით შეეჩვია, რომელსაც განთიადის ეშინია. ამიტო ყველანაირად ეცდებიან სინათლის ჩაქრობას. ათასი ლიბრა გადაკრული თვალი ყოველდღიურად სიცარიელით მხვრიტავს, რათა ყოველდღიურობის ძღნერით გამტენოს. ის რო ამინდმა ჩაიჯვა. ის რო სადილი დღეს არც ისე გემრიელი გამოვიდა. ის რო კარტოფილი გაძვირდა. ის რო ეზოში დღემდე არ გამოუცვლიათ კანალიზაციის მილები. და სხვა კვერცხობა. ღმერთის გწამს? რა თქმა უნდა, ვპასუხობ ცინიკურად. თან ჯიბიდან ფულის შეკვრას ვიღებ და თვალს ვაპაჭუნებ. მაგრამ ამის უფრო მწამს. მათი შრიალი საოცრებას ახდენს, რომელიც არ ძალუძს გადაფურცლული ბიბლიის ფურცლების შრიალს. ამ ხმისგან მკვდარიც კი შეიძლება წამოხტეს სარეცელიდან. ამ მაგიურმა ხმამ ლაზარეს ყურამდე ვერ მიაღწია, ამიტომაც ჩალპა აკლდამაში. ამაში მაინც გაგვიმართლა. ჩვენ შორის აღარ არიან გაცოცხლებული მკვდრები, რომლებიც რწმენას ხრწნის სუნით აკანონებენ. შეიძლებოდა საერთოდ არ ყოფილიყვნენ ერთ ტიპს შავი მაგიის სუნი დროულად რო ეყნოსა. ამიტომაც დაამუხრუჭა. თორე ისეთ ამდგარი გვამების პოლტერგეისტს მოაწყობდა, რაკუნ-სიტი დისნეილენდად მოეჩვენებოდათ. თუმცა ვის რა ყლეში ჭირდება? რატო ვერ ხედავენ ამ ქმედებაში ადამიანის უფლების აშკარა დარღვევას? ველოდები ყუთს ოთხი ფიცრისგან, რო დავტოვო ეს პასკუდისტანი, და უცებ ვიღაც კოპერფილდი მაცოცხლებს. იჭერს ჩემ სულს, რომელიც როგორც იქნა მისთვის ამაზრზენი სხეულიდან გამოძვრა, და გალიიდან გამოფრენილი ჩიტივით უკან აბრუნებს, რათა ლოცვებით ავკაკანდე და ვადიდო მისი სახელი უკუნითი უკუნისამდე? პირველი რასაც გავაკეთებ, მოვახევ ცხვირს, რომელიც იქ ეტენება სადაც არაა საჭირო, ათასობით ნაწილად დავაქუცმაცებ და ტრაკში შევტენი. ასე რო თუ რამე აღსდგება - მომჩქეფარე ტრაწი, რომლის ცაში აღზევებასაც მოზუზუნე ბუზების გუნდი გააცილებს. რასაც ემსახურებიან იმისი ჯერათ. ბინძურ უკანალებს მცნებებით იწმინდავენ. ოჰ, როგორ ვერ მივატყანი ის ბოზი! იყავი ეკლესიაში მამაშენის სულის განსვენებაზე სალოცავად? არა, ის ლაფში ასვენია, რომელიც მან არყის ბოლო ჭიქებთან ერთად ამოარწყია. ღმერთი ლმობიერია. უყვარს პატიება. წაკითხული გაქ “ულისე”? თვალები წავიშალე სანამ ყველა ასო არ შევჭამე. მართალია ვერაფერი ვერ გავიგე, მაგრამ როგორც მითხრეს სერიოზული ნაწარმოებია. “ვაჟნობას” გმატებს. მოდურია თქვა, რო წაიკითხე “ულისე”. სულ ერთია გაიგე თუ არა. მთავარია გაუძლო. იქნებ მივატყნათ მაინც ის ბოზი, ჰა? ვერავინ გაიგებს. არა, ღმერთი გაიგებს. კაი, ნუ გაახურე! ერთი მაგის დედაც თუ არ გაიგებს. გააჯვას ეშმაკთან! მან ხო ისედაც ყველაფერი იცის, ამ ბებერმა პედოფილმა. ის ყოველდღე იგივე პორნოლენტას ატრიალებს და გაუთავებლად ანძრევს. ჩვენ მისთვის პორნო მსახიობები ვართ. შენ არ იცი, მე ვიცი. მთავარია გჯეროდეს. აი მე ვაძლევ და მწამს. მონეტებს ვისვრი, კურთხევას ვღებულობ. მერე კი მონეტებს ბომბებით ვცვლი და მთელ რწმენას სულებისგან ვფერთხავ. სიგარეტით პირში, პორნოგრაფიით ტვინში და კრაკადილით ვენაში. სანამ არ გასცემ, არ მიიღებ. ჯერ უნდა მისცე. შენ არ იცი, მე ვიცი. აფთიაქებში ლირიკა აკრძალეს. სამაგიეროდ ფრიგიდული სტარუხების ტყვნა არავის აუკრძალავს. მათი ჩამპალი კბილები ჩემ ყლეზე როგორც სალამურზე ისე უკრავენ და ორგაზმული მუსიკისგან მეექსვე გრძნობა მეხსნება, რომლის შემდეგაც ქალაქის ველური ხარხარი ჩამესმის. ხორხოცებენ ბანკები, რომლებიც დასცინიან მშიერ მუცლებს და გახვრეტილ ჯიბეებს. იხევიან ეკლესიები მათი ღიპიანი მსახურების სიცილით, რომლებმაც ამოიყორეს მუცლები სხვისი ცოდვებით. გორაობენ საავადმყოფოები ბასრი სკალპელების და ლანცეტების ხითხითით, ფატრავენ რა ხორცს გახარებული მეკობრეებივით, რომლებიც ხანჯლით გლიჯავენ ოქროთი გავსებულ ტომარას. როხროხებენ მანქანების გამოსაბოლქვი მილები, ძრავების შავი, ხვეული ბოლის გუგუნით. კისკისებენ ფსიქოტროპული აფთიაქები, რომლებიც ნარკოტიკებს რეცეპტის გარეშე ყიდიან, განსაკუთრებულ კლიენტებს კი ბონუსის სახით აჯილდოვებენ უფასო საგზურით ჯუნგლებში, პიკნიკზე ალიგატორებთან. კმარა ლირიულობა. დროა ექსტრიმზე გადასვლის. ჯერ კიდე არ გაგიგონიათ ნიანგის სიცილი? ის იქამდე გაგჭყიპავთ მჟავით, სანამ თქვენი ხრწნადი სხეული ბენზინს არ მოფსავს. ო, აი მაშინ კი ასანთი ყოველთვის აღმოაჩნდებათ. და უცებ თავში რაღაც მარტყავს. რეებს ბოდავ? შენ ხო ცდები. მხოლოდ გიჟი ხარ, ეს ხალხი კი ნორმალური. იქნებ ვინმემ წამიყვანოს საგიჟეთში? ეს ფოლადის მავთულებით მოქსოვილი კეთილგონიერების სამეფო, მორთული ცარიელი სიტყვებით, აშკარად არაა ჩემთვის. ის ყოველჯერზე ფორმას იცვლის. ხანდახან რუმიანაწასმული და ყელსაბამებით შელამაზებული წარსდგება, ძვირფას ზმანში გამოწყობილი და სილიკონით გაბერილი. მარტო მოხამხამე თვალებით იგებ რო ცოცხალი არსებაა, შენიღბული გრიმის სქელი ფენით. ქვის სული, რომელიც რუდიმენტური სასქესო ორგანოთი მორთულ ფუტლიარზე უფრო მკვდარია. მე კი ქსელში გაბმული საცოდავი ხოჭოს მსგავსად, რომელიც უშედეგოდ ცდილობს განთავისუფლებას, გამვლელებს ვეჯღანები, ეკლესიის კედლებს ვაფსავ და მათ შესასვლელებზე ფელისიენ როფსის სურათებს ვაკრავ. დამსხვრეული შუშის ნაწილებს ვიღებ და პირში ვითხრი. მაგრამ არავის უნდა რო დამეხმაროს. ხალხი საზიზღარი ქვეწარმავალივით გვერდს მივლის. მხოლოდ ერთი მოხუცი ქალი იშვერს თითს და ყვირის: “სასწრაფოში დარეკეთ, კაცი გაგიჟდა”. მის სიტყვებს ყურადღებას არავინ აქცევს - სოციალური კლასი არ უწყობს ხელს. ახალგაზრდობაში ვერ მოახერხა “ულისეს” წაკითხვა. ამ წუმპიანი ტაშტის შემყურე, შეიძლება მასში რამე დაინახო, რაც ჯერ კიდე არ გახრწნილა? შესაძლებელია შეინარჩუნო სისუფთავე სანაგვე ყუთში და არ დაიწყო ლპობა? შეუძლია პეპელას სიმშვენიერის შენარჩუნება, როცა მის გარშემო ბუზები დაფრინავენ? საბოლოო ჯამში მათ შეუერთდება და ნეხვისკენ გაფრინდება, დაივიწყებს რა ყვავილებს. შესაძლებელია წყლულები არ დაგედოს, როცა შენკენ ათასობით კეთროვანი ხელია მომართული? სადაც არ უნდა იყოთ მაინც მოგაგნებენ. ამისთვის ყველა ხერხს გამოიყენებენ. მაგალითად, ტელევიზორებს, საიდანაც ასობით პირი უკეთესი მომავლის რწმენით, სამუშაო ადგილების იმედით და პენსიების მომატებით ყროყინებს. ადეკვატური, ოპერატიული, ლიბერალური, კონსტრუქციული, ტოლერანტული - აი სიტყვები, რომლებიც ყველაზე ხშირად გაისმის. მაგრამ პირველ ადგილზე - ტერიტორიებია. ტერიტორიები, ტერიტორიები, ტერიტორიები! თქვენი დედები რო ვტყანი წაღმა-უკუღმა! ეს სიტყვა ყოველ წუთს მეორდება, რათა თუთიყუშებივით ავარჯიშონ ხალხი. გალიებში ჩამწყვდეულები, რომლებიც ვერ ახერხებენ უხილავი წნელების გადახერხვას, ცდილობენ შეუცნობლის შეცნობას. დეკლამირებენ გენოციდით, ატომური აფეთქებით, ტოტალური ანიჰილაციით და ელიან მომენტს, როდესაც ციხის მეთვალყურე ღილაკზე დაჭერით აქტივაციაში მოიყვანს ყველა გალიის კარს. რათა მერე გაფრინდნენ თავიანთი მამლის ფრთებით და ჩაძაღლდნენ სამშობლოსთვის. შევეცი იმათ ვინც იპყრობს ტერიტორიებს და იმათ ვინც მათ უკან იბრუნებს. ეს ტერიტორიები მილიარდი წლის უკან არსებობდნენ, როდესაც მათზე დინოზავრები დადიოდნენ. და სად არიან ეხლა? პლანეტამ ტონობით სიმძიმეს და ბრჭყალებიან თათებს გაუძლო, რომლებიც ღრმა ჭრილობებს აყენებდნენ. ისინი მალევე შეხორცდნენ, ხოლო ამ გიგანტების ხორცი მიწამ შეთქვლიფა და სისხლი დააყოლა, დატოვა რა მარტო ჩონჩხები მუზეუმებისთვის. ასევე შეახრამუნებს ყველა მებრძოლ-პატრიოტიკს. გადაღეჭავს და ამოაფურთხებს ნიადაგის გუმიფიკაციისთვის, რათა იგი ნოყიერი გახადოს, და ყველა ტერიტორიის მოტრფიალე იქიდან უსარგებლო სარეველათი ამოვა. მაგრამ არა. რაც შეიძლება მეტი ტერიტორია უნდა ავითვისოთ. როცა ეს მოხდება პლანეტა მტაცებელ ობობად გადაიქცევა და კოსმოსს ტოტალურ ექსპანსიას მოუწყობს. მომავლის მისია: “მივაღწიოთ ვარსკვლავებამდე, გამოვწოვოთ ატომური ენერგია. გავაუქმოთ მეტეორული ნაკადები, შევცვალოთ მეტეორული ფეიერვერკებით, კომეტას ხელი კუდში ვტაცოთ და მივანგრიოთ მისით პლანეტები, რომლებიც ახალი სახის დემოკრატიის დადგომას ეწინააღმდეგებიან. გამოვიწვიოთ გრავიტაციული კოლაფსი, რათა პლანეტების მაგივრად გაჩნდეს ანალური ხვრელები, რომლებშიც გალაქტიკურ გვირაბებს გაიყვანენ. იქიდან დესანტი გადმოვსხათ და უცხოპლანეტელებს გენოციდი მოვუწყოთ. დავჯავშნოთ ადგილები პლანეტებზე და ჩამოვკიდოთ მათზე დიდჯიქნიანი სარეკლამო ტრაფარეტები. მივადგეთ ღმერთს. ჩავატაროთ მიტინგი მისი ფეშენებელური აპარტამენტების წინ, რის შემდეგაც წიხლებით გამოვაპანღურებთ ტახტიდან და ჩავაქუხებთ შიგ კოსმოსის მუტელში, საიდანაც იგი ერთ დროს გამოძვრა. ჩავაქროთ მზე. ჩამოვკიდოთ მის ადგილზე უზარმაზარი პროჟექტორი და დავამყაროთ უმკაცრესი სასაზღვრო კონტროლი, რათა ვერცერთმა ცოცხალმა ქმნილებამ ვერ გაბედოს შეღწევა სხვის ტერიტორიებზე”. ასე რო რჩება ორი გამოსავალი. მიყვე ქუჩის თხრილის დინებას და შეერიო ჭაობის პლანქტონს, ან შუბლში ტყვია დაიხალო. მაგრამ როცა თავს ყულფში ვყოფ და ცას შევყურებ, მესამე გზას ვპოულობ. უბრალოდ გაუძლო, ყველაფრისდა მიუხედავად არ დაკარგო ადამიანური ღირსება. შეინარჩუნო სახე. ეს ღმერთების ხვედრია, რომელთა პოვნასაც ხალხი ასე გამალებით ცდილობს. სინამდვილეში კი ისინი მუდმივად მათ წინ არიან. საკმარისია ზევით აიხედო და დაინახავ, იქ არაა ჯვრები, არაა სისხლი, არაფერი უშვებს ლეშის სუნს და არ იმუქრება სასიკვდილო ცოდვებით. მხოლოდ სინათლეს ასხივებს და გიზიდავს. აი გზა სიმშვიდისკენ. მაგრამ ვინ ააშენებს კიბეს, რომლის ყოველი საფეხურიც შენი სხეულის მილიონი ნაწილაკისგან შედგება? უნდა ჩაყვინთო მდუღარე ლავაში, მის ფენებში ჩააღწიო და ფსკერიდან ალმასები ამოხაპო, რათა ასვლასთან ერთად ისინი ვარსკვლავებისკენ მიმავალ კიბეზე ფანტო. მაგრამ სად გინდა ეძებო ათვლის წერტილი, როცა დედამიწა უკვე დოლარებით სადილობს და პროგრესით ჯვავს? სად გინდა იპოვო ფუნდამენტი ჯერ კიდე გადაუხაზველი სასაზღვრო ზოლებით, დაუღრღნელი ჩაღორებული ვირთხაკაცებით და დაუქუცმაცებელი მილიარდ კვადრატად? გინდა გქონდეს პირადი კვადრატი? მოჯვი მაყუთი! გინდა სასაფლაოზე ათი კვადრატი? გადაიხადე! გინდა ბაღი და წყნარი ადგილი? უნდა შეიძინო ბევრი კვადრატი. გაგიმართლა თუ ხეთ არ დაიბადე, თორე აზზე ვერ მოხვალ ისე ამოგგლიჯავენ კვადრატს ფესვებიდან. უეცრად თავსხმა წვიმა დაიწყო. ქუჩები დაცარიელდა. წყალი ქალაქს ნელ-ნელა აკვარიუმივით ავსებდა. ირგვლივ მკვდარი მოლუსკები და ლოქორები დაცურავენ, შემოსილები დილის გაზეთების სუდარაში. წინა გვერდები პარტიული ლიდერების ფოტოებითაა დამახინჯებული, რომლებსაც პატრიარქის სურათი აგვირგვინებს. ისინი ყოველთვის დიდი ძმის კალთაში ცდილობენ მოკალათებას. პროკლამაცია: “ახლოვდება არჩევნები. ყოველი ხმა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. არ გაუშვა შანსი გახდე ისტორიის ნაწილი, მაგრამ, რაც მთავარია, საკუთარი და სხვისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალო”. გასიებული სიფათები ხმებს ითხოვენ. ისინი მათ ბევრი ჭირდებათ. აურაცხელი რაოდენობის. ოთხი წელი ერთი და იგივე ოყრაყები მონაცვლეობით გხმარობდნენ. ეხლა სხვებსაც მიეცით შანსი. ნუ ხართ ასეთი ეგოისტები. სუ რამდენიმე წუთით კრესლოებიდან ჩემოდნები აწიეთ. მერე კი შესაძლოა თქვენი ახალი ბელადების ზომები უფრო მოგეწონოთ, ისივე როგორც მათ თქვენი ტაკოები. ჩვენ გვჭირდება სრული ჰარმონია. არჩევანი თქვენზეა. მიეცით ხმა თქვენ მომავალ იობარს. გაიმრავალფეროვნეთ სექსუალური ცხოვრება. ლიბერალურ-დემოკრატიული ორგაზმი. აი ჭეშმარიტი გზა ღვთის სასუფევლისკენ. ერთად ავაშენოთ ის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. არის მაგარი გამოთქმა, смотришь в книгу, видишь фигу. ზოგადად ეს სენია დღეს არამარტო ქართულ, არამედ საერთოდ საზოგადოებაში. მეტი არ მოეთხოვებად სამწუხაროდ. გეგმა ეტაპობრივად სრულდება. ადამიანის ტვინი დეგრადაციას განიცდის. ყველაფერს უნდა მიეჩვიოს. საბოლოოდ იქამდე დავიდეს რაც იმ გამოთქმაშია. მელას რაც ესიზმრებოდაო, თუ რაცაა. ამ ტექსტში წინებისგან განსხვავებით იმდენად ნათლად ჩანს რაზეა აქცენტები, რო თქვა ავტორს სათქმელი არა აქო, იგივეა ამტკიცო დედამიწა ბრტყელიაო. მაგრამ მარტო ტყ. და სექსი. ესაა თურმე აქ მთავარი, სუ 2-2-ჯერაა მგონი ნახსენები. ყველა ვინც ამ სახით აპროტესტებდა სულელი ყოფილა, მარტო ამ საიტის სადღეგრძელო-ტექსტების მოტრფიალეები არიან მცოდნეები. მართლა რო გონიათ რო რაღაც აქვთ სათქმელი. არის მაგარი გამოთქმა, смотришь в книгу, видишь фигу. ზოგადად ეს სენია დღეს არამარტო ქართულ, არამედ საერთოდ საზოგადოებაში. მეტი არ მოეთხოვებად სამწუხაროდ. გეგმა ეტაპობრივად სრულდება. ადამიანის ტვინი დეგრადაციას განიცდის. ყველაფერს უნდა მიეჩვიოს. საბოლოოდ იქამდე დავიდეს რაც იმ გამოთქმაშია. მელას რაც ესიზმრებოდაო, თუ რაცაა. ამ ტექსტში წინებისგან განსხვავებით იმდენად ნათლად ჩანს რაზეა აქცენტები, რო თქვა ავტორს სათქმელი არა აქო, იგივეა ამტკიცო დედამიწა ბრტყელიაო. მაგრამ მარტო ტყ. და სექსი. ესაა თურმე აქ მთავარი, სუ 2-2-ჯერაა მგონი ნახსენები. ყველა ვინც ამ სახით აპროტესტებდა სულელი ყოფილა, მარტო ამ საიტის სადღეგრძელო-ტექსტების მოტრფიალეები არიან მცოდნეები. მართლა რო გონიათ რო რაღაც აქვთ სათქმელი.
18. შეეშვით რა ამ კაცს, ჯღაბნოს რამდენიც უნდა, თქვენი კომენტარებით პოპულარულს რომ ხდით ვერ ტვინავთ ამდენს დავიჯერო? :) სწორედ ეგ უნდა მაგასაც. ამ "ხუობას" (ჰარირამას დავესესხები) რომ ასე მონდომებით გაარჩევ , და თან კაცს ლიტერატურათმცოდნეობაზე და კრიტიკოსობაზე გაქვს პრეტენზია, კარგი რაა!
შეეშვით, თავისით მიიკარგება, ახლა ერთობა თქვენით.
შეეშვით რა ამ კაცს, ჯღაბნოს რამდენიც უნდა, თქვენი კომენტარებით პოპულარულს რომ ხდით ვერ ტვინავთ ამდენს დავიჯერო? :) სწორედ ეგ უნდა მაგასაც. ამ "ხუობას" (ჰარირამას დავესესხები) რომ ასე მონდომებით გაარჩევ , და თან კაცს ლიტერატურათმცოდნეობაზე და კრიტიკოსობაზე გაქვს პრეტენზია, კარგი რაა!
შეეშვით, თავისით მიიკარგება, ახლა ერთობა თქვენით.
17. სელინი, ჯერ ერთი სიუჟეტსაც გააჩნია და მისი გადმოცემის ფორმასაც. ნუ ამ ყველაფერზე უკვე ნათქვამი მაქვს "ჯვაროფლორაციის" კომენტარებში და აღარ განვმეორდები. მეორე საკითხი, არის ნაწარმოების წერის მიზანი. რა არის შენი მიზანი? პროტესტის გაღვიძება მათში, ვინც ამას კითხულობს? ერთი კატეგორია, რომელსაც მე მივეკუთვნები, არიან ისინი, ვისაც საკმარისი პროტესტი გაგვაჩნია ბევრ საკითხზე და შენ ასეთი სიუჟეტით და ფორმით ნამდვილად ვერც ახალ პროტესტს გაგვიჩენ და ვერც გაგვიძლიერებ არსებულს. მეორე კატეგორია, ვინც ძალიან შეურაცხყოფილია შენი ნაწერებით თუნდაც თავისი რწმენის გამო, არათუ პროტესტს იგრძნობს, არამედ უფრო, ასე ვთქვათ, "გაძლიერდება თავის რწმენაში". დამტკიცებული ამბავია, რაც უფრო ბინძური და ვულგარული მეთოდებით ებრძვი რამეს, მათ შორის თუნდაც რადიკალიზმს ან ირაციონალურობას, მას უფრო აძლიერებ და უფრო მეტ რადიკალიზმს იწვევ. ხოლო თუ უფრო დიდი სიბნელით და გაუაზრებელი მეთოდებით ებრძვი, მითუმეტეს. ტერორიზმიც ამ ფენომენის ერთ-ერთი გამოვლინებაა. ასევე მაგალითად, ქალთა დისკრიმინაციას უფრო მეტი დისკრიმინაციით ვერ აღმოფხვრი. მაგრამ როგორც უკვე ითქვა, შენ შენი პოზიციიდან წერ, მამაკაცის, რომელსაც რაც შეიძლება მეტი სექსი უნდა, და ქალების მდგომარეობა სულ არ განაღვლებს. :) სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ჩემთვის პირადად წმინდაა და ვთვლი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იკრძალოს არაფრის თქმა ან წერა, მაგრამ ჩვენ შინაგანად უნდა ვგრძნობდეთ პასუხიმსგებლობას, თუ რას გამოიწვევს ჩვენი ნათქვამი ან ნაწერი. ასე რომ, კი ბატონო, წერე რაც გინდა, მაგრამ აზრი? ვისშიც პროტესტია, ისედაც იქნება, ვისშიც არაა, უფრო არ ექნება. თორემ შენ კი წერე და იკითხე. :) სელინი, ჯერ ერთი სიუჟეტსაც გააჩნია და მისი გადმოცემის ფორმასაც. ნუ ამ ყველაფერზე უკვე ნათქვამი მაქვს "ჯვაროფლორაციის" კომენტარებში და აღარ განვმეორდები. მეორე საკითხი, არის ნაწარმოების წერის მიზანი. რა არის შენი მიზანი? პროტესტის გაღვიძება მათში, ვინც ამას კითხულობს? ერთი კატეგორია, რომელსაც მე მივეკუთვნები, არიან ისინი, ვისაც საკმარისი პროტესტი გაგვაჩნია ბევრ საკითხზე და შენ ასეთი სიუჟეტით და ფორმით ნამდვილად ვერც ახალ პროტესტს გაგვიჩენ და ვერც გაგვიძლიერებ არსებულს. მეორე კატეგორია, ვინც ძალიან შეურაცხყოფილია შენი ნაწერებით თუნდაც თავისი რწმენის გამო, არათუ პროტესტს იგრძნობს, არამედ უფრო, ასე ვთქვათ, "გაძლიერდება თავის რწმენაში". დამტკიცებული ამბავია, რაც უფრო ბინძური და ვულგარული მეთოდებით ებრძვი რამეს, მათ შორის თუნდაც რადიკალიზმს ან ირაციონალურობას, მას უფრო აძლიერებ და უფრო მეტ რადიკალიზმს იწვევ. ხოლო თუ უფრო დიდი სიბნელით და გაუაზრებელი მეთოდებით ებრძვი, მითუმეტეს. ტერორიზმიც ამ ფენომენის ერთ-ერთი გამოვლინებაა. ასევე მაგალითად, ქალთა დისკრიმინაციას უფრო მეტი დისკრიმინაციით ვერ აღმოფხვრი. მაგრამ როგორც უკვე ითქვა, შენ შენი პოზიციიდან წერ, მამაკაცის, რომელსაც რაც შეიძლება მეტი სექსი უნდა, და ქალების მდგომარეობა სულ არ განაღვლებს. :) სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ჩემთვის პირადად წმინდაა და ვთვლი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იკრძალოს არაფრის თქმა ან წერა, მაგრამ ჩვენ შინაგანად უნდა ვგრძნობდეთ პასუხიმსგებლობას, თუ რას გამოიწვევს ჩვენი ნათქვამი ან ნაწერი. ასე რომ, კი ბატონო, წერე რაც გინდა, მაგრამ აზრი? ვისშიც პროტესტია, ისედაც იქნება, ვისშიც არაა, უფრო არ ექნება. თორემ შენ კი წერე და იკითხე. :)
16. "აბა დაიღალა ხალხი ამ ერთი და იგივესგან. სუ პოეზია და ჟღვლინტები. რაღა დროს ლექსებია. საქართველოს გარდა მგონი აღარავინ წერს. რადიკალური პროტესტია საჭირო. ჯვაროფლორაციაში არის სიუჟეტი. სექს-შოპშიც და ეკლესიაშიც. უფრო სწორედ ამ ორში მოქმედებაა."
