ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფოული
ჟანრი: პოეზია
6 თებერვალი, 2016


მინიმალური მინიმიზაცია

თავს არ შეგაწყენ
ძვირფასო ფიცით,
რაც უნდა მეთქვა კიდევაც ითქვა,
შენი კითხვით და
დარგმნითაც ვიცი,
ყველა დუმილით ნათქვამი
სიტყვა !
___________________________________________

ვეღარავინ შეძლებს უკვე
დამაჯეროს,
დასმული კითხვები
ტვინში მედებიან,
რეინკარნაცია
თუ კი არ არსებობს,
მაშინ ჯოჯოხეთში
როგორ ეტევიან ?
___________________________________________

ხალხი ბრმა არის,
გულუბრყვილოდ კვლავაც უჯერებს
ქვეყნებს, მთავრობებს, პრეზიდენტებს და პარლამენტებს,
იქ სადაც მყუდროდ აღიქვამენ
ნაგვის ბუნკერებს,
მათხოვრებისთვის დარიგებულ
აპარტამენტებს !
___________________________________________

გეტყვი გაგიმხელ
არ მჩვევია თავი ვიფასო !
ვერ შევიცვლები
ვერ გავცურავ უცხო ნაპირებს,
კოსმეტიკური ღიმილების
შემდეგ ძვირფასო,
ტირილი გვიყვარს გულიანად
ჩარლი ჩაპლინებს .
___________________________________________

პიჯაკივით შემომეხა
მომავალი
სულით ამოკემსვა არის გვიანი,
მეც ადამის ვარ შრთამომავალი,
თუმცა აღარ
ვარ ადამიანი,
მზერა ქედმაღლური სავსე რიადებით
თითქოს უბიწობის
იქმნა თაობები,
უკვე მეზიზღება ადამიანები,
როგორ უნდა მჯობდნენ
არარაობები !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები