ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო99
ჟანრი: პოეზია
27 იანვარი, 2016


უსათაურო

ხელში ქაფივით ილევა სული,
წლებს ერეკება დროის მეუფე,
ტყუილ-მართალის რჩევით დაღლილი
სადღაც ხის ძირში ისიც იყუდებს.
          თვალს თუ დახუჭავს,ცხრებიან წყლები,
          სტიქია უკან იბრუნებს ავდარს,
            წრეში დგებიან გუგუნა მთები
            და ღიღინებენ  "დიდოუ ნანას".
და თვლემს სამყარო ვნებით დაღლილი,
და იცრიცება სიუხვე ფერთა,
სადღაც  საყდარში დადის  აჩრდილი
და კბილებში სცრის: "მშვიდობა თქვენდა"!
            საყოველთაო რულს მიცემული,
            მატლშეპარული  და  დაბზარული
          ძილს მისცემია  ქართლოსის  მიწაც,
          ლეთარგიული ჩემი  მამული.
უცხო თვალებით გამომზირალი
ქუჩაში დადის ნადავითარი,
სულის ზეობით ნაშიმშილარი,
გვარით ქართველი, ნაქართველარი
ჩემი მოყვასი ძმობილ-დობილი,
ჩემი სისხლი და ჩემი ტკივილი
  სადღაც ნასწავლი თავდაჯერებით,
  სადღაც ნანახი უცხო ღიმილით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები