ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კრისტიან-ფონ-კრანჩარი
ჟანრი: პოეზია
24 იანვარი, 2016


ბალადა კლდეზე

თავიდან დაეშვი,
ჩემი თავიდან
და ზედ შემატოვე რაიმე ხორციელი,
რაიმე რაც გამათბობს,
რაც ჩამომტეხს ტანზე
სიმარტოვის განიერ ტოტებს.
ჩემი თავიდან დაეშვი,
თუ მაინც და მაინც სიკვდილი გადაწყვიტე,
თუ ნება უნდა აღასრულო შენი,
ჩემს გვერდით დაეცი,
ჩემთან ერთად!
და პირუტყვსაც,
რომელიც ჩემს პირში გამოიზამთრებს:
კუშტი მონადირეები ამოხოცავენ
გაზაფხულისას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები