 | ავტორი: ჰარირამა ჟანრი: პროზა 7 იანვარი, 2009 |
ჩემო დავით, მერამდენედ გიხდი ბოდიშს აღარც კი მახსოვს . რა ვქნა ძმაო. მოუცლელობას ახალი წლის სამზადისები მოჰყვა, თავის გაწამაწიებით, მერე ლოთობა უსაშველო. აგე, რამდენჯერ შევხვდით ამ დღეებში და ნორმალურად ვერ დავილაპარაკეთ. აჰა ძმაო, ეხლაც მთვრალი ვარ ვიღაც ვიღაცეებს რომ კითხო, მაგრამ მე ამას ცოტათი ბახუსთან ნამეგობრალს დავარქმევდი, ასე რომ ვაგრძელებ შეპირებული წერილების გადმოგზავნას. ძმურად არ მომთხოვო წინა წერილის გაგრძელება. მართალი ხარ, ვიცი რომ საინტერესო ადგილას შევწყვიტე(შენ ასე მითხარი),მაგრამ მომკალი და ვერ ვიხსენებ რომელი წერილი იყო(ყველა თითქმის ერთნაირ კონვერტებში აწყვია), მერე გავაგრძელებ შენის ნებართვით. ეხლა კი ძველებურად ბედს მინდობილს რომელი წერილსიც შემხვდა იმას გადმოგიგზავნი. თან პრინციპში ყველა ერთნაირად გიჟურია , ამიტომ არ იდარდო, სიგიჟეში გრძელდება ყველა წერილი და მაგაში ყველა ერთმანეთის გაგრძელებაა.მაშ ასე ... სევდავ და სიხარულო, სახელად ქეთევან, ამ წერილს ხმელთაშუა ზღვის პირა, პატარა, ულამაზესი ქალაქიდან გწერ. სანამ აქ მოვხვდებოდი ბევრი უცნაური რამ გადამხდა თავს და ეს უცნაურობანი კვლავაც გრძელდებიან და მე მგონი დასრულება აღარ უწერიათ. რაღაც საოცარ წრეში მოვექეცი, სადაც სირბილი უაზრობად იქცა და გამოსავალი მხოლოდ ლოდინი, უფრო სწორედ მიღებაა იმისა რაც არის და რაც უნდა მოხდეს. თუმც გარეგნულად მშვიდი ვარ, მაგრამ შინაგანი დაძაბულობა , ფიქრი იმაძე რომ საჭიროა თავად ვიქცე სიმშვიდედ და არა ვიყო მშვიდად , მაღიზიანებს და ხელს მიშლის. უამრავი, უაზრო კითხვა რომელთაც პასუხს ვერ ვცემ, ჯებირს გადმოხეთქილი მდინარესავით, ნიაღვრად მოდის და არ არის საშველი, თუ არა, რომ ჩაინთქა დუმილში. გახსოვს ერთი იგავი? ბუდასთან მივა ვინმე მელინკიიაცუტა, უამრავი კითხვებით. ბუდა კი პასუხის მაგივრად , სთხოვს მის გვერდზე სხვა მოწაფეებთან ერთად ყოფნას. "დაჰყავი ერთი წელი ჩემს გვერდით დუმილსა და სიმშვიდეში, ხოლო ერთი წლის შემდეგ მე პასუხს გაგცემ შენს კითხვებზე" დარჩა მელინკიიცუტა და იცავდა დუმილს. იცავდა დუმილს და მედიტირებდა მდუმარებასი და ხდებოდა სულ უფრო მდუმარე, შინაგანად და გარეგანადაც.ასე გავიდა წელი .მას დაავიწყდა ,რომ რომ დადგა ის ჟამი, როცა კითხვებზე პასუხს მიღება შეეძლო. მაშინ ბუდამ თქვა: "აქ იყო კაცი სახელად მულინკიიაცუტა, მოვიდა ის Dღე, როცა მას შეუძლია ჩემთან მოსვლა და კითხვების დასმა. იქ იმ დროს ათასობით ბერი იყო, ყველა ცდილობდა გაეხსენებინა ვისზე იყო ლაპარაკი, თავად მელინკიიაცუტაც ცდილობდა გაეხსენებინა ვისზე ლაპარაკობდნენ და ვის უხმობდნენ. ბოლოს ბუდამ მოუხმო და უთხრა:"რად იყურები გარშემო ,ეს შენ ხარ ის ვიზეც ვლაპარაკობ, მე უნდა აგისრულო დანაპირები, შემეკითხე და გიპასუხებ", მელინკიიაცუტამ მიუგო: მას, ვინც კითხვებს სვამდა აქ ვეღარ ვხედავ, ამიტომ ვიყურები გარშემო და ვეძებ იმ კაცს ვინც იყო მელინკიიაცუტა, მე გამიგია ეს სახელი, მაგრამ ის დიდი ხანია მოკვდა." სამწუხაროდ მე, ჯერჯერობით უამრავ კითხვით გაბეზრებული კვლავ კითხვებს ვსვამ. როგორ მოვხვდი აქ? უმზეო, მოჟამული დღე ზამთრისა,ტალახიანი თოვლი,უამრავი მოცლილი, რომელთა ერთადერთი სიამოვნება ამ თოვლის ცხვირ-პირში ან კისერში მოყრაა. დადიხარ გაბრაზებულ ქუჩებში და თავადაც გაბრაზებული ფიქრობ, რატომაა ადამიანები დათქმულ დროს, რომ სახლში არ გხვდებიან, რის გამოც იძულებული ხარ იარო ამ რუხ ქალაქში და მიიღო რუხი ფერი. ნელ-ნელა,ვუყვები ვიწრო აღმართს ძველი უბნისას და ვიწყებ თამაშს"ასოციაციობანას" ვჩერდები ვიწრო ქუჩის ლამაზ სახლებთან და ვცდილობ გამოვიცნო ვინ ცხოვრობს იქ.აი, ამ სამსართულიან სახლში , დარწმუნებული ვარ ცხოვრობს ვინმე მეზღაპრე, ვთქვათ ძმები გრიმებიდან ერთ-ერთი მაინც, შეგიძლია გააღო კარი და მოხვდე ძღაპრულ მხარეში, მაგრამ ამას არ ვშვები, რადგან ვიცი ცოტას ავუყვები,მარცხნივ შევუხვევ ,სულ რამდენიმე ნაბიჯი ისევ ზემოთ და შემხვდება სახლი, რომელიც ბავშვობიდან მიყვარდა, საიდანაც ყოველთვის საოცარი მუსიკა ისმის, სადაც ათასჯერ გავჩერებულვარ გაოგნებული და სადაც ცხოვრობს ჯადოქარი, სახელად პაბლო , ჩამოვკრავ ზანზალაკს ხელს და ცოტახანში თვითონ პაბლოს , ცოტახნის წინ ღვთაებრივი მუსიკით რომ მატკობდა, ხელჩაკიდებული მივყავარ გაუკვალავ თოვლში და ატასობით მიწისა და ჰაერის პაწაწა მოცეკვავე სულები მოგვყვება. პაბლოს კეთილ ჯადოქარს შევყავარ სახლში, სადაც შესვლა კი არა, ამაზე ფიქრიც კი ნეტარებით მავსებდა.ჭრიალით იღება მასიური კარი და შევდივარ, ვაბიჯებ მწვანე ხასხასა მინდორში, უამრავი ყვავილით მოფენილში და ვხვდები, როგორ მომნატრებია ამ გაუთავებელ ზამთარში მწვანე და გაზაფხული, ვატყობ რომ ფეხშიშველა ვარ, თითქოს მცენარედ ქცეული ვიწოვ მიწის მაცოცხლებელ ტენს და ვგრძნობ როგორ იღვრება მზე ჩემში. აი, გამოჩნდა მინდვრის ბოლო, რომლის იქით აღარ სჩანს არაფერი, აღარც პაბლოა ჩემს გვერდით, უბრალოდ სავსე ვარ იმედით და იმედს ვარქმევ პაბლოს, ვიცი თუ მინდა გავთავისუფლდე საჭიროა ნახტომი, ვდგევარ ზღვართან, საოცარი გრძნობა თავისუფლებისა, ჩემს გარშემო აღარ არიან ნიშან ხატები, აღარც სიმბოლოები, მე ვარ არსი, ვარ წვეთი ოკეანეში, ნაწილი მთელისა, სადღაცას ქრება "მე" და ვგრძნობ შვებას, მე დავუბრუნდი არყოფნას, არარსობას. ბორკილი, კედელი, რომელსაც ერქვა გონება სადღაც დარჩა და ეს სადღაც არის იქ , შორს ჩემგანგან და ეს მე არ მადარდებს. მე თ ა ვ ი ს უ ფა ლ ი ვარ. პატარა ქალაქს სამი მხრიდან ზღვა შემორტყმია.სახლები წითელი აგურით ნაშენი. პატარა ლამაზი ბაღებით და უამრავი აყვავებული ლიმონის ხეებით, ხომ გიყნოსია და გიგრძვნია არომატი და სურნელი, ლიმნის მათრობელა ყვავილისა.ჰოდა ქალაქი სავსეა ამ სურნელით. ქალაქში მანქანები არ დადიან ,ანდა რა უნდა ამ ქალაქში მანქანებს? ისინიც სადღაც გადახვეწილან, შეიძლება სულაც ზღვაში დაიხრჩვეს თავი. მივყვები ქვით მოკირწყლულ ქუჩას , რომელიც კიბით მთავრდება.კიბეს მოედანთან ჩავყავარ, სადაც შუაში შადრევანი გაუკეთებიათ და რომლის გარშემო ჩამწკრივებულ მაგიდებთან ქალაქის მცხოვრებთ მოუყრიათ თავი, ერთ-ერთ მაგიდასთან პაბლოს ვამჩნევ, თუმცა აქ მას ლეონი ჰქვია. ლეონს მაგიდის ზედაპირი ჯადოსნურ სარკედ უქცევია და ახლა გაკვირვებული, მხიარული ხალხის წინ, უცხო ქვეყნების უცხო სურათები სჩანს. ლეონმა დამინახა და გაღიმებულმა ხელი დამიქნია, მე მივდივარ მისკენ და ვხვდები ,რომ აქაურობას ძლიერ აკლიხარ შენ , ვისაც გქვია ქეთევანი, აქ კი ლეონი რატომღაც ბეატრიჩედ გიხსენიებს. ლეონმა გვერდზე მომისვა და და სარკეში ჩამახედა , სადაც შენ გამოჩნდი მომღიმარი, მერე მთელ სარკEში მოჩანდა მხოლოდ შენი სახე , თვალები უსაზღვრო სევდით. შენ რარაც გიჭირს , მე ეს ვიცი, მე ამას ვგრძნობ. მე კი ვერაფრით გეხმარები. შენ აქ უნდა იყო, ამ ქალაქში, ასე რომ აკლიხარ. აკლიხარ მათრობელა სურნელს, მაკლიხარ მე. ლეონი თვალებში შემომხედავს და მეუბნება "ხვალ მეჯლისზე ბეატრიჩ აქ იქნება,( და კვლავ ვრწმუნდები, რომ აქ შენ ბეატრიჩ გქვია) ახლა კი წადი დაისვენე. მომცა მისამართი სახლისა, რომელიც არის საკუთრება სათნო მოხუცი ქალისა, თეთრი ქათქათა ,ჭაღარა თმითა და ლამაზი პირ- სახით, კეთილი ლურჯი თვალებით. ის ჩაით და ვარდის მურაბით გამიმასპინძლდა, მერე მიმკითხავა და მითხრა რომ შენი ციფრი არის 1 მანდ და 5 აქ.ჩემს გაოცებულ სახეს რომ შეხედა მითხრა რომ ამის მნიშვნელობას მალე მივხვდებოდი. საღამო საინტერესო მუსაიFში გავლიეთ. 