სელინი მოგესალმე და ნამდვილად არ გიწერ პასუხს შენს კომენტარზე იმიტომ, რომ ან "ჩამგდებ" პაუხს ველოდები და ან კამათის განვითარებას:
ხალხი (რომელიც, შენი თქმით, დაიღალა პოეზითაა და ჟღვლინტებით) თაობებად იყოფა, ეტაპობრივად მოდის სამყაროში და არ იღლება... იცვლება. შეიძლება დაიღალოს პოეზია ხალხისგან, მაგრამ არა პირიქით.
შენი თავდაჯერებული ფრაზა ეხება მხოლოდ იმ ვიწრო სასტავს, რომელთანაც შენ გაქვს პირადი შეხება და დარწმუნებული ვარ, არათუ დაიღალა ჟღვლინტიანი პოეზიით, არც იცის მისი არსებობის შესახებ, არც არასოდეს დაინტერესებულა და ისე წავა, ვერც ვერასოდეს გაიგებს. ასეთები ყველა დროსა და თაობაში იყვნენ. მათ არც რადიკალური პროტესტი შველით და არც როზგები (ლიტერატურულს ვგულისხმობ, ცხადია).
შენისთანები (რადიკალური მაპროტესტებლები) ბევრი გვინახავს: მოდიან რიხიანად და რამდენადაც სასაცილოდ მწირი სათქმელი გააჩნიათ, ძალიან მალე უჩინარდებიან. ლოგიკურია, რადგანაც "ტყ" სულ ორი ასო-ნიშნისგან შედგება და მათი მრავალმხრივი მხატვრული ინტერპრეტირება უზომოდ შეზღუდულია.
აღარ გავაგრძელებ თემას... შენი პოსტებიდან და მათ მიღმა მდგომი ადამიანის ხედვებიდან გამომდინარე, ვიცი, რომ აზრი არა აქვს. პირდაპირ ნიძლავზე გადავალ: შენეული ინტენსიური პროტესტის ყველაზე იდეალურ შემთხვევაში სულ რამდენიმე თვე გჭირდება, რომ მიხვდე, რა ფუჭად დაშვრი; რა სრულიად უმისამართოდ წარმართე შენი შემოქმედებითი ენერგია და რა ცუდია, რომ სათქმელი აღარაფერი დაგრჩა... თავად დარწმუნდები, რომ მცირე სასტავი, რომელიც ტაშს გიკრავდა სხვა არავინაა, თუ არა ფეტიშიზმის ერთ-ერთ ვიწრო განხრას დაქვემდებარებული ჯგუფი, რომელიც გრაფიკულად გამოსახულ "იდეებზე" აღეგზნება. "აბა დაიღალა ხალხი ამ ერთი და იგივესგან. სუ პოეზია და ჟღვლინტები. რაღა დროს ლექსებია. საქართველოს გარდა მგონი აღარავინ წერს. რადიკალური პროტესტია საჭირო. ჯვაროფლორაციაში არის სიუჟეტი. სექს-შოპშიც და ეკლესიაშიც. უფრო სწორედ ამ ორში მოქმედებაა."
სელინი მოგესალმე და ნამდვილად არ გიწერ პასუხს შენს კომენტარზე იმიტომ, რომ ან "ჩამგდებ" პაუხს ველოდები და ან კამათის განვითარებას:
ხალხი (რომელიც, შენი თქმით, დაიღალა პოეზითაა და ჟღვლინტებით) თაობებად იყოფა, ეტაპობრივად მოდის სამყაროში და არ იღლება... იცვლება. შეიძლება დაიღალოს პოეზია ხალხისგან, მაგრამ არა პირიქით.
შენი თავდაჯერებული ფრაზა ეხება მხოლოდ იმ ვიწრო სასტავს, რომელთანაც შენ გაქვს პირადი შეხება და დარწმუნებული ვარ, არათუ დაიღალა ჟღვლინტიანი პოეზიით, არც იცის მისი არსებობის შესახებ, არც არასოდეს დაინტერესებულა და ისე წავა, ვერც ვერასოდეს გაიგებს. ასეთები ყველა დროსა და თაობაში იყვნენ. მათ არც რადიკალური პროტესტი შველით და არც როზგები (ლიტერატურულს ვგულისხმობ, ცხადია).
შენისთანები (რადიკალური მაპროტესტებლები) ბევრი გვინახავს: მოდიან რიხიანად და რამდენადაც სასაცილოდ მწირი სათქმელი გააჩნიათ, ძალიან მალე უჩინარდებიან. ლოგიკურია, რადგანაც "ტყ" სულ ორი ასო-ნიშნისგან შედგება და მათი მრავალმხრივი მხატვრული ინტერპრეტირება უზომოდ შეზღუდულია.
აღარ გავაგრძელებ თემას... შენი პოსტებიდან და მათ მიღმა მდგომი ადამიანის ხედვებიდან გამომდინარე, ვიცი, რომ აზრი არა აქვს. პირდაპირ ნიძლავზე გადავალ: შენეული ინტენსიური პროტესტის ყველაზე იდეალურ შემთხვევაში სულ რამდენიმე თვე გჭირდება, რომ მიხვდე, რა ფუჭად დაშვრი; რა სრულიად უმისამართოდ წარმართე შენი შემოქმედებითი ენერგია და რა ცუდია, რომ სათქმელი აღარაფერი დაგრჩა... თავად დარწმუნდები, რომ მცირე სასტავი, რომელიც ტაშს გიკრავდა სხვა არავინაა, თუ არა ფეტიშიზმის ერთ-ერთ ვიწრო განხრას დაქვემდებარებული ჯგუფი, რომელიც გრაფიკულად გამოსახულ "იდეებზე" აღეგზნება.
15.
აი სელინი, გაგიჩნდა ერთი ფავორიტი ხურდიოსის სახით. ხუედიოს, გულგრილობასაც მალე მიიღებს სელინი, თუ ასე გააგრძელებს.
აი სელინი, გაგიჩნდა ერთი ფავორიტი ხურდიოსის სახით. ხუედიოს, გულგრილობასაც მალე მიიღებს სელინი, თუ ასე გააგრძელებს.
14. აბა დაიღალა ხალხი ამ ერთი და იგივესგან. სუ პოეზია და ჟღვლინტები. რაღა დროს ლექსებია. საქართველოს გარდა მგონი აღარავინ წერს. რადიკალური პროტესტია საჭირო. ჯვაროფლორაციაში არის სიუჟეტი. სექს-შოპშიც და ეკლესიაშიც. უფრო სწორედ ამ ორში მოქმედებაა. აბა დაიღალა ხალხი ამ ერთი და იგივესგან. სუ პოეზია და ჟღვლინტები. რაღა დროს ლექსებია. საქართველოს გარდა მგონი აღარავინ წერს. რადიკალური პროტესტია საჭირო. ჯვაროფლორაციაში არის სიუჟეტი. სექს-შოპშიც და ეკლესიაშიც. უფრო სწორედ ამ ორში მოქმედებაა.
13. სელინ, შენმა შემოქმედებამ ეს საიტი გვარიანად გამოაცოცხლა მგონი :) მოსწონთ თუ არ მოსწონთ კითხულობს და აქტიურობს ხალხი. ან მოსწონთ შენი ნაწერები ან ძალიან, ძალიან არ მოსწონთ :) და ეს კარგია, გულგრილობაა ყველაზე საშინელება. აქამდე კომენტარებს ვეცნობოდი მხოლოდ და ახლა თავი ვაიძულე წამეკითხა შენი ნაწერი. ზოგადად უსიუჟეტო ამხელა ნაწერები ძალიან მთანგავს ხოლმე, ახლაც ასე მოხდა - გავითანგე კითხვისას. მარა უდავოდ საღადმოაზროვნე ადამიანის დაწერილია, ყველაფერში ვეთანხმები თითქმის. ისეთი ბევრი სიტყვაა მე რო მეზიზღება, მეზიზღება იმიტომ რომ ცუდი სუნი მოაქვს :) მარა სიმძაფრეს მატებს . მძიმედ იკითხება ძალიან, მარა სიმართლეს ღაღადებ :) სელინ, შენმა შემოქმედებამ ეს საიტი გვარიანად გამოაცოცხლა მგონი :) მოსწონთ თუ არ მოსწონთ კითხულობს და აქტიურობს ხალხი. ან მოსწონთ შენი ნაწერები ან ძალიან, ძალიან არ მოსწონთ :) და ეს კარგია, გულგრილობაა ყველაზე საშინელება. აქამდე კომენტარებს ვეცნობოდი მხოლოდ და ახლა თავი ვაიძულე წამეკითხა შენი ნაწერი. ზოგადად უსიუჟეტო ამხელა ნაწერები ძალიან მთანგავს ხოლმე, ახლაც ასე მოხდა - გავითანგე კითხვისას. მარა უდავოდ საღადმოაზროვნე ადამიანის დაწერილია, ყველაფერში ვეთანხმები თითქმის. ისეთი ბევრი სიტყვაა მე რო მეზიზღება, მეზიზღება იმიტომ რომ ცუდი სუნი მოაქვს :) მარა სიმძაფრეს მატებს . მძიმედ იკითხება ძალიან, მარა სიმართლეს ღაღადებ :)
12. ჰოოო, რავი აბა წინა ნაწერი წავიკიტხე , ეს ვერა, გინება და ლანძღვა ისედაც ვიცი მაგარი და რაღა აქ უნდა მეკიტხა ვერ მივხვდი? ვეცადე ვიზახი ნაღდს , ვერ წავიკიტხე უბრალოდ არ დამაინტრესა , მოკლედ მაგარი ხუობა იყო, რამე დადე ნორმალური, გინების და ანატომიის რასრულყოფილი ცოდნის გარდა სხვა რამე რომ გაიგოს ადამიანმა. გამოდი ვაგინალური შლაკისგან აქოთებული, დოლარებით გადაყვლეფილი საჯდომების ზიზილ-პიპილოებიდან! “გაეთესლე ბოზო!”, რას იზახი დედას გაფიცებ , ვეფრით ვერ მივხვდი? დარწმუნებული ვარ არც სენ არ იცი. მოკლედ დიდი დიდი , რამდენჯერაც ნახსენებია აქ ხუ იმხელა ხუობაა, ბოდისი შენტან. ჰოოო, რავი აბა წინა ნაწერი წავიკიტხე , ეს ვერა, გინება და ლანძღვა ისედაც ვიცი მაგარი და რაღა აქ უნდა მეკიტხა ვერ მივხვდი? ვეცადე ვიზახი ნაღდს , ვერ წავიკიტხე უბრალოდ არ დამაინტრესა , მოკლედ მაგარი ხუობა იყო, რამე დადე ნორმალური, გინების და ანატომიის რასრულყოფილი ცოდნის გარდა სხვა რამე რომ გაიგოს ადამიანმა. გამოდი ვაგინალური შლაკისგან აქოთებული, დოლარებით გადაყვლეფილი საჯდომების ზიზილ-პიპილოებიდან! “გაეთესლე ბოზო!”, რას იზახი დედას გაფიცებ , ვეფრით ვერ მივხვდი? დარწმუნებული ვარ არც სენ არ იცი. მოკლედ დიდი დიდი , რამდენჯერაც ნახსენებია აქ ხუ იმხელა ხუობაა, ბოდისი შენტან.
