ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქალი კამელიებით
ჟანრი: პოეზია
15 იანვარი, 2016


ემიგრანტი

მიბაღჩე სულის ცდუნებანი ღმერთო ჩემო და
ნუ მოიხილავ მიწად მყოფის მზაკვრულ ნაბიჯებს,
ქვეყნად მე შენი არსებობის როცა მჯეროდა,
შენ შვება მაინც ვერ მომანიჭე,
ვერ ამარიდე განსაცდელი,
ვერ შემეხიდე,
ვერ შემინახე სული სუფთა და უცდველი,
ახლა მრუმეა არსებობა,
რაღად შევიდე,
ტაძარში სადაც მიტევება აღარ მომელის...
მიბაღჩე სულის ცდუნებანი,
ღმერო ჩემო და
ასე ურწმუნოს უფრო მეტად მართობს სოფელი,
გამოქცეულმა დაჩოქილი საქართველოდან,
სულით ვერ ვზიდე გელათი და სვეტიცხოველი.
ამოღამებულ უპეებში დაშრა მდინარე
ცხელი ცრებლების და ღიმილი ისე ხშირია,
ყოველდღიური აფსურდიდან გამომდინარე,
აღარ მანაღვლებს დრო რომელიც ასე ძვირია...
გენდაკარგული, უთვისტომო ბედი მერგო და
მიბაღჩე სულის ცდუნებანი,
ღმერთო მაღალო,
სახლში დავბრუნდი, დაჩოქილი გიხმობ ერდოდან,
რომ სულს სხეულის ნაფლეთები შემოაცალო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები