ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქიში
ჟანრი: პოეზია
24 თებერვალი, 2016


ნინას

მენდე,გაგიმართლებ იმედს,
მე და შენი იყოს თოვლი,
გრძნობა დავამჩნიოთ მერე,
და ნაფეხურები ორი.
ღიმილს,დაგიხატავ ცაზე,
იასამნისფერი ტუშით,
ღრუბელს გაგაყოლებ მგზავრად,
ჩუმად რომ შეეხო ტუჩით.
მერე რა რომ არ ხარ კოშკში,
დედოფლობას მაინც აღწევ,
ხელით თუ ვერ შევძლებ,ცამდე
ჩემი ოცნებებით აგწევ.
ხარბად დაგიკოცნი ღამით, თვალებს
შენ რომ გიყვარს ძილში,
მინდა ჩემი იყო,თუმცა
რიჟრაჟს შემოვიყვან წილში.
და გამოგაღვიძებ ჩუმად,
გვირგვინს გამოვართმევ დაისს,
შენთვის მოვაგროვებ ერთად,
მარტებს,აპრილებს და მაისს.
ერთად აგიკინძავ ყველას,
გაზაფხულის მწვანე დღეებს,
იმდენს გიჩურჩულებ ყურში,
ფერი შეეცვლებათ ხეებს.
საყვედურებს ვეტყვით ალბათ,
ივნისს,აგვისტოს და ივლისს,
მზეზე ჩამოვჯდები ქოლგით,
შენ კი მის ჩრდილებს ქვეშ ივლი.
ღვინობისთვის ყოველ დილით,
ერთად შევუყვებით თრობას,
დაგღლი,დაგქანცავ და ზღაპრის,
მაინც არ შევწყვიტავ თხრობას.
მე და შენი იყოს თოვლი,
ფიფქებს გაგაყოლებ ცამდე,
სამ ფიქრს შემოგახვევ საბნად:
მენდე,გიყვარდე და გწამდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები