ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
25 მარტი, 2016


დაუწერელი

მეც განვიზრახე, სამშობლოზე მეთქვა სიმღერა
და შევარჩიე ლოდი.
მიწიდან ყვირილის ამოტვიფრა ვინდომე , მაგრამ
ჭირისუფლები დამადგნენ თავზე.

( მე ვიცი ჩემი მკვდრის ამბავი, თქვენსას მიხედეთ ! )

მეც განვიზრახე, ცხელ ზაფხულზე მეთქვა სიმღერა,
მაგრამ ვიგრძენი - ნადირი ვარ,
ვინც ცივ ზამთარში ხდება საშიში.

შენ რასაც ვწერდი, წვეთი იყო მასში სიმართლე,
მაგრამ ისეთი,
გადავსებულ დოქს რომ გატეხდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები