 | ავტორი: მოხუცი ასტრონომი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 7 მარტი, 2016 |
2012 წლის შემდეგ სამყაროს აღქმის აქამდე არსებული მოდელი და კლასიკური მეცნიერული ცოდნა მის შესახებ თითქმის მთლიანად იცვლება. ფეხდაფეხ მისდევენ ერთმანეთს ახალ-ახალი აღმოჩენები კვანტურ ფიზიკაში, პარაფსიქოლოგიაში, მიკრობიოლოგიაში, ქიმიაში, ასტრო მეცნიერებებში თუ კოსმონავტიკაში. სამგანზომილებიანმა სამყარომ თავისი არსებობის პიკს მიაღწია და მატერიაც ნელ-ნელა იძენს ფორმირების ახალ შესაძლებლობებს. შემდეგი ეტაპი კონკრეტული მყიფე სხეულიდან პლაზმურ მდგომარეობაში გადასვლა იქნება. დროის, სივრცისა და მანძილის ურთიერთდამოკიდებულებაც მნიშვნელოვნად იცვლება. ძალიან საინტერესოა დროისა და სივრცის ბრტყელი გეომეტრიული ველების კვეთა და აჩქარების კომპონენტი, თუმცა სიჩქარის საყრდენ განზომილებად კვლავ რჩება სინათლის სიჩქარე. მატერიის ახალ ფორმებში გადასვლასთან დაკავშირებით უფრო პლასტიკური და ერთმანეთში გარდამავალი ხდება პარალელურ სამყაროთა კავშირი, რამაც ხელი შეუწყო სამყაროთაშორისი კარების გაუქმებას და ეგრეთწოდებული, შავი ხვრელების გაქრობას. ქიმიურ ნივთიერებათა შორის, წყალბადი იძენს უფროდაუფრო მეტ პრაქტიკულ და მნიშვნელოვან ფუნქციურ დატვირთვას ყველა მიმდინარე პროცესში, რის გამოც კიდევ უფრო ხარისხიანი ხდება მატერიის ფორმათა კავშირი და ინფორმაციის გადაცემის სიჩქარე. შეიძლება ითქვას, რომ ტვინმაც, როგორც მატერიზებულმა ინტელექტმა წარმატებით ჩააბარა ახალ ეტაპზე გადასვლის გამოცდა, შეასრულა დღემდე არსებული ყველა მისია, მოიპოვა აქამდე დახურული სექციების გახსნის უფლება და დაამყარა წვდომა ახალ საინფორმაციო ველებთან. ამიტომაც ნებისმიერი აზრისა და ფიქრის მატერიალიზების შანსი საგრძნობლად გაიზარდა. თუ ადამიანი აქამდე უფრო მეტად მის საქციელზე და ფიზიკურ ქმედებებზე იყო პასუხისმგებელი, ახლა გონებაზე პასუხისმგებლობაც მკაცრად მოეთხოვება და ამიტომაც განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლისთვის უკვე ფიქრთა და აზრთა მაქსიმალური გაკონტროლება მოუწევს.
მოხუცი ასტრონომი SKA - 2016
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მოხუცი ეძახე და როგორი სხარტი აზროვნება აქვს ამ ასტრონომს :)
კარგად არის ჩამოყალიბებული სათქმელი.
მოხუცი ეძახე და როგორი სხარტი აზროვნება აქვს ამ ასტრონომს :)
კარგად არის ჩამოყალიბებული სათქმელი.
3. ყველაფერია თითქმის ნათქვამი...- ასე მოკლედ...:) ყველაფერია თითქმის ნათქვამი...- ასე მოკლედ...:)
2. ფიქრის გაკონტროლება შეუძლებელი მგონია.
კარგი იყო!
ფიქრის გაკონტროლება შეუძლებელი მგონია.
კარგი იყო!
1. ყოჩაღი,მოხუცო, მაგრამ ამ ერთი აბზაცით რატომ ამოწურე ამხელა თემა,აიდონთნოუ ყოჩაღი,მოხუცო, მაგრამ ამ ერთი აბზაცით რატომ ამოწურე ამხელა თემა,აიდონთნოუ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|