10 საათისთვის მან ჩემი ოთახი მიჩვენა, საიდანაც ახლა წერილს გწერ და ველოდები გათენებას, ლეონს, რომელიც მეჯლისზე წამიყვანს. ნეტავ როგორი იქნება შენი სამეჯლისო სამოსი? ვიძინებ ხვალამდის ქ ე თ ე ვ ა ნ. ხედავ რა Dღეშია ეს საწყალი და შენ კიდევ იძახი ნორმალურიაო, მაშინ არანორმალურები როგორებიღა არიან? მოკლედ მეც მაგრა მეძინება. ბოლო-ბოლო მართლა მთვრალი ვარ, მაპატიე შეიძლება კი არა და უამრავი შეცდომა მექნება მართლწერა , ორთოგრაფიაში. მაპატიე, კაცი და მეგობარი არა ხარ ჩემი? მე დავიმსახურე დილით ხაში და თუ არ წამიყვან, რომელიმე პატიოსან სახაშესი, წერილების მაგივრად ქვებს დაგიშენ, როცა გნახავ. ხომ იცი, სიტყვის კაცი ვარ გეშინოდეს. შენდა ბედათ გამოუგზავნი დამრჩენია. ჩავასწორე და ისე გიგზავნი, თორემ სიტყვების მნიშვნელობებზე ბევრს იფიქრებდი და მაინც ვერ მიხვდებოდი. 7 საათია , არ ჩანხარ, არც ხაში , თუმცა არ გამომიგზავნია და როგორ მიხვდებოდი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მომნატრებია ამ გაუთავებელ ზამთარში მწვანე და გაზაფხული, ვატყობ რომ ფეხშიშველა ვარ, თითქოს მცენარედ ქცეული ვიწოვ მიწის მაცოცხლებელ ტენს და ვგრძნობ როგორ იღვრება მზე ჩემში.... ძალიან ჩემია... ჰარი, მე რომ მომეწონება ისე წერ და არა მგონია ცუდი გემოვნება მქონდეს...555555
მომნატრებია ამ გაუთავებელ ზამთარში მწვანე და გაზაფხული, ვატყობ რომ ფეხშიშველა ვარ, თითქოს მცენარედ ქცეული ვიწოვ მიწის მაცოცხლებელ ტენს და ვგრძნობ როგორ იღვრება მზე ჩემში.... ძალიან ჩემია... ჰარი, მე რომ მომეწონება ისე წერ და არა მგონია ცუდი გემოვნება მქონდეს...555555
4. რა ბევრნი ყოფილხართ კეთილი ჯადოქრები :) შობას გილოცავ, მაგარი წერილია, მე საერთოდ არ შემიმჩნევია წერილები :D თქვენ მიპახებთ შენთვითონ ბატი ხარ და იმიტომო და მართლებიც იქნებით, მაგრა ასე რომ მეც დაგეთანხმებით :D რა ბევრნი ყოფილხართ კეთილი ჯადოქრები :) შობას გილოცავ, მაგარი წერილია, მე საერთოდ არ შემიმჩნევია წერილები :D თქვენ მიპახებთ შენთვითონ ბატი ხარ და იმიტომო და მართლებიც იქნებით, მაგრა ასე რომ მეც დაგეთანხმებით :D
3. შობის დილას გილოცავ! შობის დილას გილოცავ!
1. ჰარიიიი-რამააააააააააააა! მართლა რა ამბავია ამდენი შეცდომა? ძლივს ჩავათავე ბოლომდე! ახვეული თვალებით კრეფდი ამ ტექსტს? :) დაყევი და ჩაასწორე, რაა?! იცი, რა ძნელი წასაკითხია?
ჩაასწორე და ჩვენ წაგიყვანთ სახაშეში ან სახინკლეში! :)) 6 ჰარიიიი-რამააააააააააააა! მართლა რა ამბავია ამდენი შეცდომა? ძლივს ჩავათავე ბოლომდე! ახვეული თვალებით კრეფდი ამ ტექსტს? :) დაყევი და ჩაასწორე, რაა?! იცი, რა ძნელი წასაკითხია?
ჩაასწორე და ჩვენ წაგიყვანთ სახაშეში ან სახინკლეში! :)) 6
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|