11. ჰო რავიცი აბა, ლიტერატურულ პორტალზე ელიავას ბაზრობა რატომ უნდა გამხსენებოდა - ვერ ვხვდები. :) ვინც უნდა გამხსენებოდა ის გამახსენდა. ლოგიკა რომ არ მიტყუის ზუსტად ვიცი.
ჰო რავიცი აბა, ლიტერატურულ პორტალზე ელიავას ბაზრობა რატომ უნდა გამხსენებოდა - ვერ ვხვდები. :) ვინც უნდა გამხსენებოდა ის გამახსენდა. ლოგიკა რომ არ მიტყუის ზუსტად ვიცი.
10. მე მაგ გაგებით არ მითქვამს ნეფერტარ. მე ვიგულისხმე, რომ კომენტარის კონტექსტიდან გამომდინარე, ასე იგულისხმა ავტორმა
მეტი არაფერი მე მაგ გაგებით არ მითქვამს ნეფერტარ. მე ვიგულისხმე, რომ კომენტარის კონტექსტიდან გამომდინარე, ასე იგულისხმა ავტორმა
მეტი არაფერი
9. ჰო, მართალია ნ-ი-კ-ი, ამ ავტორს მხოლოდ ელიავას ბაზრობა თუ ექნებოდა მხედველობაში. გეთანხმები. სად ეს, სად ის და სად იიიიიიისსსსსს!. :)
ჰო, მართალია ნ-ი-კ-ი, ამ ავტორს მხოლოდ ელიავას ბაზრობა თუ ექნებოდა მხედველობაში. გეთანხმები. სად ეს, სად ის და სად იიიიიიისსსსსს!. :)
8. ელიავაში სავარაუდოდ ელიავას ბაზრობა იგულისხმა სელინი-მ
წავიკითხე ცხადია, მაგრამ კომენტარის გაკეთებაც არ ღირს ჩემთვის ამ ნაწერის რაიმე ღირებულებაზე საუბარიც კი ზედმეტია შეიძლება ვიღაცისთვის მნიშვნელოვანია რას იზამ, ყველას თავისი გემოვნება აქვს ელიავაში სავარაუდოდ ელიავას ბაზრობა იგულისხმა სელინი-მ
წავიკითხე ცხადია, მაგრამ კომენტარის გაკეთებაც არ ღირს ჩემთვის ამ ნაწერის რაიმე ღირებულებაზე საუბარიც კი ზედმეტია შეიძლება ვიღაცისთვის მნიშვნელოვანია რას იზამ, ყველას თავისი გემოვნება აქვს
7.
სელინი, აქ არსებობს ნაწარმოების ქულებით შეფასების სისტემა. ბევრმა შეიძლება ნახა, მაგრამ ქულა არცერთმა არ დაგიწერა. ასე რომ შენი წინა ნამუშევარი, ისევე როგორც ყველა სხვა რაც აქ დადე, საერთოდ ურეიტინგოა ანუ ქულები რაც დაგიწერეს სალაპარაკოდაც არ ღირს.
ელიავა ამ საიტის წევრია, ხშირად შემოდის და თავის ლექსებსაც აქვეყნებს. მისი პროტესტის ფორმებს ვიცნობთ /პროზაშიც/ და გაცილებით ძლიერია და ზუსტი, ვიდრე შენ. http://urakparaki.com/?m=7&WUID=14025&sm=1 ეგაა მაგისი გვერდი. შეუარე და ნახე.
სელინი, აქ არსებობს ნაწარმოების ქულებით შეფასების სისტემა. ბევრმა შეიძლება ნახა, მაგრამ ქულა არცერთმა არ დაგიწერა. ასე რომ შენი წინა ნამუშევარი, ისევე როგორც ყველა სხვა რაც აქ დადე, საერთოდ ურეიტინგოა ანუ ქულები რაც დაგიწერეს სალაპარაკოდაც არ ღირს.
ელიავა ამ საიტის წევრია, ხშირად შემოდის და თავის ლექსებსაც აქვეყნებს. მისი პროტესტის ფორმებს ვიცნობთ /პროზაშიც/ და გაცილებით ძლიერია და ზუსტი, ვიდრე შენ. http://urakparaki.com/?m=7&WUID=14025&sm=1 ეგაა მაგისი გვერდი. შეუარე და ნახე.
6. ჯერ პორნოო, ეხლა სექსიო. თან ამ ნაწერში. სადაა აქ საერთოდ სექსი, ფონად გასდევს, ისიც რეალობის ასახვის პონტში. საოცრად გებულობს ზოგი ტექსტს.
პროტესტის მარტო ესეთი ფორმა ვიცი მე. სწორედ ასეთებზე აქვთ რეაქცია. აბა ელიავას დონეზე გამოხატული ისედაც ყოველ დღე გვესმის, ამ მთავრობის დედა და ა.შ. ჯერ პორნოო, ეხლა სექსიო. თან ამ ნაწერში. სადაა აქ საერთოდ სექსი, ფონად გასდევს, ისიც რეალობის ასახვის პონტში. საოცრად გებულობს ზოგი ტექსტს.
პროტესტის მარტო ესეთი ფორმა ვიცი მე. სწორედ ასეთებზე აქვთ რეაქცია. აბა ელიავას დონეზე გამოხატული ისედაც ყოველ დღე გვესმის, ამ მთავრობის დედა და ა.შ.
5. სელინი, ფაქტია რომ პროტესტის საფუძველი ბევრ სფეროში არსებობს, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე ზოგადად. ასევე ფაქტია რომ პროტესტის გამოხატვა ბევრნაირად შეიძლება. არ მივეკუთვნები იმათ რიცხვს, ვისაც ჰგონია, რომ სექსზე არ უნდა იწერებოდეს. ცხადია, უნდა იწერებოდეს. თუმცა შენი ეს და წინა ნაწერი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ, რომ სექსი გაკლია და ამ ფაქტით გაბრაზებული მზად ხარ ყველა ქალიშვილს დეფლორაცია ჩაუტარო. მაგრამ საქმე იმაშია, რომ თუ ქალი ქალიშვილი არააა, ეს არ ნიშნავს, რომ სექსზე აუცილებლად დაგთანხმდება. :) რა თქმა უნდა ასე წერის უფლება გაქვს და მეც, როგორც მკითხველს, მაქვს უფლება ჩემი შთაბეჭდილება დავაფიქსირო. სელინი, ფაქტია რომ პროტესტის საფუძველი ბევრ სფეროში არსებობს, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე ზოგადად. ასევე ფაქტია რომ პროტესტის გამოხატვა ბევრნაირად შეიძლება. არ მივეკუთვნები იმათ რიცხვს, ვისაც ჰგონია, რომ სექსზე არ უნდა იწერებოდეს. ცხადია, უნდა იწერებოდეს. თუმცა შენი ეს და წინა ნაწერი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ, რომ სექსი გაკლია და ამ ფაქტით გაბრაზებული მზად ხარ ყველა ქალიშვილს დეფლორაცია ჩაუტარო. მაგრამ საქმე იმაშია, რომ თუ ქალი ქალიშვილი არააა, ეს არ ნიშნავს, რომ სექსზე აუცილებლად დაგთანხმდება. :) რა თქმა უნდა ასე წერის უფლება გაქვს და მეც, როგორც მკითხველს, მაქვს უფლება ჩემი შთაბეჭდილება დავაფიქსირო.
4. ამ სტილში უფრო კითხულობენ. ფროიდი )) ამაზე უარესები იყო ერთ წინაში, მაგრამ მომდევნო ყველაზე მეტმა ნახა. აბა ყანა-თოხი თემეტიკა ვის ჭირდება. აგრესია და პროტესტი. ამ სტილში უფრო კითხულობენ. ფროიდი )) ამაზე უარესები იყო ერთ წინაში, მაგრამ მომდევნო ყველაზე მეტმა ნახა. აბა ყანა-თოხი თემეტიკა ვის ჭირდება. აგრესია და პროტესტი.
3. ვახტანგა შალითურო - რავა ხარ, გიშველა თვითთერაპიამ? :))
ვახტანგა შალითურო - რავა ხარ, გიშველა თვითთერაპიამ? :))
2. პროზის რა მოგახსენოთ, :(
ნებისმიერი რამ, რაც ადამიანს წაადგება, (წერა კითხვა თუ ეპატაჟი) იმისათვის რომ თავი უკეთ იგრძნოს მისაღებია, თუ ის სხვათა უფლებების შედზღუდვის ხარჯზე არ მოხდება.
მგონი არავი უფლებას არღვევთ, ასე რომ წერეთ თუ გშველით. :)
რჩევებს რომ არითხოვთ ამასაც მივხვდი, მაგრამ ამ სტილში თუ გააგრძელებთ მაქსიმუმ 2-3 ნაწერი წაიკითხონ და მერე აღარავინ შემოიხედავს :( პროზის რა მოგახსენოთ, :(
ნებისმიერი რამ, რაც ადამიანს წაადგება, (წერა კითხვა თუ ეპატაჟი) იმისათვის რომ თავი უკეთ იგრძნოს მისაღებია, თუ ის სხვათა უფლებების შედზღუდვის ხარჯზე არ მოხდება.
მგონი არავი უფლებას არღვევთ, ასე რომ წერეთ თუ გშველით. :)
რჩევებს რომ არითხოვთ ამასაც მივხვდი, მაგრამ ამ სტილში თუ გააგრძელებთ მაქსიმუმ 2-3 ნაწერი წაიკითხონ და მერე აღარავინ შემოიხედავს :(
1. სელინო) მე შენი არცერთი ნაწ. არმია) არ მაქ წაკითხული შენსას კიარა ჩემსას არ ვკითხულობ ბოლომდე.
ეხლა ვეცადე და ცოტა დიდხანს ვკითხულობდი)
არც ისეთი ცუდი ყოფილხარ ჩვენ რო გვგონიხარ)
პორნო გრაფიას თავი დაანებე)
არათუ უფლის ხატებას, კაცის სახებასაც ვერ შერყვნის პორნოგრაფიკა ესე)
რატომ?
იმიტომ რომ უფრო ღრმაა ღმერთკაცური წყვდიადი)
იმიტომ რომ ნარცისის მოწერილია... საკუთარის ავტორობაზე ამხელა წარმოდგენა რა სიმართლეა...
ბევრად მეტი ფიქრია საჭირო, ბევრად მეტი...
მე და შენ ბევრი გვაკლია იქამდე რომ უფალს და მამულს ასე თამამად ვესიტყვოთ)
თავის თავს რომ იწყევლიდეს და ალაგ-ალაგ უგერგილოდ არ იკრიჭებოდეს შენი პერსონაჟი კიდე არაფერს გეტყოდი...
დაანებე პორნოგრაფიას თავი და ყველაფერი კარგად იქნება თორე, შენს იობარებს ჩემი სარანგები მოუვლიან:)
სელინო) მე შენი არცერთი ნაწ. არმია) არ მაქ წაკითხული შენსას კიარა ჩემსას არ ვკითხულობ ბოლომდე.
ეხლა ვეცადე და ცოტა დიდხანს ვკითხულობდი)
არც ისეთი ცუდი ყოფილხარ ჩვენ რო გვგონიხარ)
პორნო გრაფიას თავი დაანებე)
არათუ უფლის ხატებას, კაცის სახებასაც ვერ შერყვნის პორნოგრაფიკა ესე)
რატომ?
იმიტომ რომ უფრო ღრმაა ღმერთკაცური წყვდიადი)
იმიტომ რომ ნარცისის მოწერილია... საკუთარის ავტორობაზე ამხელა წარმოდგენა რა სიმართლეა...
ბევრად მეტი ფიქრია საჭირო, ბევრად მეტი...
მე და შენ ბევრი გვაკლია იქამდე რომ უფალს და მამულს ასე თამამად ვესიტყვოთ)
თავის თავს რომ იწყევლიდეს და ალაგ-ალაგ უგერგილოდ არ იკრიჭებოდეს შენი პერსონაჟი კიდე არაფერს გეტყოდი...
დაანებე პორნოგრაფიას თავი და ყველაფერი კარგად იქნება თორე, შენს იობარებს ჩემი სარანგები მოუვლიან:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|